სად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!

AutoSharing Option
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ "სლოვანთან" ხელშეკრულებები გაახანგძლივეს, გიორგი ჩაკვეტაძემ კი ვლადიმირ ვაისის გუნდი სეზონის ბოლოს უნდა დატოვოს, თუ ბრატისლაველები მას არ გამოისყიდიან. ქართველი ნახევარმცველი ბოლო დროს მშვენივრად ათამაშდა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის ნდობა მოუხდა, თუმცა ძველებური ფორმის დასაბრუნებლად ჯერ დიდი გზის გავლა მოუწევს.

მოგეხსენებათ, "ჩაკვე" "გენტს" ეკუთვნის და იჯარის ვადა 30 ივნისს ეწურება. გიორგის სატრანსფერო ფასი 2.2 მილიონი ევროა. ბელგიური კლუბი მას იოლად არ დათმობს, სლოვაკებისთვის კი ამხელა სატრანსფერო ფასის გადახდა მარტივი არ იქნება. იმასაც შეგახსენებთ, "გენტს" და მის
თავკაც ვანჰეზერბრუკს
ჩვენებურთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები არ აქვს და მანამდე ის გერმანულ "ჰამბურგში" ჰყავდათ განათხოვრებული. სპეციალისტი ბოლოს ამბობდა, რომ ქართველი ნახევარმცველის მუშაობითა და მონდომებით კმაყოფილი იყო, მაგრამ მას დროს მაინც არ აძლევდა.

ტრავმის შემდეგ, ჩაკვეტაძეს ბელგიურ კლუბში ყველაფერი აერია. მკურნალობის გზების, მეთოდებისა და დროის არასწორად შერჩევამ ტალანტს, რომელმაც მანამდე "ერთა ლიგაზე" იფრინა, ბევრი დააკარგვინა. ახლა მაინც უნდა მოხდეს სწორი პოზიციის დაკავება და თუკი ბელგიელებს მომავალი მასთან ერთად ვერ წარმოუდგენიათ (ეს ასეცაა), ახალი გუნდის შერჩევა ძალიან გააზრებულად და აუცილებელი გარანტიების მიღებით მოხდეს.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. თუკი ის ადრე მარცხენა ფლანგიდან ძალიან აქტიური და შედეგიანი გვახსოვს, ვაისის გუნდში პლეიმეიკერის ფუნქციებს ითვისებს, ბურთსა და საკუთარი გუნდის თამაშს აკონტროლებს და შემტევები სახიფათო პოზიციებზე გაჰყავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ თქვა, რომ "ჩაკვეს" დრო იმის გამო არ მისცა, მას ამ ეტაპზე დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში არ შეუძლია, თუმცა ფრანგი სპეციალისტის მხრიდან მის მიმართ თანადგომას ვხედავთ. გიორგის "ჯვაროსნების" მაისურით 7 გოლი აქვს გატანილი და უმეტესი მათგანი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო.

სტატისტიკურად, ქართველი ნახევარმცელის სლოვაკური მონაგარი ერთი მხოლოდ გოლი და 4 საგოლე პასია. მეტოქის კარის აღების შემდეგ ის "სლოვანისთვის" ტრადიციულ, გულშემატკივრების ლუდით გამასპინძლების აქციაში ჩაერთო. მისი თამაში უფრო საინტერესო და აზრიანია, ვიდრე ეს მწირი მონაცემები.

სად შეიძლება ითამაშოს გიორგიმ? - თავდაპირველად, შესაძლოა იმ აზრმა გაგვიელვოს, რომ ევროტურნირებზე რომელიმე ქართულ კლუბს შეუერთდეს. ეს რომ დავუშვათ, ამის შანსი მხოლოდ მის მშობლიურ თბილისის "დინამოში" იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. "გენტში" დაბრუნებას, რომელიც კონფერენს ლიგაზე გასვლას ცდილობს, ეს ნამდვილად სჯობს. ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, "სლოვანთან" იჯარის ამოწურვამდე შესაძლო ვარიანტებზე ბევრი მუშაობა იყოს. ამ საქმეში გიორგის საფეხბურთო მენეჯერთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარების იმედიც გვაქვს. ვიცით, რომ ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" ალექსანდრე იაშვილის ჩართულობით ჩაირიცხა.

30 ივნისს მოუთმენლად დაველოდებით...

altკაშიამ და კანკავამ "სლოვანთან" ხელშეკრულებები გააგრძელეს

alt" რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში... ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა" - ინტერვიუ ჩაკვეტაძის დედასთან

მკითხველის კომენტარები / 20 /
დინამოში მაინც არ დარჩება, ამიტომ ჯობია სადმე საშუალო დონის ებროპულ კლუბზე იმუშაონ აგენტებმა. ზაფხულის შეკრება ყველაზე მნიშნელოვანია, რომ მალე ადაპტირდეს გუნდთან. მჯერა, რომ ჩაკვეს კვარაზე არანაკლები ფეხბურთის თამაში შეუძლია(თუ მეტი არა). წარმატებები ჩაკი, აბა შენ იცი მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ!!!
kicha
11:00 11-05-2023
4
რა მენეჯერის ? ამას საერთოდ ყაავს მენეჯერი ?? გამოუძებნოს თუნდაც საშუალო ძალის მდიდარი გუნდი რომლისთვისაც 2 მილიონის გადახდა არაფერი განსაკუტრებული არ იქნება და მოაშოროსც იმ დაწყევლლ გენტს @ და თუ მაგის შნო არა აქვს მაშინ ჩაერთოს იაშვილიც კობიაშვილიც მუჯირიც კალაძეც და გამოიყენონ ძველი და ახალი კავშირები !
zura222
12:42 11-05-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული