საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესარიონ არველაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ასაკობრივ გუნდს ოფიციალური მატჩები მარტში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ელის.
ბესარიონ არველაძე (საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველი მატჩები გვაქვს ახალი ფორმაციის ნაკრებს. კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა გარკვეული დრო სჭირდებათ. მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებს მარტში დაგეგმილი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ და შეცდომებს მაქსიმალურად გამოვასწორებთ. ძალიან მცირე დროა, რაც ამ
გიგი ჯანაშია (საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი): „ვემზადებით მოახლოებული მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ და წარმატებას მივაღწევთ. მოლდოვასთან მატჩებით დავასრულებთ მოსამზადებელ შეკრებას და მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავემგზავრებით. ამ შემადგენლობით პირველად ვართ შეკრებილი, თუმცა ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ და შევთამაშდეთ“.
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა
წინა ხაზი: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), შოთა ანდღულაძე (35-ე სკოლა), საბა დავითულიანი (დინამო თბილისი), ლუკა კაციტაძე (დინამო თბილისი), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), დავით კაკუბავა (ს.ლ. აკადემია), დავით მარგველაშვილი (ქუთაისი), გიორგი სონღულაშვილი (ს.ლ. აკადემია), ლუკა ჩარგეიშვილი (ბსც), პაკო დოლიძე (ს.ლ. აკადემია), გიორგი ხუგაშვილი (თსუ), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგი ჯანაშია (ს.ლ. აკადემია).
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების მატჩების განრიგი
8 თებერვალი | 15:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19
nakrebi.ge