27 წლის ასაკში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი ილია კერძევაძე გარდაიცვალა.
ილია კერძევაძე "შუქურაში", "დილაში", "სამტრედიაში", "ზესტაფონში", რუსთავის "მეტალურგსა" და "შევარდენში" თამაშობდა.
მან 17-წლამდელთა ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა (2 გოლი გაიტანა), 19-წლამდელებში - 2 (1 გოლი), ხოლო 21-წლამდელებში - 1.
ის საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, სინჯებზე "იუვენტუსში" იმყოფებოდა.
sportall.ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.