საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ესპანურ "ლა ლიგაში"? - სავარაუდო ტრანსფერი

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველ სანდრო ალთუნაშვილით ესპანური "ლა ლიგის" ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული - ამის შესახებ "ფეისბუქგვერდი" "90 წუთი" წერს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები არ ვრცელდება.

25 წლის ალთუნაშვილი მინდვრის ცენტრში როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში კარგად გამოიყურება. სანდროს ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების კარი გაუღო.

ალთუნაშვილი ბათუმელთა რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა, მანამდე კი "საბურთალოში" გამოდიოდა. თუკი ტრანსფერი განხორციელდება, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, ესპანურ მთავარ ლიგაში ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთ ფეხბურთელს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" ორი ფეხბურთელით, ირაკლი აზაროვითა და ზურიკო დავითაშვილით
იტალიის სერია "ა"-ს კლუბები დაინტერესდნენ - ამის შესახებ მათმა საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა (გადაცემაში "სპორტი იმედზე") განაცხადა.

altსაკლუბო ქაოსი, რომელიც სანაკრებო წარმატებას ხელს არ უშლის და პირიქით - ხვიჩასა და ტრანსფერების მნიშვნელობა

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს!!!
tngh
30 ივლისი 2022 18:15
0
Kidev erri zgapari
Levani
30 ივლისი 2022 17:13
15
ქოჩორაშვილის ლევანტე სეგუნდაში გავარდა და რანაირად არის მესამე?
irakli
30 ივლისი 2022 16:02
5
თავის დროს ხომ ითამაშა, საბურთალოდან წასულმა, ახლა სადაა ეგ რა შუაშია ან სად წერია?
ბილბაოელი
30 ივლისი 2022 16:48
4
ხუტი გოლის გამსვები ლა ლიგასი ვუი ლა ლიგას
o o n
30 ივლისი 2022 14:53
17
ᲑერიᲫე გაფრᲗხილებ ფიფიად არ გადაიქცე. Გუნდი მარტო Შენი არ არის და პატივი ეცი გულᲨემატკივარს. Ნელნელა რო ვსუსტდებიᲗ მარტო მე ვხედავ ამას?
ᲑაᲗუმი
30 ივლისი 2022 14:02
10
ალთუნაშვილი კარგი მშრომელი და მოძრავი ნახევარმცველია, კარგად იბრძვის, სწორედ ახლა უნდა წავიდეს და სადმე კრგ დონეზე მოსინჯოს ძალები, ზოგადად ბათუმიდან ალბათ აზაროვი და დავითაშვილიც წავა და უნდა წავიდნენ კიდეც, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს რო კლუბმა შესაბამისი შევსება არ მიიღოს, მე ვფიქრობ ამათ ნაცვლად კარგი დონის ლეგიონერები უნდა ჩამოიყვანონ და განვითარება განაგრძონ.წლევანდელმა ევროტურნირებმა ბათუმის პრობლემები ყველას დაგვანახა და ამაზე აქედანვე უნდა დაიწყონ მუშაობა, ეს შემადგენლობა გაძლიერებას ლეგიონერებით საჭიროებს ეს ყველასთვის ნათელია.
qomagi
30 ივლისი 2022 13:20
2
კარგია,მაგრამ თუ კაპიკებში გაყიდეს,ემანდ ხელი არ შევუშალოთო,მყიდველის დამოკიდებულებაც "იყოს,იქნებ გამოგვადგეს"იქნება და სავარაუდოდ სკამზე დასვამენ.ეს არც სანდროს აწყობს,არც ბათუმს,არც ნაკრებს და არც გულშემატკივარს.ვფიქრობ "ოღონდ აქედან გავაღწიო"-ს პრინციპი,ბიჭებმა უნდა დაივიწყონ,რადგან უამრავ ნიჭიერ ბიჭს დაუნგრია კარიერა.სადაც თამაშის რეალური შანსები ექნებათ,რეალურ ფასად იქ უნდა წავიდნენ და მაშინ გაცილებით მეტი დაფასება ექნებათ.
სოსო
30 ივლისი 2022 12:43
1
ქართულმა კლუბებმა საკმარისია მიიწვიონ მეცნიერი, რომელიც ქართველ ფეხბურთელს თავის ტვინის შესაძლებლობების გამოყენებას ასწავლის და საუკეთესო ტრანსფერების მოწმე გახდებით. თუ ასეთი არ გყავთ მოიწვიეთ უცხოელი - ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ამდენი ლეგიონერის ჩამოყვანა!

გახდი უფრო თავმოყვარე!
30 ივლისი 2022 12:38
1
იმედისმომცემი ამბებია. მთავარია სკამზე დასაჯდომად არ გაიმეტებენ ბიჭები საკუთარ თავს და მაქსიმალურად დაიხარჯებიან. წარმატებები ყველა ქართველს თავის საქმეში...
ვალერი
30 ივლისი 2022 11:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული