
„ტირანასთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:
"გუნდის მზადყოფნას მატჩი გამოაჩენს, მოლოდინი კი ძალიან რთული თამაშის გვაქვს. პირველ მატჩში ჩვენი მეტოქის სიძლიერე კარგად დავინახეთ. შეიცვლება თუ არა შემადგენლობა, ამას უშუალოდ შეხვედრის დასაწყისში გაიგებთ."