გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" მარცხის შემდეგ კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"მარცხის მიზეზებზე ახლა საუბარი რთულია. ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით და ეს ამოცანა არ შესრულდა.

ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ვინმეს დამატება გამორიცხულია, რესურსებზე აქამდეც ვმუშაობდით. ვნახეთ, რომ მამუჩაშვილი მეორე ტაიმში საყრდენად გამოვიყენეთ. ნაადრევი ცვლილება, რაც დღეს მოხდა, სასურველი არასდროს არაა".

მკითხველის კომენტარები / 63 /
რო წავიდეს სად წავიდეს
Dato
21 ივლისი 2023 00:11
0
ყოველთვის ვერიდები საჯარო სივრცეში საკუთარი აზრების გამოფენას. პირადში, ვინც მომწერა, ყველას ვუპასუხე და გავეცი პასუხი. მეორდება ერთი და იგივე კითხვები, რის ხარჯზე წააგო ბათუმის დინამომ და რა იყო წაგების მიზეზიო?
პირდაპირ უნდა ვთქვათ - თანაბარი თამაში იყო. ცოტა იღბალი რომ ქონოდა, იმდენი მომენტი ჰქონდათ, ბათუმი უნდა გასულიყო. ხდება ფეხბურთში ესეთები. უბედურება ის არის რომ ტირანა და ბათუმის დინამო ერთ სიბრტყეზე არ უნდა განვიხილოთ.
განსხვავებით სხვა ქართული კლუბებისგან, ბათუმის დინამოს გამორჩეულად ერთგული მაყურებელი ყავს და მის თამაშებს ყოველთვის ესწრება მაყურებელი. ადგილილობრივი ხელისუფლებაც მხარს უჭერს გუნდს. ფეხბურთელებიც მონდომებულები არიან და ენერგიას არ იშურებენ. გეგუჩაძეც ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ეტყობა მისი მეთოდები მოძველდა და დროა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
ფიზიკურად გუნდს არა უშავს, ტირანას არ ჩამორჩებოდა, მაგრამ თუ წარმატება გვინდა, მეტი უნდა გავაკეთოთ. თანამედროვე ფეხბურთელი ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ ორი ტაიმის განმავლობაში მინიმუმ 10 კმ-ს უნდა ფარავდეს და ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს როგორც აჩქარებისათვის ( ე.წ. რივოკი), ასევე პოზიციური გადაადგილებისათვის.
ფიზიკისაგან განსხვავებით აშკარად თვალშისაცემია თანამედროვე ფეხბურთისათვის დამახასიათებელი გუნდური, უბურთოდ მოძრაობის დეფიციტი, ერთი შეხებით პასი, სწრაფი, ჯგუფური კონტრშეტევის არქონა. სათამაშო მოედანი რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია და ვერც ერთი გუნდის დაცვა ვერ მოახერხებს იმას, რომ ყველა ხვრელი და ნაპრალი ამოკეტოს. შემტევი ფეხბურთელების მიზანია უბურთოდ მოძრაობით მოძებნონ ეს ხვრელები და ნაპრალები მეტოქის პოზიციაში და ეფექტური მანევრით გავიდნენ თავისუფალ, ხელსაყრელ პოზიციაზე. პრაქტიკულად ეს ისაა, რა მანევრიც გეილმა განახორციელა გორის დილაში და ძოწენიძის დროული პასით შეიქმნა გოლი. სამწუხაროდ, მსგავსი რამ აკლია არა მარტო ბათუმის დინამოს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ეტყობა დემჩენკო და გორელები მუშაობენ მსგავს საკითხებზე და შეზღუდული რესურსების პირობებში, მართალია ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ისინი უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე უფრო მდიდარი ბათუმის ან თბილისის დინამო.
თენგაბი
21 ივლისი 2023 11:38
5
რა საჭიროა ამდენი ფილოსოფია?!არი შედეგი აგრძელებ მუშაობას!არ არის შედეგი მიდიხარ სახლში!!!გეგუჩაძე კიარა კაპელო და ლიპი გაუშვეს გუნდიდან კუდამრძუებული.ან რით არის გამორჩეული ეს კაცი გამაგებინეთ?თუ გამორჩეულია წავიდეს შუქურაში და დადოს შედეგი აბა!
გიორგი IV
21 ივლისი 2023 16:00
0
დროა გეგუჩაძეს მადლობა უთხრან და გაუშვან
გრიშა
21 ივლისი 2023 06:54
0
როცა გუნდი კარგ ფეხბურთელს უშვებს და მოყავს იმაზე უარესი რას ელით .
ფედი
21 ივლისი 2023 10:48
0
გეგუჩაძემ რომ გაუშვას ახლა ბერიძე:დ
რაბუ
21 ივლისი 2023 09:39
0
ამ ტაქტიკით არაფერი არ ეშველება არცერთ გუნდს. რახიკალურად შესაცვლელია რაღაც. მოსაბეზრებელია ეს ტაქტიკა უკვე რა. ერთ 250 წელში კი განვითარდება დინამო
:))))
21 ივლისი 2023 11:26
2
ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაყიდეს, ნორმალური სტრატეგია არ აქვს გუნდს, მწვრთნელი ვერ ალაგებს თამაშს, ისევ ჩანჩალი და ბურთის თრევა და წარმატება საიდან მოვა?
ბათუმელი
21 ივლისი 2023 10:38
0
ჩემპიონატში 12ქულიან ჰანდიკაპს რო გაანიავებ თავმოყვარე მწვრთნელი უნდა გადადგეს!!!ორივე დინამოს მწვრთნელები რაღაც სისულელეებს იმიზეზებენ!წაით ბიძიკო სახლში ნუ დააწყვიტეთ ნერვები გულშემატკივარს!!!
გიორგი IV
21 ივლისი 2023 10:35
0
გეგუჩაძეს რომ აგინებთ ვინ გყავთ უკეთესი?? თუ ბათუმი თბილისის დინამოს გინდა დაამსგავსოთ ბოლო 12 წელში რომ 20 მწვრთნელი გამოიცვალა და ყველა საშინელ გუნდთან წაგება მოახერხა?

