ქეცბაიას ჩინებული დებიუტი - რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსის მიერ საბერძნეთის დამარცხება?

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო, საბერძნეთი კვიპროსისთვის, ქეცბაია საქართველოსთვისო...

ერთა ლიგის С2 ჯგუფში, მეხუთე ტურში კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში თემურ ქეცბაია, ლარნაკაში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-18 წუთზე "კანზას სიტის" 21 წლის ნახევარმცველმა მარიოს ციონისმა გაიტანა. ელადელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად გაუშვეს გოლი.

ქეცბაიას გუნდი С დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს დასკვნით ტურში პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა.

С დივიზიონიდან ჯგუფების გამარჯვებულები საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის ნაკრებები
გახდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი გუნდი რომელს შეხვდება და რომლები იქნებიან მასპინძლები.

საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხე შედეგის მქონეს, ხოლო მეორე და მესამეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თუ ამ ოთხეულიდან რომელიმემ ევროპირველობის საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა, მის ადგილს პლეი-ოფში ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.

ამჟამად ამ გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ

თურქეთი - 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 12 ქულა (7:1).

ასე რომ, დღეის მდგომარეობით ნახევარფინალში ყაზახეთს ვმასპინძლობთ.

ბოლო, მეექვსე ტური

25 სექტემბერი
ფარერები - თურქეთი
აზერბაიჯანი - ყაზახეთი

26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო

27 სექტემბერი
საბერძნეთი - ჩრდ. ირლანდია

მკითხველის კომენტარები / 53 /

gulshematkivar-ს: მაშინ საბერძნეთს ვმასპინძლობთ.
სანდრო
25 სექტემბერი 2022 01:27
0
მოკლედ ყაზახეთს ვგულშემატკივრობთ ხვალ ყველანი!
მაგრამ მგონია ვერ მოუგებენ აზერებს,თან გასვლაზე...
gulshematkivari
25 სექტემბერი 2022 01:35
0
ეგრე ვერ იტყვი, მაგ სცენარში საბერძნეთს მეორე ადგილოსანი ხვდება და ჩვენ თუ თურქეთზე დიდი ანგარიშით მოვიგეთ ( ორი ან მეტი ბურთით) პირველზე გავალთ საბერძნეთს ავცდებით. კარგი ისააა რომ ჩვენ თურქეთის მერე ვთამაშობთ და გვეცოდინება რა ანგარიში გვჭირდება პირველისთვის,ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული. მაგრამ ცუდი ის არის რომ საბერძნეთს ყველას ანგარიში ეცოდინება და ვისაც უნდა იმას აირჩევს. იმის მიხედვით ბოლო ტურში უნდა მოიგებს,უნდა არ მოიგებს.
სანდროს
25 სექტემბერი 2022 01:42
3
ბუჯანგა ბუჯანგა უმადური რამდენია ეგრტი დდდდდდდდდდდდდდდ
pepe
25 სექტემბერი 2022 16:49
1
ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის...ფარერები 1-0 იგებენ.."))))
ბუჯანგა
25 სექტემბერი 2022 23:59
0
თურქეთს კი ეცოდინება ყაზახეთის ანგარიში მადა სახლის უპირატესობას ხო არ დაკარგავს კაცო. თან თურქეთი მაინც ფავორიტია და ეცდება დიდი ანგარიშით მოიგოს ხვალ. ნეტა თურქეთმა წააგის და ჩვენ ორივე სახლში გვქონდეს და არ აქ აზრი ვის შევხვდებით
ანზ
25 სექტემბერი 2022 09:43
2
კაი იქნება ნახ ფინალი ყაზახეთი და ფინალი თურქეთი.და მერე თურქეთი შესარჩევიდან გავიდეს ფინალს წნეხის გარეშე ვითამაშებთ გარანტირებული გვექნება საგზური.მგონი ასეა
მოსეხონელი
25 სექტემბერი 2022 06:51
3
თუ თურქეთი საბერძნეთი ან თუნდაც ჩვენ შესარჩევიდან გავალთ ევროპის ჩემპზე მაშინ ჩვენს მაგივრად ითამაშებს ჩვენს შემდეგ გასული გუნდი და ესეა სხვა ჯგუფებშიც,,იმის იმედი არ უნდა გვქონდეს რო უმოტივაციო გუნდს შევხვდებით ჯერ შესარჩევები იქნება და მერე ეს ფლეიოფები და ფინალი,,თუმცა მაინც უკეთესი იქნება მეორე ადგილზე გასულს შევხვდეთ თუკი თურქეთი ან საბერ შესარჩევიდან გავლენ,,რაც არ უნდა იყოს ჯგუფის გამარჯვებულთან თამაშს ჯობს მეორე ადგილოსანთან თამაში თან თურქეთს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ყავს მაგათ ისევ საბერძნეთი ჯობია შეგვხვდეს ბოლო-ბოლო სანიოლის ნაკრები ორჯერ შეხვდა და რაგაც დასკვნებს მაინც გააკეთებენ,,
მოსეხონელს
25 სექტემბერი 2022 11:25
1
ფიზიკურად ვერ მოხდება ეგ. თურქეთი თუ გავიდა არც ნახევარფინალს ათამაშებენ და შესაბამისად ვერც ფინალში გავლენ
დავითი
25 სექტემბერი 2022 15:28
0
და ყაზახეთმა თუ ბოლო ტურში აზერბაიჯანთან წააგო და ბერძნება ჩრდ. ირლანდიას მოუგეს მაშინ რას ვშვრებით???
gulshematkivari
25 სექტემბერი 2022 01:23
0
მაშინ რაც გინდა ის ქენი, ბერძნებს ვერ აცდები, ან შინ ან გარეთ.
ჰაჰა
25 სექტემბერი 2022 13:24
0
ბერძნებმა მისცეს შანსი მოძმე კვიპროსელებს რომ ჯგუფში დასარჩენად იბრძოლონ..თუმცა არა მგონია კვიპროსმა კოსოვოს გასვლაზე მოუგონ როცა სახლში წააგენ 2-0..ისიც ვერ გავიგე რატომაა კვიპროსი ირლანდიაზე წინ..როცა ურთერთშეხვდრები ფრედ აქვთ ნათამაშები..ქულები ერთნარი გატანილი გოლები ირლანდიაზე უარესი..ალბათ სტუმრად გატანილი გოლების გამო..მეორეც ძალაინ მგონია რომ ბერძნები მოიგებენ...ამით კვიპროსსაც შეუნარჩუნებენ ადგილს.. აზერბაიჯანი ყაზახებთან სახლში არ წააგებს...მეორე ადგილის მოტივაცია აქვტ და ბოლომდე იბრძოლებენ..ასევე იბრძოლებს მაკედონიაც ბულგარეთთან...რაც თბილისში ითამაშა ისეთი თამაშით ბულგარეთს კი უნდა მოუგონ...თურქებმა სახლში ფარერებს 4 გოლი გაუტანეს...და წესით არ უნდა გაუჭირდეთ გასვლაზეც მოგება.ფარერებმაც ძაან მოუმატეს ამ ბოლოს თამაშს და რაგაც არ მგონია რომ ასე დიდი ანგარიშIთ წააგებენ თურქებთან....ჩვენ ალბათ ბოლო ძალები უნდა მოვიკრიბოთ..და რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ...ისე რომ გიბრლტარის კარების ბადე პირველივე ტაიმში გამოსაცვლელი გახდეს....და მისივე სრუტეს დაემსგავსოს..ნუ ცოტა გაფართოვებული"))..
ბუჯანგა
25 სექტემბერი 2022 14:08
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული