"ტორპედო" "აქტობესთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „აქტობესთან“ 1:4 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი პირთამდე გაივსო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სანტანას მიერ მოპოვებული, ცოტა არ იყოს, საკამათო პენალტით სტუმრები კასიმმა დააწინაურა. მასპინძლებს შეტევების ორგანიზება უჭირდათ. არაბიძეს პერსონალურად ქართველი ლეგიონერი გადრანი მეურვეობდა, თუმცა გიორგიმ მაინც შექმნა მომენტი, როდესაც მისი ჩაწოდებული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ბუღრიძემ გატანა ვერ შეძლო, ხოლო „აქტობემ“ კონტრიერიშისას ქუთაისელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და რაიჩკოვიჩმა კლიაიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ „ტორპედო“ ინიციატივას
დაეუფლა, შეუტია. ბუღრიძემ ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. ყაზახურმა გუნდმა მალე ქობულაძის შეცდომით ისარგებლა და სამოროდოვმა ანგარიში გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, მერე არაბიძემ გაიტანა, კომპენსირებულ დროში მეტოქემ მეოთხე გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ატობე 1:4
გოლები: 0:1 კასიმი (34, პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43), 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 63 /
გულდასაწყვეტია, მაგრამ სიმართლეს უნდა შევხედოთ - აქტობე ჯობდა. ძალიან ცოტა გვყავს მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი. გამოირჩეოდა მხოლოდ არაბიძე, ინდივიდუალური ტექნიკის გამო, ბურთიც მან შეაგდო. ეგ კიდევ სხვა თემაა - იმდენი ქნა, შახტიორიდან ბოლოს ტორპედოში აღმოჩნდა. იქნებ გაუმართლოს, შრომის ფასად ევროპის საშუალო ჩემპიონატში მაინც მოხდეს.
მერაბი
28 ივლისი 2023 11:36
1
როდემდე უნდა ვუყუროთ ქართული კლუბების ასეთ სამარცხვინო თამაშებს. ჩვენთან არც ჩემპიონატს არა აქვს აზრი. რად გინდა ჩემპიონატი იმისთვის რომ ასე სამარცხვინოთ დაამთავროს საქართველოს საუკეთესო კლუბებმა გამოსვლები?
ჩემპიონატის დონე არ იწევს პირიქით ეცემა.დონემ რომ აიწიოს უზარმაზარი თანხებია საჭირო.ამის შანსი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.შემოვდივარ ასეთი წინადადებით. გაკეთდეს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების ნაკრები, რომელსაც პირობითად დავარქვათ დინამო თბილისი და ეს კლუბი ვათამაშოთ ყაზახეთის ჩემპიონატში.(ან აზერბაიჯანის ჩემპიონატში).ეს კლუბი შედარებით ძლიერ გუნდებთან პაექრობაში გაიზრდება და ჩვენც ერთი კლუბი მაინც გვეყოლება ნორმალური.რაც შეეხება ევროპის საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას ამ კლუბმა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თასის გათამაშებაში, სადაც სავარაუდოდ გაიმარჯვებს და უეფას ტურნირი გარანტირებული ექნება.საქართველოს ჩემპიონატი კი ჩატარდეს დანაჩენი კლუბების მონაწილეობით.
გია
28 ივლისი 2023 10:38
4
ერთი ის მიკვირს, როდემდე უნდა ვიყოთ ხავს გამოკიდებული რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, თუ 1. არასაფეხბურთო ქვეყნების გუნდები ცალი ფეხით უგებენ ჩვენს ჩემპიონებს; 2. მეხანძრეებით, მეთევზებით, ბანკირებით და სტომატოლოგებით დაკომპლექტებული გუნდი (ანუ ფაქტიურად სამოყვარულო) უგებს "პროფესიონალი" ფეხბურთელებით(ანუ რომელთა ძირითადი საქმიანობა ფეხბურთია) დაკომპლექტებულ გუნდს? გავიგეთ კვარაცხელია და ა.შ., მაგრამ საქართველოს ეროვნულ ლიგას რატომ ვახარჯავთ ასობით მილიონს? არც ფეხბურთელების გაყიდვიდან ხეირობენ ეს გუნდები და დავტოვოთ საფეხბურთო აკადემიები, ეს ფულიც მანდ გავუშვათ, წამოიზრდებიან და გავუშვათ 16-17 წლისები უცხოურ გუნდებში (მაინც ეგრე ხდება) და ეგ იქნება
გიორგი
28 ივლისი 2023 10:03
2
ერთადერთი გუნდი რომელიც ბოლო ათწლეულებში გამოჩნდა საქართველოში და მართლა გუნდი ერქვა იყო ზესტაფონი და რა უქნეს კი იცით(იტანჯება მე-3 ლიგაში),შესაბამისად,ასეთი მეფულეების და არაპროფესიონალების ხელში არ მიკვირს დღევანდელი შედეგების.
ზესტაფდონი
28 ივლისი 2023 08:50
1
Რაო, გაგიფინეს?
Აქანე ქუთეისია სიმონ
28 ივლისი 2023 07:59
5
შენც გაფენილი ხარ გეტყობა ტოო
111
28 ივლისი 2023 10:37
4
სიყვარული ბრმაა თორემ, ამ უთავმოყვარეო ბრბოს თამაშს კიარადა, ბოდიალს როგორ უნდა ვუყუროთ.
მიყვარს ფეხბურთი და რა ვქნა
28 ივლისი 2023 07:06
2
დიდი გულის ტკივილით გაცნობებთ რომ, გარდაიცვალა ერთ დროს ქართველი ერის დიდი სიყვარულის, დიდი ღირსების, დიდი სიამაყის, დიდი სიხარულის მომტანი ქართული ფეხბურთი, გამოსვენება 3-აგვისტოს, მისამართი: წერეთლის გამზირი დინამოს სტადიონი.
ფეოლა
28 ივლისი 2023 03:23
2
ეგ დიდი ხნის წინ გარდაცვალა.
Dandy
28 ივლისი 2023 09:47
1
აქტობეს კოეფიციენტი რამდენი ჰქონდა ტოტალიზატორში ვინმემ იცის?
მამუკა
28 ივლისი 2023 03:13
4
რავიცი ეს ჟურნალისტები თამაშამდე იმას წერდით რომ აქტობე რთულ მდგომარეობაშიაო, ესაო ისაო, რამის თამაშამდე მოაგებინეთ დიდი ანგარიშით ტორპედოს
მამუკა
28 ივლისი 2023 03:10
0
ყველაზე კარგი კომენტარი იყო "არ გაგვიმართლა". რა თქმა უნდა თუ ყაზახები 4 გულიდან 2-ს საკუთარში გაიტანდბენ, გაგვიმართლებდა. მთელი ქართული ფეხბურთი ნაგავში და კიდევ ვერ გაგიგიათ.
დიმა
28 ივლისი 2023 02:16
0

სიახლეები პოპულარული