მატჩის დღე! დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს - პირველი ეტაპისა და ყაზახური ბარიერის დაძლევა ძალიან გვჭირდება!..

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, ჩვენი დროით 18:00 საათზე, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და ყაზახურ "ასტანას" ესტუმრება. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ევროტურნირების წინ ქართველი გულშემატკივარი მუდამ იმედიანადაა. ზოგჯერ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ამბიციის გარეშე ყოფნაც არ შეიძლება. ამ ეტაპზე კი მთავარი ისაა, თბილისურმა კლუბმა პირველი ეტაპის ბარიერი გადალახოს, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ გზას უფრო იოლად ხსნის. თავი არ მოვიტყუოთ, ყაზახური "ასტანა" იოლი მეტოქე არ იქნება!..

სამწუხაროდ, ყაზახური კლუბებისგან მწარე გაკვეთილები გვახსოვს და ეს როგორც თბილისის "დინამოს", ისე სხვა
ქართულ კლუბებს უგემიათ. ამით უფრო "აქტობე" გამოირჩეოდა, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ჩვენებური კლუბი დაამარცხა, რომელსაც შეხვდა. მაშინ ამ გუნდთან უშანსო მარცხი "დინამოში" სერიოზული გადახალისების საფუძველი გახდა. გვესმოდა, რომ ყაზახეთში სეზონი ზაფხულში მიმდინარეობდა და მათთან ამის გამოც გვიჭირდა. ახლა ეს არგუმენტი გამოცლილია - უნდა შევძლოთ, პირველი ეტაპი დამაჯერებლად გავიაროთ და ყაზახებს ჩემპიონთა ლიგისკენ გზა გადავუჭრათ!.. სხვათა შორის, პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ "აქტობე" ელის.

Sportall.Ge

რაც შეეხება "ასტანას", ამ გუნდმა მოკლე ისტორიის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონობაც მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და ევროპა ლიგისაც. ფაქტია, ბოლო წლებში მათ ამ მასშტაბის წარმატება არ აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისეთივე ძლიერები აღარ არიან. მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველობა "ორდაბასს" დაუთმო. ამ გუნდთან ახლახან თასზე 120-წუთიანი დრამა ჰქონდათ და ფინალის საგზურიც გადააბარეს. ისე ჩანდა, თბილისელებთან მატჩზე უფრო გადმოერთნენ. 

ასტანურმა კლუბმა იცის, რომ პირველ მატჩში მაქსიმალურად ბევრი უნდა გაიღონ, რადგან მათი ჰავა თუ ხელოვნური საფარი ის უპირატესობაა, რის გამოყენებასაც ეცდებიან. მთავარი მწვრთნელი ბაბაიანი დაბალანსებულ სპეციალისტად მიიჩნევა. "დინამოს" მოწინააღმდეგე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. აქაა მცველი ბაისბეკოვი, რომელიც ხსენებულ სათასო მატჩში გააძევეს. გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უკანახაზელია ჩრდილომაკედონიელი ამანოვიჩი. გუნდშია სერბი ნახევარმცველი იოვანოვიჩიც. ყაზახებს ორი შედეგიანი ფორვარდი ჰყავთ, აიმბეტოვი და უკვე 35 წლის ხორვატი, კაპიტანი მარინ ტომასოვი, რომელიც წლებია, მთავარი "გამტანია".

გიორგი ჭიაბრიაშვილის გუნდი აფრიკელი ლეგიონერებით გაძლიერდა. მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პრობლემური პოზიციები გააძლიერა. თბილისელები ქვეყნის სუპერთასს დაეუფლნენ და კარგ ხასიათზე არიან. ახლა ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - როგორ ფორმაში არიან ისინი, რომლებმაც 21-წლამდელთა ევროპირველობაზე ითამაშეს და ასევე, მათი სატრანსფერო საკითხი რამდენად აქტუალურია. სამწუხაროდ, ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულია. დანარჩენს შეხვედრა გამოაჩენს. ის ვიცით, რომ სრული კონცენტრაცია, ფიზიკურად კარგად მომზადება, ორთაბრძოლებში შესვლა და საკუთარი საგოლე შანსების კარგად გამოყენება გვმართებს. მწვრთნელების დუელი საინტერესო და ბევრის განმსაზღვრელი იქნება.

Sportall.Ge

შეხვედრას რუმინული წარმოშობის ავსტრიელი არბიტრი კრისტიან-პეტრუ ციოჩირცა განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიის ბუნდესლიგაში შესაძლო თამაშგარე მდგომარეობიდან გოლის ჩათვლის გამო სკანდალში გაეხვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გადაწყვეტილება VAR-მა დაადასტურა.

ამ ეტაპზე მაინც, არ გვსურს იმაზე საუბარი, მარცხის შემთხვევაში "დინამო" ვის შეიძლება დაუპირისპირდეს, გამარჯვებულს კი ზაგრების "დინამო" ელის.

