
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ავსტრიასთან უხვგოლიან შეხვედრაში 6:4 გაიმარჯვა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, ხოლო თალესმა დუბლი შეასრულა.
ავსტრიასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილი გარანტირებული აქვს. მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 2023 წლის 7 მარტს, მეორე ადგილზე მყოფი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და
ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
nakrebi.ge