გოლი კომპენსირებულ დროში - "დილამ" "ვორსკლასთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთში ჩატარებულ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ „ვორსკლასთან“ 1:2 დამარცხდა.

პირობითი სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ. კარგი მომენტი ჰქონდა კოვტალიუკს, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე ისენკომ მოიგერია. შანსი უკრაინულ გუნდსაც მიეცა, როდესაც კანეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "დილა" კოვტალიუკმა დააწინაურა, თუმცა ფელიპემ საპასუხო გოლის გატანა შეძლო, ხოლო კომპენსირებულ დროში კუჩერენკოს კარი კანემ დალაშქრა და პოლტავურმა გუნდმა გაიმარჯვა.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

ტიხი. „მიევსკი“
ვორსკლა - დილა 2:1
გოლები: 0:1 კოვტალიუკი (57), 1:1
ფელიპე (73), 2:1 კანე (90+3)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 46 /
ეს იყო გამოუცდელობის ბრალი, პირველი გოლი ბავშურ შეცდომას მოყვა, მცველმა ბურთი ვერ ამოიტანა და მეორე გოლი ანალოგიური შეცდომა. გადმოგდებულ ბურთზე არავინ იყო 5 კაცი მეკარის წინ იდგა. თორე აბა ვორსკლამ როგორ უნდა დაგიტრიალოს რეალი ხო არ არის? მარა დარწმუნებილი ვარ დილა გაივლის ვორსკლას. თავისი თამაშით მაძლევს ამის თქმის საფუძველს. თან გორში დილა ისეთ მაღალ პრესინგს ითამაშებს რო ეს უკლასო ცხენ გუნდი ვერ გაუძლებს. ტრადიციულად დემჩეც მოიფიქრებს რამეს.
dogi
00:00 28-07-2023
0
ერთადერთი კაცი დემჩენკო რომელზეც შეიძლება თქვა ნორმალური მწვრთნელიო , მთელს ჩვენ გაფარჩაკებულ ეროვნულ ლიგაში , ამ დილას მეპატრონეებს კიდე ცოტა მეტი ნორმალური ფეხბურთელი მოუყვანეთ ამ კაცს მთელი ორი წელი ვაკვირდები ზამენაზეც კი 4-5 კაცი უზის ხოლმე ,კაით რა გუნდი ეგრე არ კეთდება
დავითი
01:00 28-07-2023
1

სიახლეები პოპულარული