ბათუმის "დინამო" სასტარტო მეკარის გარეშე დარჩა - კუპატაძე და "სლოვანი" ისევ აქტუალურია?

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მეკარე ლაზარე კუპატაძემ კლუბი ორმხრივი შეთანხმებით დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს.

26 წლის კუპატაძე ბათუმელთა რიგებში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გამოდიოდა, მანამდე კი "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.

საქართველოს ნაკრების მეკარე ბრატისლავის "სლოვანთან" განმეორებით დაპირისპირებამდე სწორედ ვლადიმირ ვაისის გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ამის შესახებ საუბარი აღარ გაგრძელებულა. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრის ბოლოს ბათუმელთა კიპერმა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

28 ივლისს, როცა ბათუმის "დინამო" პოლონურ "ლეხს" საპასუხო მატჩში უმასპინძლებს, გუნდის კარს მიხეილ ალავიძე დაიცავს.

altბათუმი ამას არ იმსახურებდა -

როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემი აზრით, გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილებაში ბევრად ღრმა შინაარსია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. მანდ სხვა რაღაც მოხდა აშკარად. დაუჯერებელია, რომ უბრალოდ გოლების გაშვების გამო გაათავისუფლეს გუნდიდან. სავარაუდოდ სხვა რაღაცაზე აქვთ ეჭვები. ამიტომ განმარტება უნდა გაკეთდეს ოფიციალური, თორე დიდი ლანძღვის ნიაღვარია მიმართული გუნდის ხელმძღვანელობაზე!
არტურ კონანის ძე დოილიძე
16:17 25-07-2022
4
თამაშამდე 2 დღით ადრე, ღამის კლუბში ყოფნა მგონი არაა მიზანშეწონილი !
ბათმელი
18:09 25-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული