მატჩის დღე! თბილისის "დინამო" ასე სანატრელი ეტაპის გავლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგება. "დინამომ" "ასტანასთან" ყაზახეთში არ წააგო (1:1) და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს - წყვილში გამარჯვებულს ზაგრების "დინამო" ელის, დამარცხებულს - მალტის ჩემპიონი "ჰამრუნი".

Sportall.Ge

"დინამო არენაზე" იოლ მატჩს არ ველით. მართალია, იქაური საწყისი წუთების გასვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა, ყაზახები განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობდნენ, თუმცა მათთან მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან დაცვაში ნებისმიერი შეცდომის გამოყენებას ეცდებიან. ჭიაბრიშვილის გუნდმა უნდა მოინდომოს და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს. თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე, მინიმუმ,
ერთი ბარიერის გავლაც უჭირს. სამწუხაროდ, ამ გზაზე ბევრი იმედაცრუება იყო - განადგურება ფარერებში, წაგება არაფრით გამორჩეულ ესტონურ კლუბთან...

Sportall.Ge

ყაზახურ გუნდებთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი მართლაც სამწუხაროა. მის დაძლევასთან ერთად, უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასე სანატრელი ერთი ეტაპის გავლით, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ იოლი გზა გვექნება. კარგია სანაკრებო კადრების შევსება, თუმცა ევროტურნირებზე წარმატება ჩვენ კლუბებს ფინანსურადაც უფრო გააძლიერებს და ჩვენ ფეხბურთელებსაც მეტად დააკვირდებიან.

Sportall.Ge

ასტანურ მატჩში ისიც გამოჩნდა, ამ გუნდისთვის ხორვატი შემტევი ტომასოვი რამდენს ნიშნავს - მისი თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ ყაზახებს ძალიან გაუჭირდათ. წინა მატჩში შეცდომების მიუხედავად, მარგველაშვილს ისევ სასტარტოში ველით, კალანდაძე კი მარცხენა ფლანგზე უნდა ვიხილოთ, სადაც ის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსცადეს.

Sportall.Ge

ცუდი შეხვედრის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი სათადარიგოთა შორის იქნება და გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა, სასტარტოში დაიწყებს. კარგია ანზორ მექვაბიშვილის დაბრუნებაც, რომელსაც მინდვრის ცენტრში ბევრი საქმე დაევალება. ზორან მარუშიჩსაც შეუძლია, გუნდს ძალიან გამოადგეს და შეტევაში ბურთი მეტად შევინარჩუნოთ. მეკარე გიორგი ლორიას ფაქტორი წინა მატჩში მნიშვნელოვანი იყო და ახლაც იმავეს ველით.

მატჩს 40 წლის ინგლისელი სტიუარტ ეთველი გაუძღვება, რომელიც პრემიერლიგის საკმაოდ ავტორიტეტული არბიტრია.

alt"ერთად დავამარცხოთ "ასტანა" - ჭიაბრიშვილმა და მოისწრაფიშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს

alt"დინამოს" შეფასება - გამოცდილების უარყოფითი ეფექტი და მეტი დრო ახალგაზრდებს! - რა არის ჩვენი მისია

მკითხველის კომენტარები / 12 /
არც დინამო წყვიტავს ვარსკვლავებს და ასტანაც დიდი არაფერი გუნდია ასე რომ შანსები თანაბარია და იმედია ჩვენ გაგვიმართლებს. ვისაც შეგიძლიათ თამაშზე წავიდეთ და ვუგულშემატკივროთ, კარგია თუ ცუდია ჩვენია დინამოც, ბათუმიც გორიც და ასე შემდეგ
გუჯი
19 ივლისი 2023 17:46
0
ძალიან მაინტერესებს რაზეა დამყარებული ეს ოპტიმიზმი. 1:1 დამთავრდა პირველი მატჩი. არაფერი განსაკუთრებული თამაში დინამოს არ უჩვენებია. რატომ ჰგონია ხალხს რომ ამ ეტაპს გაივლის დინამო, ცოტა გაუგებარია.
კალისტრატე
19 ივლისი 2023 14:56
24
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წელს იწყება ქართული საკლუბო ფეხბურთის აღმავლობა, ამ საქმეში უდიდესი წვლილი თქვენ უნდა შეიტანოთ, დინამოელებო. წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართულ გუნდს. წინ, საქართველო!!!
ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
mamuka09ze
19 ივლისი 2023 14:47
2
ალბად ხუმრობაა
ლანჩხუთელი
19 ივლისი 2023 16:07
5
რამდენი ბილეთია გაყიდული ?
ემიგრანტი
19 ივლისი 2023 14:26
0
გავალტ რო ტუ გავედიტ მერე რა გვესველება ..................
o o n
19 ივლისი 2023 12:28
6
ამ სომხებმა საკუთარი კლუბების წარმატება სომხურ საიტებზე რომ დადოთ, არა? აქაც როგორი შურიანები და ბოღმიანები ხართ. ვის რაში აინტერესებს აქ, ურარტუმ თუ კოტაიკმა რა შედეგი დადეს. სომხები ვერასოდეს ვერ ითამაშებთ ფეხბურთს ქართველებზე უკეთესად, ამას სხვა ნიჭი უნდა, ეს ქარვასლა არაა.
ბმბ
19 ივლისი 2023 11:54
6
დინამო ტბილისის წარამატება დღეს.პაბედი უნდა დაიდოს.გუშინ ურარტუ როგორ გავიდა.ვცოდი რა სომხური გუნდი არ გავარდებოდა.ყოჩაღ ბიჭები.
Robert22
19 ივლისი 2023 11:25
34
სომხები გავარდნენ კონფერენს ლიგაზე! პენალტების სერიაში წააგეს! ბოლო ორი პენალტი გააფუჭეს!
მწვრთნელი
19 ივლისი 2023 12:06
1
ვის ატყუებ პენლებში გამოვარდა შე აფერისტო
ენვერა 1915-17
19 ივლისი 2023 11:50
1
ყველა გამოხმაურება
და ჰამრუნას თუ მოუგეთ მერე რა ხდება? შემადგენლობა ვნახე და 14 ლეგიონერი ყავს მალტის გუნდს.
გენერალი
19 ივლისი 2023 11:23
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული