Geo Team: მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა, საქართველოს ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

23 წლის ფეხბურთელი მზადაა ივნისის სანაკრებო მატჩებში კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშოს, იმ შემთხვევაში, თუ ქართულ პასპორტს დაჩქარებული წესით მიიღებს.

წყაროს ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველისთვის საბუთების ივნისში მომზადებაზე დაჩქარებული წესით მუშაობს.

შეგახსენებთ, მარადიშვილმა "რკინიგზელთა" რიგებში მიმდინარე სეზონში 20 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altკარგი ამბავი:

მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

altლამის მარადი კითხვა - შეიცვლის თუ არა მარადიშვილი მოქალაქეობას?

მკითხველის კომენტარები / 65 /
ზოგერთები რომ ამბობთ რომ რუსეთის ნაკრებში უნდოდა თამაშიო უარავი ქართველის დასახელება შეიძლება რომლებსაც წარსულში უნდოდათ სხვა ქვეყნის ნაკრებებში თამაში და დღეს საქართველოს ნაკრებში თამაშობენ ან უნდათ რომ ითამაშონ იგივე წიტეიშვილი რამდენი ინტევიუა მაგის რომ უკრაინის ნაკრებში უნდოდა თამაში იგივე ვაჩიბერაძე რომელსაც ასევე უნდოდა უკრაინის ნაკრებში თამაში აკაკი გოგია რომელიც გერმანის ასაკობრივში თამაშობდა და როცა პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა არ ჩამოვიდა საქართველოში და არ მიიღო მოქალაქეობა რომ იმედი ქონდა გერმანის ნაკრებში მოხვედრის რაც შეეხება მარადიშვილს ზუსტად იმ პოზიცის ფეხბურთელია სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს და გვაქვს პრობლემები კლუბები მილიონებს იხდიან ფეხბურთელებში რომ პოზიცია სადაც უჭირთ რომ გააძლიერონ ამ 22 წლის ბიჭზე რა ბოღმა ამოათხია ყველამ იიიი რუსეთის ნაკრებში უნდოდა თამაში მე არ მახსენდება ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში დაბადებული და გაზდილი რომელსაც ქონდა იქაურ ნაკრებში თამაშის პესპექტივა და არ უთქვამს რომ არ მინდაოო და საქართველო მინდაოო გარდა ჯანოსი რომელსაც შესთავაზეს რუსეთი და უარითქვა მაგრამ ჯანო იქ არ დაბადებულა და გაზდილა. რაც შეეხება უკრაინა უკრაინა რომ საუბრობთ 2008 წლის ომი რომ იყო უამრავი უკრაინელი ფეხბურთელი თამაშობდა რუსეთში და მე არ მინახია უკრაინაში არც მიტინგი და არც აქცია ქართული დროშებით რომ რუსეთის აგრესია გაეპროტესტებინათ 2014 წლამდე რუსეთს და უკრაინას ქონდათ იდეალური ურთიერთობა საერთო პარადებს ატარებდნენ 9 მაისს და ძალიან კარგად იყვნენ ერთმანეთან რამე სანქცია დადო უკრაინამ რუსეთს ჩვენს გამო? ხალხო ცოტა აზზე მოდით რა და ნუ გადაგიყოლათ ამ პროპაგანდამ და ნუ გადაეკიდებით ამ სპორცმენებს ჯერ იყო და შენგელიაზე რა ამბავი ატეხეს მერე კვარაზე ახლა ამ ბიჭზე ხო მშვიდობა გაქვთ თქვენ?
zaza
00:46 20-05-2023
13
გვჭირდება ეს ბიჭი. ჩამოვა და ქართულ საქმეს გააკეთებს
ვანჩოპე
00:28 20-05-2023
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული