"სარაევოს" მწვრთნელი: მაინტერესებს, რატომ გააძევეს ჩვენი ფანები

AutoSharing Option
ქუთაისში კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა "ტორპედოსა" და "სარაევოს" შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები წარდგნენ.

მირზა ვარეშანოვიჩის თქმით, მას აინტერესებს მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ტრიბუნებზე "სარაევოს" გულშემატკივრები და ამასთან დაკავშირებით ქართული მხარისგან განმარტებებს ელოდება.

"ძალიან გვაინტერესებს, რატომ არ იყვნენ ჩვენი ფანები ტრიბუნებზე, იქნებ ვინმემ გვიპასუხოთ. როგორც წესი, გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან, მათ შორის, სტუმარი გუნდისაც. ჩვენმა ფანებმა რამდენიმე საათი იფრინეს აქ ჩამოსასვლელად და ისინი ტრიბუნებიდან გააძევეს. ვთვლი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. გამიხარდება,
თუ ვინმე ამ ნაბიჯის მიზეზს ამიხსნის.

"ტორპედოს" შესახებ ინფორმაცია გვქონდა, ვიცოდით, რომ კარგი გუნდი იყო და მათთან თამაში ადვილი არ იქნებოდა. ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, თუმცა რაღაცების ცოდნა მაინც დაგვაკლდა. ვფიქრობ, მეორე გოლი ძალიან კარგ დროს გავიტანეთ, რადგან ამის შემდეგ ენერგია თითქმის აღარ შეგვრჩა. მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად წინ 7 დღე გვაქვს და იმედია, საპასუხო შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელ შედეგს არა უშავს, მაგრამ გვჯერა, რომ საკუთარ მოედანზე გასამართ თამაშს ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ", - განაცხადა ვარეშანოვიჩმა.

სარაევოს ფანები პოლიციამ თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნის სროლისა და არეულობის მოწყობის მცდელობის გამო გააძევა. "ტორპედო" საპასუხო შეხვედრას სარაევოში 1 კვირის შემდეგ, 20 ივლისს გამართავს.

წყარო: ევროპოპი

alt"ტორპედო" "სარაევოსთან" ფრეს დასჯერდა - გამარჯვებული ბოსნიაში გამოვლინდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
არც თქვენ არ შეუშვათ მერე ქართველი ბალეშკიბები და მერე გეტყვიან პასუხუს ან მიხვდებიან რაც გააკეთეს
აბდულაი
21:22 14-07-2023
23
ყოფილიყავით რუსები და პოლიციაც ხელს არ გახლებდათ, ბაბაიას დაგიძახებდნენ მაქსიმუმ :დ
გოგა
21:04 14-07-2023
42
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული