"ერთად დავამარცხოთ "ასტანა" - ჭიაბრიშვილმა და მოისწრაფიშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს

AutoSharing Option
"ასტანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გააკეთეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: "პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, რადგან ძალიან განსხვავებულ პირობებში მოგვიწია თამაში. შეხვედრის საწყის წუთებში დაშვებული შეცდომები, ვთვლი, რომ სწორედ ამ პირობებით იყო განპირობებული. ხვალინდელ თამაშში კი ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

ანზორ მექვაბიშვილმა და ზორან მარუშიჩმა ვარჯიში განაახლეს. შესაბამისად, ორივე ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. თუ რა დოზით
გამოვიყენებთ მათ, ამას ხვალ იხილავთ".

გიორგი მოისწრაფიშვილი: "რთული თამაში გველოდება და ეს პირველ შეხვედრაში გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. ამაში კი გულშემატკივრის დახმარება გვჭირდება. ამიტომ მივმართავ მათ - მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ "ასტანა".

მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ კი დღეს, თამაშის დაწყებიდანვე არ ვიქნებით მკაცრად კონცენტრირებული მსაჯის სასტვენამდე, განმეორდება წინა ცუდი ტრადიცია. ამ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს გამოცდილ ლორიასი. მან უნდა უხელმძღვანელოს მინდორზე გუნდს.
გიზოგ
14:24 19-07-2023
0
ერევან არარატი და ჭიაბრიშვილი ერთი ჯაჭვია..სოლიდურად შევსება ანგარიშის
akademia
12:09 19-07-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული