"ყველაზე ადვილად დასამარცხებელი მეტოქე შეგვხვდა" - უკრაინული გამოცემა გორის "დილაზე"

AutoSharing Option
უკრაინულმა prsport.net-მა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, სადაც "ვორსკლა" "დილას" უნდა დაუპირისპირდეს, სტატია მიუძღვნა.

პოლტაველები ბოლო 5 მცდელობიდან ევროტურნირებს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე დაპირისპირებაში დაემშვიდობნენ და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს სჯერათ, რომ ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევის შესანიშნავი საშუალება არსებობს:

"27 ივლისს "დილასა" და "ვორსკლას" მატჩია დაგეგმილი. შეძლებს უკრაინული გუნდი უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას? - ისინი ბოლო 5 ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპს 4 შემთხვევაში ეგრევე გამოეთიშნენ.

ახლა პოლტაველებმა, რომლებსაც ვიქტორ სკრიპნიაკი ავარჯიშებთ, მეტოქედ ქართული გუნდი მიიღეს. "დილამ" კვალიფიკაციის პირველ შეხვედრაში დაკ-ი დაამარცხა. ევროთასებზე არსებული ყველა
მეტოქიდან ყველაზე ადვილად დასამარცხებელი გუნდი შეგვხვდა.

"ვორსკლას" აქვს ყველა შანსი, მოხვდეს კვალიფიკაციის მე-3 ტურში და საბოლოოდ გაწყვიტოს წარუმატებლობის ჯაჭვი.

აღსანიშნავია, რომ არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, პოლტავის კლუბი ორჯერ გავიდა ევროპული შეჯიბრებების ჯგუფურ ეტაპზე, კერძოდ, ევროპის ლიგაზე - ეს მოხდა 2011/2012 და 2018/2019 წლების სეზონებში.

რაც შეეხება "დილას", ჯგუფურ ეტაპზე არასდროს გასულა - 2-მატჩიან დაპირისპირებაში "ვორსკლასთან" გამარჯვება ქართულ გუნდს ამ მიზანთან დააახლოებს", - წერს საიტი.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
ძაან შეგვაჩვიეს ამათმა ენა და ამოვისვათ ერთი ჯიგრულად გორელებო.

წინ დილა, წინ ტორპედო - უდიდესი წარმატება დინამოებსაც, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა და ცოტა საკუტარ თავზე მაღლა ახტომის უნარი ქუთაისმა და გორმა აჩვენა ამ ეტაპზე !
ჩეტო
13:05 27-07-2023
2
ეგ უკრაინაა ყველაფერᲨი რო გვჯობნის.
ავᲗო
11:56 27-07-2023
2

სიახლეები პოპულარული