ქეცბაიას ჩინებული დებიუტი - რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის კვიპროსის მიერ საბერძნეთის დამარცხება?

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო, საბერძნეთი კვიპროსისთვის, ქეცბაია საქართველოსთვისო...

ერთა ლიგის С2 ჯგუფში, მეხუთე ტურში კვიპროსის ნაკრებმა, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში თემურ ქეცბაია, ლარნაკაში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-18 წუთზე "კანზას სიტის" 21 წლის ნახევარმცველმა მარიოს ციონისმა გაიტანა. ელადელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად გაუშვეს გოლი.

ქეცბაიას გუნდი С დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 სექტემბერს დასკვნით ტურში პრიშტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა.

С დივიზიონიდან ჯგუფების გამარჯვებულები საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის ნაკრებები
გახდნენ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებენ და მხოლოდ ისაა გასარკვევი, რომელი გუნდი რომელს შეხვდება და რომლები იქნებიან მასპინძლები.

საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხე შედეგის მქონეს, ხოლო მეორე და მესამეს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. თუ ამ ოთხეულიდან რომელიმემ ევროპირველობის საგზური შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა, მის ადგილს პლეი-ოფში ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.

ამჟამად ამ გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ

თურქეთი - 13 ქულა (ბურთების შეფარდება 17:3).
საქართველო - 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 12 ქულა (7:1).

ასე რომ, დღეის მდგომარეობით ნახევარფინალში ყაზახეთს ვმასპინძლობთ.

ბოლო, მეექვსე ტური

25 სექტემბერი
ფარერები - თურქეთი
აზერბაიჯანი - ყაზახეთი

26 სექტემბერი
გიბრალტარი - საქართველო

27 სექტემბერი
საბერძნეთი - ჩრდ. ირლანდია

მკითხველის კომენტარები / 53 /
ემასტე ბიჭო ემასტე :).
ლომი
25 სექტემბერი 2022 01:20
0
მთავარია სახლში ვითამაშოთ,რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებით,სხვა გუნდებს სახლში ყველას უნდა მოვუგოთ თუ ევროპის ჩემპიონატზე გვინდა თამაში.ასე,რომ ჩვენი თამაში უნდა მოვიგოთ დამაჯერებლად ან პირველზე უნდა გავიდეთ ან მეორეზე.
გიო
25 სექტემბერი 2022 04:24
0
Dgevandeli tamashebit bevri rame gairkveva ratqmaunda saxlshi kazaxetis migeba sjobs vnaxot erti sitkvit.
Givi
25 სექტემბერი 2022 10:15
0
საღოლ თემურ.
Status quo
25 სექტემბერი 2022 06:50
0
26-ში, გიბრალტართან თამაშის წინ გვეცოდინება თამაშების (ფარერები - თურქეთი და
აზერბაიჯანი - ყაზახეთი) შედეგები. შესაბამისად შეგვიძლია ავირჩიოთ მოწინააღმდეგე. საბერძნეთი 27-ში თამაშობს და ვიცით 15 ქულაზე მეტს ვერ დააგროვებს.
მაგარია!
25 სექტემბერი 2022 01:09
1
როგორ ავირჩევთ? ყაზახეთი მოიგებს თუ ვერ მოიგებს ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ, თუ ვერ მოიგო ფრეც გვაწყობს და მაგ შემთხვევაში შეიძლება მაგრამ ფრეზე ვერ ვითამაშებთ, ბურთია რა ვიცით ბოლო წუთებზე გაუვარდეთ და გაგვიტანონ მერე ხო მასპინძლობას ვკარგავთ საერთოდ. ასე რომ მგონია არ ღირს გარისკვა მოსაგები უნდა მოვიგოთ ყველა ვარიანტში... აი საბერძნეთს უფრო ექნება ასარჩევად საქმე თუ ყაზახეთმა ვერ მოიგო. შეხედავს ჩვენ გავალთ პირველზე თუ თურქეთი და იმის მიხედვით ეცდება შედეგის დადებას მოიგოს და ყაზახეთს გაასწროს თუ არ მოიგოს და დარჩეს მეოთხეზე იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თურქეთში თამაში არ ენდომებათ მაგათ, ერთმანეთის მტრები არიან და ჯოჯოხეთს მოუწყობენ მაგათ თურქები..... ასე რომ მაინც ყაზახეთს უნდა ვუქომაგოთ რომ მოიგონ და ჯობია ისე მოვიგოთ რომ თურქეთს არ გადავასწროთ ბურთებით რომ ყაზახებზე გავიდეთ და თურქეთმა და საბერძნეთმა კი შეაკლან ერთმანეთს თავი ფინალის წინ
PIRLO
25 სექტემბერი 2022 01:55
1
ყაზახეთი იქნება ყველაზე უარესი, რადგან სლოვაკეთის მძლეველ აზერები ამათაც მოუგებს, ასე რომ თუ ყაზახეთთან გვინდა თამაში პირველობა დაგვჭირდება.
რრრ
25 სექტემბერი 2022 01:30
1
ყაზახეთი ყველაზე კარგი ვარიანტია.ოღონდ უნდა დაველოდოთ სხვების შედეგებსაც.
პატო
25 სექტემბერი 2022 00:57
0
ნახეთ რაა გაუკვირდათ რაა
გელა
25 სექტემბერი 2022 12:42
0
ხირსების ორდენს უკვე ტუტხმეტი წელია ატარებს ხალხო ისიც არიციტ ამხანაგებო ეხლა აგმასენებლის ორდენი უნდა მისცენ სადარი ხალხი ტორე ამ ქვეყანასი გაიხარე ქეც წინ წინ
kaka
25 სექტემბერი 2022 11:38
1
ემანდ ისე არ ვქნათ, რომ თურქეთსაც გადავასწროთ და საბერძნეთი გვერგოს ;) თუმცა რომელიღაც მაგათგანაც გვერგება (იმედია)
ვვვ
25 სექტემბერი 2022 01:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული