თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს

AutoSharing Option
"დინამო აკადემიის" აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს შორის კონტრაქტი ხუთი წლის ვადით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.

ლუკა პარკაძე "დინამოს" აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული "თურანის" წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ახალგაზრდა
ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.

"დინამო თბილისი" ჩვენი აკადემიის აღზრდილ, კიდევ ერთ ნიჭიერ, ფეხბურთელს მომვალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებას უსურვებს.

FC Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 35 /
ეგრე გადადით იშრომეთ ლინდოლეფსზე და მაკტომინეზე უკეთესი ფეხბურთელები როგორ არუნდა გამოხვიდეთ უბრალოდ უნდა იშრომოთ. ესე არჯობია ტულაში და როსტოვში გადასვლას
beqa
18 აგვისტო 2022 21:59
1
კიდე კარგი გენტს არ მიყიდეს, წარმატებები ლუკას!
რრრ
18 აგვისტო 2022 20:08
1
მთავარია აჩვენოს მაღალი დონე და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება…მერე შეამჩნევენ ყველგან!
გია
18 აგვისტო 2022 22:49
0
მე პირადად წინაღმდეგი ვარ 17 18 წლის ბავშვების გაშვების ვფიქრობ რომ გარკვეულ ასაკამდე ჯობია დარჩნენ და ითამაშონ მშობლიურ კლუბში მაგრამ როცა ასეთი გუნდი იჩენს ინტერეს იმას უარი არ უნდა უთხრა არავითარშემთხვევაში დიდებული ამბავია წარმატებები ამ ბიჭს ბაიერნი დიდი გუნდია და ახალგაზრდებს ყოველთვის აძლევს შანს.
ზაური
18 აგვისტო 2022 20:22
13
სტამბულის ბაზარი გახდა ლეგენდარული გუნდი
shotI
18 აგვისტო 2022 18:00
8
კიდე კაი ესეც გენტს, რომ არ ჩაუვარდა ხელში.დ წარმატებები ლუკას.
რრრ
18 აგვისტო 2022 19:29
1
ეჰ დინამო დინამო ბაიერნის ფეხბურთელები ნეტა როდის გადმოვლენ აქეთ დინამოში .ეს ფიფია როდის მიდის ნეტა ვინმე სერიოზული ინვესტორი გამოჩნდეს რომელიც ძლიერ ლეგიონერებს მოიყვანს დინამოში და ევრო ტურნირებზე გავა ამ წიწილების და ჯერ არ შემდგარი ფეხბურთელების გაყიდვით რა ხეირი მე არ მესმის
ბალეშიკ
19 აგვისტო 2022 00:06
1
აუ, ქართული სპორტისთვის ამდენ სასიხარულო ამბავს ერთიანად ნუ დებთ თორემ გარდაიცვლებიან ჩვენი ვითომ პატრიოტები. სახელებს აღარ დავასახელებ. ნელნელა შემოგვაპარეთ ეს სტატიები :D
შმოლა
18 აგვისტო 2022 17:38
1
ბრავო ჯუღელს მაგარი ტრანსფერი გაჩარხა..ეტყობა პრედლაჟენია ქონდა
ako
18 აგვისტო 2022 21:41
5
წარმატებები ლიკა და საერთოდ ეს რა ხდება საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის თავს თავი სიზმარში მგონია.
T.q
18 აგვისტო 2022 17:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული