დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა. ცნობილი ხდება, რომ წლის ბოლომდე კილაძეს სამსაჯო საქმიანობა აეკრძალა.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილებამ 27 ოქტომბერს გამართული ლიგა 3-ის 25 ტურის მატჩში "მეშახტესა" და "კოლხეთი 1913"-ს შორის მსაჯთა ბრიგადის მუშაობის შესახებ იმსჯელა.
მსაჯთა დამკვირვებლებმა აღნიშნულ მატჩში პირველი კატეგორიის მსაჯის, თეიმურაზ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილეს.
მსაჯთა დამკვირვებლების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძეს სამსაჯო საქმიანობა მიმდინარე წლის სეზონის დასრულებამდე აეკრძალა.
მიხეილ მაზიაშვილი, მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების ხელმძღვანელი:
„მსაჯთა საქმიანობისა შეფასება ჩვენი განყოფილების მიერ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. მსაჯები შეფასებას მათ მიერ კონკრეტულ მატჩში მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით იღებენ. ლიგა 3-ის 25-ე ტურის მატჩში მსაჯთა დამკვირვებლისგან მიღებული დაბალი ნიშნისა და მატჩის განხილვის შემდეგ, მსაჯთა განყოფილების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძე წლის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია" - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
მსაჯის საეჭვო მოქმედებები საქართველოს ჩემპიონატში - ეს მხოლოდ ქართულ ფეხბურთს დააზარალებს [VIDEO]
ამასთან, ცხრილში ასეთი ამბები ყოფილა, კოლხეთი 58 ქულა; დინამო-2 55 ქულა; არაგვი 52, შემდეგი 10 ქულით ჩამორჩება. და ეს 3 გუნდი უკვე დიდი ხანია ყველა მატჩს იგებს, ანუ ეტყობა გადმოსვლა სამივეს ძალიან უნდა და ქართულ-ჯიგრულ და არც ისე ჯიგრულ მეთოდების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია მანდ.