პირობითი სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ. კარგი მომენტი ჰქონდა კოვტალიუკს, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე ისენკომ მოიგერია. შანსი უკრაინულ გუნდსაც მიეცა, როდესაც კანეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში "დილა" კოვტალიუკმა დააწინაურა, თუმცა ფელიპემ საპასუხო გოლის გატანა შეძლო, ხოლო კომპენსირებულ დროში კუჩერენკოს კარი კანემ დალაშქრა და პოლტავურმა გუნდმა გაიმარჯვა.
საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.
ტიხი. „მიევსკი“
ვორსკლა - დილა 2:1
გოლები: 0:1 კოვტალიუკი (57), 1:1 ფელიპე (73), 2:1 კანე (90+3)