სიმართლე თუ გინდათ ბათუმმა გუშინ თანაბარი დონის გუნდთან წააგო. არ გაუმართლა. და თუ უკეთესი გუნდი გინდათ მაგ საქმეს უკეთესი ფეხბურთელები ჭირდება და არა ის რომ ალთუნაშვილი საკვალიფიკაციომდე გაყიდეს და გუნდი დაასუსტეს.
გუჯი
21 ივლისი 2023 09:48
13
რა შედეგი დადო გეგუჩაძემ>????
აგერ დილა და ტორპედო გავიდა უცხელი მწვრთნელებით. ერთი ეს გეგუჩაძეა და მეორე მისი მოსწავლე ჭიაბრიშვილი... სირცხვილია რა
gio
21 ივლისი 2023 10:01
0
მერე დაემატებინა ვინმე დროულად მწვრთნელი თვითონ არი ვის აბრალებს. ნუ გადაწევთ ისრებს ბერიძეზე . გეგუჩაძე იღებს ფეხბურთელების მოყვანაზე გადაწყვეტილებებს და რო იცოდა რო წამსვლელი იყო ალთუნაშვილი ნორმალური ცენტრი მოეყვანა ვინმე. და მარტო ცენტრის ბრალიც არ იყო ამ თამაშის წაგება ეგ თქვენი მამუჩა და ძმანი მისნი კაი ფაფხურები არიან. ძაან გაფეტიშებული გყავთ ეგ მამუჩაშვილი არა და არაფერი ისეთი განსაკუთრებული ძაან აგვიანებს პასებსაც და გადაწყვეტილებებსაც არ იღებს დროულად ამ დონეზე კი ასეთი ფეხბურთელებით ვერ წახვალ შორს . ის უკრაინელიც ძაან უკლასოა საერთოდ რატო დაიტოვეს ან ეს ღუდუშაური რა არც არაფერი. მოკლეთ იმ ფულით რაც აქვს ბათუმს საქართველოში ადგილობრივი რესურსითაც კი უკეთესი გუნდის შეკვრა შეიძლება მარა გეგუჩა რის გეგუჩა იქნება თუ არ ჩაიციკლა გარკვეულ კონტიგენტში.
გიო
21 ივლისი 2023 09:58
0
Dges shen waage witaishvils tamashi ar wauvida sanam meore ar gaushvit gudushauri ar shemoushva eg erti,meore tamash saxlshi ori utvino magali saydenebit rom iwyeb ukve texavs,kontrshetevis imedad iyo ...ravi stadionidan movdivar da tiranam daimsaxura gasvla chvenda samwuxarod..gulshematkivrebs madloba
L.J .
21 ივლისი 2023 00:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული