"ასტანასა" და "დინამოს" პირველმა მატჩმა რეკორდი დაამყარა, თბილისში ის უნდა დაიმხოს - შედიევს საკუთარი გუნდის გასვლის არ სჯერა

AutoSharing Option
Sport.kz Sputnik Azerbaijan-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე, სადაც "ასტანამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 1:1 ითამაშა, რეკორდი დამყარდა.

როგორც ირკვვევა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ დაპირისპირებას დაესწრო.

Astana Arena-ზე 27 328 ადამიანი შეიკრიბა. იმედია და ამის დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხვალ თბილისში, განმეორებით შეხვედრაში, ტრიბუნებზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება და "დინამოს" შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარება.

Sport.kz-მ ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელის, იუსუფ შედიევის კომენტ
არიც გამოაქვეყნა, რომელსაც თავისი ქვეყნის კლუბის გასვლის არ სჯერა.

"ვფიქრობ, უპირატესობა ქართველებს ექნებათ. ისინი ხელოვნურ საფარს მიჩვეული არ იყვნენ, მაგრამ ყაზახეთშიც მოედანზე თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ.

მგონია, რომ სახლში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებენ. მათ გუნდში ჰყავთ პერსპექტიული, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც სურთ წავიდნენ ძლიერ ევროპულ ლიგებში სათამაშოდ. ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე "დინამო" გავა", - ამბობს შედიევი.

ინფორმაციისთვის, "დინამოსა" და "ასტანას" მატჩი 19 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ასტანაში ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ და ჩვენი შეცდომების გამოყენებას შეეცდებიან.მოძრავი გუნდიც ჩანს და ცალსახად თქმა,რომ ჩვენ ვაჯობებთ,სისულელე იქნება.თუმცა მასპინძლები ვართ,მაყურებელიც დავეხმარებით და მეტი შანსი,ჩვენ უნდა გვქონდეს.სავარაუდოდ,ბევრი მომენტები არ იქნება და დახურული თამაში წავა.მანდ კი,უკვე ინდივიდუალური ოსტატობა გახდება მნიშვნელოვანი.ლორიას გამოცდილება და კლასი,დიდი საყრდენია,ჩვენი ბიჭებისათვის,შეტევაში კი,თვითონ უნდა ივარგონ და მომენტები მაქსიმალურად გამოიყენონ.მათ ეს,ნამდვილად შეუძლიათ.იმედი მაქვს,ასეც იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ გზას.წარმატებები ბიჭებო!
სოსო
15:05 18-07-2023
2
სპეციალურად ბაზრობს ეგრე, ვითომ განწირულები არიან და 1 გოლი თუ გაუვარდათ მერე ძალიან რთული იქნება ემოციებით თამაში, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია ბიჭებო
ilar10N YouTube
12:43 18-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული