გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" მარცხის შემდეგ კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"მარცხის მიზეზებზე ახლა საუბარი რთულია. ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით და ეს ამოცანა არ შესრულდა.

ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ვინმეს დამატება გამორიცხულია, რესურსებზე აქამდეც ვმუშაობდით. ვნახეთ, რომ მამუჩაშვილი მეორე ტაიმში საყრდენად გამოვიყენეთ. ნაადრევი ცვლილება, რაც დღეს მოხდა, სასურველი არასდროს არაა".

მკითხველის კომენტარები / 63 /
გააკეთეთ ერთი გუნდი ზუგდიდში,წალენჯიხაში ან სადმე აბაშაში,ასეა თუ ისე კიდევ ისინი თუ გვასაელებენ.
კასპსკი
21 ივლისი 2023 00:28
0
გეგუჩაძე გაააა.......ვი
Aba hee
21 ივლისი 2023 01:23
0
რაც ჭიაბრიშვილს ასწავლა იგივეს აკეთებს პასუხისმგებლობის არიდება და ზღაპრების მოყოლა ... ერთი ალთუნაშვილი ვერაფერს შეცვლიდა ,მთლიანად გუნდი არ თამაშობს სწორ და კომბინაციურ ფეხბურთს .. ასე რომ ზღაპრებს შეეშვი და წადი..
დავითი
21 ივლისი 2023 00:01
0
ტიპი არ მახსოვს, წაეგოს და მარცხში თავისი ბრალეულობა გამოეკვეთა, ყველას დააბრალებს, თავისი უნიათობის გარდა: აი, მოულოდნელი ტრავმა იყო, ალთუნაშვილი გავუშვით, თევზების ეტლი შევიდა მარსის სამეფოში, რამაც უარყოფითი ენერგია გამოასხივა პირდაპირ ჩვენს ფეხბურთელებზე, ნახევარმთვარეობა იყო და უდაბნოდან წამოსულმა ცხელი ჰაერის მასებმა აუტანელი გახადა სუნთქვა და ა.შ.
მოკლედ, ჩვენი, გულშემატკივრების ბრალიცაა დინამოს წაგება, მათი უნიათო გარჯა, 80 წუთი რომ ზოზინობდნენ და მერე იფიქრეს, ცოტა ტრაკი გავაქანოთ, სულ გინებით არ გაგვიშვან მოედნიდანო!!!
დასკვნა ერთია: გეგუჩაძემ ამოწურა თავი ბათუმის დინამოში, სხვა დონე გვჭირდება, სხვა განზომილება, მაგრამ ბერიძე ცოცხალი თავით არ აპირებს მის გაშვებას!
გოჩა
21 ივლისი 2023 10:41
0
არ გადადგე..მერე რა თუ წააგეთ...ხედავ არ გამოგდის და სხვას რომ დაუთმო ადგილი კარგს იზამ...
Eldari
21 ივლისი 2023 02:13
1
რას ველოდით?! ვინ დაამატეს და ვინ გაუშვეს ზუსტად გათამაშების წინ? ალთუნაშვილი გაუშვეს, სამაგიეროდ კვასხვაძე ხომ დაამატეს, ყოჩაღ! თანხები გუნდს ტრანსფერებიდან აქვს, მოიყვანონ პერსპექტიული ფეხბურთელები უკრაინიდან, რუსეთიდან, ჩვენი ბიჭები, სუსტი ლიგებიდან, იქნებ ათამაშდნენ საქართველოში, მწვრთნელები, სლუცკის ან სხვის სახით. ევროპიდან მხოლოდ ჩამოწერილი მოთამაშის წამოყვანას აზრი არა აქვს, რა არის გაუგებარი!
მერაბი
21 ივლისი 2023 10:00
0
იმედი კი არა, მოგებას ფეხის და თავის განძრევა უნდა.
Status quo
21 ივლისი 2023 02:09
0
თბილისის დინამოში წადი, ფიფიას ხელში მაინც არ ეშველება არაფერი და იქნება ბათუმს მაინც ეშველოს
რეზო
21 ივლისი 2023 00:13
0
Თქვენ გინდათ ბათუმის დინამო თბილისის დინამოს დაამსგავსოთო?
Დიღმის საწვრთნელ ბაზასთან რო ხაართ ჩასაფრებული და წუწკი მელიასავით ელოდებით ვინ გამოვა ბაზიდან რო ბათუმში გააცუნცულოთ ეგ როგორ?
Ჩვენწელთ აღრიცხვიდან დღემდე ერთი ფეხბურთელი არ გაგიზდიათ მაშინ როცა საქართველოს ნაკრების 80% დინამო თბილისის გაზრდილია და არც კი გრცხვენია ამას რო ამბობ. Ერთი სპორტსმენი ვერ გაგიზრდიათ ჩვენწელთ აღრიცხვიდან დღემდე და ბოდიალობთ რაღაცეებს
Გუჯი-ს
21 ივლისი 2023 14:41
1
ტორპედო!!!!!!
Nab007
21 ივლისი 2023 01:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული