მატჩის დღე! თბილისის "დინამო" ასე სანატრელი ეტაპის გავლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგება. "დინამომ" "ასტანასთან" ყაზახეთში არ წააგო (1:1) და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს - წყვილში გამარჯვებულს ზაგრების "დინამო" ელის, დამარცხებულს - მალტის ჩემპიონი "ჰამრუნი".

Sportall.Ge

"დინამო არენაზე" იოლ მატჩს არ ველით. მართალია, იქაური საწყისი წუთების გასვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა, ყაზახები განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობდნენ, თუმცა მათთან მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან დაცვაში ნებისმიერი შეცდომის გამოყენებას ეცდებიან. ჭიაბრიშვილის გუნდმა უნდა მოინდომოს და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს. თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე, მინიმუმ,
ერთი ბარიერის გავლაც უჭირს. სამწუხაროდ, ამ გზაზე ბევრი იმედაცრუება იყო - განადგურება ფარერებში, წაგება არაფრით გამორჩეულ ესტონურ კლუბთან...

Sportall.Ge

ყაზახურ გუნდებთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი მართლაც სამწუხაროა. მის დაძლევასთან ერთად, უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასე სანატრელი ერთი ეტაპის გავლით, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ იოლი გზა გვექნება. კარგია სანაკრებო კადრების შევსება, თუმცა ევროტურნირებზე წარმატება ჩვენ კლუბებს ფინანსურადაც უფრო გააძლიერებს და ჩვენ ფეხბურთელებსაც მეტად დააკვირდებიან.

Sportall.Ge

ასტანურ მატჩში ისიც გამოჩნდა, ამ გუნდისთვის ხორვატი შემტევი ტომასოვი რამდენს ნიშნავს - მისი თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ ყაზახებს ძალიან გაუჭირდათ. წინა მატჩში შეცდომების მიუხედავად, მარგველაშვილს ისევ სასტარტოში ველით, კალანდაძე კი მარცხენა ფლანგზე უნდა ვიხილოთ, სადაც ის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსცადეს.

Sportall.Ge

ცუდი შეხვედრის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი სათადარიგოთა შორის იქნება და გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა, სასტარტოში დაიწყებს. კარგია ანზორ მექვაბიშვილის დაბრუნებაც, რომელსაც მინდვრის ცენტრში ბევრი საქმე დაევალება. ზორან მარუშიჩსაც შეუძლია, გუნდს ძალიან გამოადგეს და შეტევაში ბურთი მეტად შევინარჩუნოთ. მეკარე გიორგი ლორიას ფაქტორი წინა მატჩში მნიშვნელოვანი იყო და ახლაც იმავეს ველით.

მატჩს 40 წლის ინგლისელი სტიუარტ ეთველი გაუძღვება, რომელიც პრემიერლიგის საკმაოდ ავტორიტეტული არბიტრია.

alt"ერთად დავამარცხოთ "ასტანა" - ჭიაბრიშვილმა და მოისწრაფიშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს

alt"დინამოს" შეფასება - გამოცდილების უარყოფითი ეფექტი და მეტი დრო ახალგაზრდებს! - რა არის ჩვენი მისია

მკითხველის კომენტარები / 12 /
არც დინამო წყვიტავს ვარსკვლავებს და ასტანაც დიდი არაფერი გუნდია ასე რომ შანსები თანაბარია და იმედია ჩვენ გაგვიმართლებს. ვისაც შეგიძლიათ თამაშზე წავიდეთ და ვუგულშემატკივროთ, კარგია თუ ცუდია ჩვენია დინამოც, ბათუმიც გორიც და ასე შემდეგ
გუჯი
17:46 19-07-2023
0
ძალიან მაინტერესებს რაზეა დამყარებული ეს ოპტიმიზმი. 1:1 დამთავრდა პირველი მატჩი. არაფერი განსაკუთრებული თამაში დინამოს არ უჩვენებია. რატომ ჰგონია ხალხს რომ ამ ეტაპს გაივლის დინამო, ცოტა გაუგებარია.
კალისტრატე
14:56 19-07-2023
24

სიახლეები პოპულარული