სად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!

AutoSharing Option
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ "სლოვანთან" ხელშეკრულებები გაახანგძლივეს, გიორგი ჩაკვეტაძემ კი ვლადიმირ ვაისის გუნდი სეზონის ბოლოს უნდა დატოვოს, თუ ბრატისლაველები მას არ გამოისყიდიან. ქართველი ნახევარმცველი ბოლო დროს მშვენივრად ათამაშდა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის ნდობა მოუხდა, თუმცა ძველებური ფორმის დასაბრუნებლად ჯერ დიდი გზის გავლა მოუწევს.

მოგეხსენებათ, "ჩაკვე" "გენტს" ეკუთვნის და იჯარის ვადა 30 ივნისს ეწურება. გიორგის სატრანსფერო ფასი 2.2 მილიონი ევროა. ბელგიური კლუბი მას იოლად არ დათმობს, სლოვაკებისთვის კი ამხელა სატრანსფერო ფასის გადახდა მარტივი არ იქნება. იმასაც შეგახსენებთ, "გენტს" და მის
თავკაც ვანჰეზერბრუკს
ჩვენებურთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები არ აქვს და მანამდე ის გერმანულ "ჰამბურგში" ჰყავდათ განათხოვრებული. სპეციალისტი ბოლოს ამბობდა, რომ ქართველი ნახევარმცველის მუშაობითა და მონდომებით კმაყოფილი იყო, მაგრამ მას დროს მაინც არ აძლევდა.

ტრავმის შემდეგ, ჩაკვეტაძეს ბელგიურ კლუბში ყველაფერი აერია. მკურნალობის გზების, მეთოდებისა და დროის არასწორად შერჩევამ ტალანტს, რომელმაც მანამდე "ერთა ლიგაზე" იფრინა, ბევრი დააკარგვინა. ახლა მაინც უნდა მოხდეს სწორი პოზიციის დაკავება და თუკი ბელგიელებს მომავალი მასთან ერთად ვერ წარმოუდგენიათ (ეს ასეცაა), ახალი გუნდის შერჩევა ძალიან გააზრებულად და აუცილებელი გარანტიების მიღებით მოხდეს.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. თუკი ის ადრე მარცხენა ფლანგიდან ძალიან აქტიური და შედეგიანი გვახსოვს, ვაისის გუნდში პლეიმეიკერის ფუნქციებს ითვისებს, ბურთსა და საკუთარი გუნდის თამაშს აკონტროლებს და შემტევები სახიფათო პოზიციებზე გაჰყავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ თქვა, რომ "ჩაკვეს" დრო იმის გამო არ მისცა, მას ამ ეტაპზე დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში არ შეუძლია, თუმცა ფრანგი სპეციალისტის მხრიდან მის მიმართ თანადგომას ვხედავთ. გიორგის "ჯვაროსნების" მაისურით 7 გოლი აქვს გატანილი და უმეტესი მათგანი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო.

სტატისტიკურად, ქართველი ნახევარმცელის სლოვაკური მონაგარი ერთი მხოლოდ გოლი და 4 საგოლე პასია. მეტოქის კარის აღების შემდეგ ის "სლოვანისთვის" ტრადიციულ, გულშემატკივრების ლუდით გამასპინძლების აქციაში ჩაერთო. მისი თამაში უფრო საინტერესო და აზრიანია, ვიდრე ეს მწირი მონაცემები.

სად შეიძლება ითამაშოს გიორგიმ? - თავდაპირველად, შესაძლოა იმ აზრმა გაგვიელვოს, რომ ევროტურნირებზე რომელიმე ქართულ კლუბს შეუერთდეს. ეს რომ დავუშვათ, ამის შანსი მხოლოდ მის მშობლიურ თბილისის "დინამოში" იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. "გენტში" დაბრუნებას, რომელიც კონფერენს ლიგაზე გასვლას ცდილობს, ეს ნამდვილად სჯობს. ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, "სლოვანთან" იჯარის ამოწურვამდე შესაძლო ვარიანტებზე ბევრი მუშაობა იყოს. ამ საქმეში გიორგის საფეხბურთო მენეჯერთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარების იმედიც გვაქვს. ვიცით, რომ ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" ალექსანდრე იაშვილის ჩართულობით ჩაირიცხა.

30 ივნისს მოუთმენლად დაველოდებით...

altკაშიამ და კანკავამ "სლოვანთან" ხელშეკრულებები გააგრძელეს

alt" რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში... ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა" - ინტერვიუ ჩაკვეტაძის დედასთან

მკითხველის კომენტარები / 20 /
აუ რა ტამვა მიიღო ბელგიაში ამისთანა ტო რა მაგარი ბიჭია ვისაც ჭკუა აქვს თავში ეს ბიჭი უნდა წაიყვანოს აი ნახავდ ჯერ ოცდასამი წლისაა ტო ცოტა დრო ჭირდება კიდე ფიზიკა რომ გაძლიერდეს ფიზიკურად და თუ ტოპ ხუთეულში არ ითამაშოს აგერ ვნახავდ ერთად მაგარი ბიჭია ჭკვიანი რა პასებს აკეთებს ტო გიო ღმერთმა დალოცოს და ხელი მოგიმართოს მეგობარო ამინ
კაკაო
12 მაისი 2023 12:35
0
დიდი დათო ყიფიანი 25 წლის იყო, როცა გაიბრწყინა.
ჩაკვეს ყველაფერი წინ აქვს.
ILIA
12 მაისი 2023 11:36
1
აი რასაც სპალეტის ვაბრალებთ ზუსტად ეგაა გენტის მწვრთნელი.
დაგავიწყდათ რა ბოსელი იყო გენტის?ჩაკვეს პასის უკან დამბრუნებელი რო არ ჰყავდა.
გუნდში არავინ არ იყო ფეხბურთის მოთამაშე, ბეზუსი,კაპიტანი რო იყო(საქ.ლიგა 2 დონის) გუნდი 3პასს ვერ აბავდა და ეგ კაცი ჩაკვეს აკრიტიკებდა-გუნდურად არ თამაშობსო.
ჩემი ვარაუდით სლოვანი 1,5 მილიონამდე შესთავაზებს გენტს,იმიტომ რომ ვაისმა იცის რა ალმასი შეიძლება ჩაიგდოს ხელში იაფად.
Levani
11 მაისი 2023 18:13
0
თუ არჩევანი ექნება გასაკეთებელი ჩემი აზრით ჯობია სლოვანში დარჩეს და რატომ პირველ რიგში იმიტომ რომ ამ გუნდში ძირითადის ფეხბურთელია აქვს სათამაშო პრაქტიკა და მწვრთნელი ენდობა ბოლომდე აშკარად მომატებული აქვს შედარებაც არ შეიძლება იმის რა დონეზეც იყო ჩაკვე წინა წელს ამ დროს და დღეს რა დონეზეც არის და პლიუს ეს გუნდი მომავალ სეზონში კვლავ ითამაშებს ჩემპიოთალიგაზე და ევროტურნირებზე.
რაც შეეხება წასვლას ამ სეზონში ჩაკვეს ნამდვილად არ ქონია იმ ხარისხის და დონის თამაში რომ რომელიმე კარგმა ევროპულმა კლუბმა (ტოპ ლიგის) საშუალო ან მაღალი დონის კლუბმა იყიდოს და ათაამშოს ძირითადში აქედან გამომდინარე კიდევ ერთი სეზონი სლოვანში და ევროტურნირებზე თამაში ვფიქრობ ჩაკვესთვის უკეთესი იქნება რომ მომავალ სეზონში აჩვენოს უკვე ის დონე და ხარისხი და ითამაშოს ისე რომ მართლა კარგმა გუნდმა წაიყვანოს თავისთან 44 მატჩში ერთი გოლი სტატისტიკურადაც არ არის ის შედეგი რომ რომელიმე კარგი გუნდი დაინტერესდეს ჩაკვეთი.
gio
11 მაისი 2023 16:15
1
სანიოლს რომ მიეცა შანსი და გამოეყვანა მინდორზე, შეიძლება კარგი გუნდის ყურადღება დაემსახურებინა...
დო მაჟორი
11 მაისი 2023 16:02
2
Maxsovs gaxokidze 50 000 mwvanes ighebda wlebis win holandiashi ubralod gasinjvaze rom waeyvana axalgazrda ise xels ar kidebda. Gios ki daungria kariera es faqtia, gemze gayiduli monasavit.
Ddd
11 მაისი 2023 15:57
0
ჯუღელზე რამეს რომ დაწერ ეგრევე დისლაიკებს გაყრიან, იგივე შეცდომა აქვს დაშვებული გიოს აგენტსაც, არ შეიძლება 18 წლის ბიჭი მიაჯაჭვო 5 წლით ერთ გუნდს დაბალი ანაზღაურებით, მაგრამ მენტალიტეტი არ გვივარგა, აგენტიც და ფეხბურთელის ოჯახიც იმას ფიქრობს მხოლოდ რომ ოღონდ საქართველოდან გამიყვანაო და ყველა პირობაზე ხელს აწერენ
მამუკა
11 მაისი 2023 15:13
0
Ვენის რაპიდზე და პრაღის გუნდზე ყოფილა ლაპარაკი. Სლოვაკებისგან გავიგე.
Ფჰჰ
11 მაისი 2023 14:32
1
მე ვფიქრობ გიოს საქმეში უნდა ჩაერიოს კალაძე გამოიყენოს მისი გავლენები იტალიაში და თუნდაც საშუალო გუნდში გადაიყვანონ გაუფუჭდება გიოს კარიერა გენტში .
dato
11 მაისი 2023 14:29
5
ფაქტია,რომ ჩაკვე,მისმა აგენტებმა,ნებსით თუ უნებლიეთ,მაგარ მახეში გააბეს, ორივე ფეხით და გათავისუფლების შანსიც არ ჩანს,ჯერ ჯერობით.უკვე რამდენი წელი დაკარგა ჩაკვემ და ვერ დამთავრდა,ეს უბედურება!
სოსო
11 მაისი 2023 14:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული