"ლეხთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრეკონფერენციაზე ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა:
"საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და "ლეხიც" დავმარცხდით, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება. გამომდინარე იქიდან, რომ "ლეხი" საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, გუნდურადაც ძალიან კარგად გამოიყურება.
ჩემპიონატში განვლილი პერიოდი კარგი არ იყო "ლეხისთვის" და ალბათ, მეტოქეს რეაბილიტაციაც სურს. პლუს ამას, საკმაოდ დიდი სიცხეა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული თამაში იქნება. არ მგონია, რომ ხვალ გადაწყდეს საბოლოო
გამსვლელის ბედი. ეს, ალბათ, ორი თამაშის ჯამში მოხდება".