მხარეებს შორის საწყისი შეხვედრა უკვე შედგა, რომელმაც საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი აჩი არველაძეა, იჯარით კი გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძე თამაშობდა.
შოთა არველაძე 2022 წლის მერე, მას შემდეგ, რაც "ჰალიდან" წამოვიდა, უმუშევარია. რაც შეეხება "ქარაგუმრუკს", კლუბმა გასული სეზონის ბოლოს არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო ანდრეა პირლო დაითხოვა და ახალი დამრიგებლის ძიებაშია.