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია - მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური - ოსიყმაშვილი, ხარაიშვილი, ომარი - ოსეი (ან მოისწრაფიშვილი), სხირტლაძე (C), კამარა.

altქართული ფეხბურთი უკეთესია თუ ალბანური? - საუკეთესო ფლამარიონი და წიტაიშვილით გაძლიერებული ბათუმელები...

altთბილისის "დინამომ" ორი აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა

altრას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

მკითხველის კომენტარები / 35 /
ეხლა ასტანას ლეგიონერები ნახე ზოგი ნაკრების ფეხბურთელებია შანსი არააა დინამოს სამწუხაროდ
გიოსვანი_ს
11 ივლისი 2023 11:43
4
რომელი ნაკრების ბრაზილიის თუ ესპანეთის ან იქნებ ინგლისის . კაზახეთის ნაკრები რა არი და მერე მისი ფეხბურთელი რა იქნება.
გიოსვანი
11 ივლისი 2023 14:07
9
რომელ ფეხბურთზე ლაპარაკობთ საერთოდ? რისი მომგები არის საქართველოს რომელიმე კლუბი?
1. როდესაც კაზინოს სახელობის გაქვს ეროვნული ლიგა
2. როდესაც ქართული კაზინო გაფინანსებს(რომელ პატიოსან თამაშზე არის საუბარი)
3. როდესაც არანაირი დისციპლინა არ გააჩნია ფეხბურთელს(შინაგანი საფეხბურთო კულტურა).
4. ის ფეხბურთელი რა ვთქვი და იმის ტვინში ჩამახედა, რომელიც საქართველოში ჩამოდის სათამაშოდ.( ხომ წარმოგიდგენიათ ის რა დონის ფეხბურთელია, რომ აქ ჩამოდის ? :D:D:D:D:D)

ბოლო-ბოლო სირცხვილია, როდესაც აცხადებ რომ მოუგებ კლუბს, რომელიც ამხანაგურ მატჩებში კლუბებს შორის გამოდის და თამაშობს რეგულარულად(ევროპისლიგას რომ თავი დავანებოთ).

მწვრთნელის ამბავიც იგივეა, საქართველოს ნაკრებს და ასევე ქართულ კლუბს, მხოლოდ არშემდგარი მწვრთნელი თუ დათანხმდება მათ გაწვრთნას.

ასე რომ იოცნებეთ , მეტი არაფერი შეგვიძ₾ია.
ვორმიზდუხტ ურიადმყოფელი
11 ივლისი 2023 11:42
18
წარმატებებს ვუსურვებ დინამოს და ყველა ქართულ კლუბს! იქნებ და გაიხარონ და გაგვახარონ. ერთი კი მწყინს ნამდვილად. ყოველ წელიწადს ერთი და იგივე - ფეხბურთელებს იმატებენ მატჩამდე 1 კვირით ადრე! რატომ????? ზოგადად ლეო ან კრიშტიანო საუკეთესო წლებში ახალ კლუბში პირველ მატჩებში თავისი შესაძლებლობების 10-20% ზე მეტს ვერ აჩვენებდნენ (მესის საერთოდ ჩაუვარდა პირველი წრე პსჟ-ში). ეს აფრიკელები რაღაა არიან? ეეეეჰ....
alexandre
11 ივლისი 2023 11:32
1
"დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს" - რატომ უნდა შეძლოს? რამეს სწორად აკეთებს, თანმიმდევრულია თუ რამე შეცვალეს, მეტს ხარჯავენ თუ რატომ უნდა შეძლონ წელს? პირობას გაძლევთ ვერც წელს ვერ "შეძლებენ". ყველაფერი ლოგიკურია.
სადღეგრძელო
11 ივლისი 2023 11:25
1
ჩვენ ბიჭებს შეუძლიათ ყაზახების გაგდება. არაფერი გუნდები არ ყავთ მაგათ მითუმეტეს დინამოელებმა რომლებიც ახალგაზრდულში იყვნენ გაცილებით მაღალი კლასის მოწინააღმდეგებს ასროლინეს კუდით ქვა. კარგი იქნება თუ ჩვენი ჟურნალისტები მოეშვებიან ამ ყაზახური და პოსტსაბჭოთა გუნდების განდიდებას ჩვენები თუ ვერ ჯაბნიან ეს არ მეტყველებს მათ მაღალ დონეზე უბრლოდ ჩვენები არიან სუსტები.
გიოსვანი
11 ივლისი 2023 10:59
8
დააბრუნეთ გარსია! :-))) და ჩამოწერილი ესპანელები.

უცნაურია, მაგრამ ის გუნდი საინტერესო და ბევრად შედეგიან ფეხბურთს თამაშობდა.

ამ დინამოში ახალგაზრდულის ბიჭების მჯერა, დანარჩენი ბალასტია.
amberგ
11 ივლისი 2023 13:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული