ანდრეი დემჩენკო: "ვორსკლამ" ინიციატივა დაგვითმო - ბოლოს ფიზიკური კონდიციები არ გვეყო

AutoSharing Option
"ვორსკლასთან" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ (1:2), კომენტარი "დილას" მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გააკეთა:

"მე ჩემი ბიჭები თავიდანვე გავაფრთხილე, რომ მეტოქეს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს და ძლიერი გუნდია. მინდა გითხრათ, დღეს ძალიან გაგვიჭირდა. "ვორსკლამ" ინიციატივა დაგვითმო და თავს ჭკვიანურად იცავდა. ფლანგები ჩაგვიკეტეს და ძალიან გაგვიჭირდა.

უკრაინული გუნდი ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული. ისინი დაახლოებით 75 წუთი მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. გოლის გასატანად შანსები კონტრშეტევაზე ჰქონდათ. ასეთი ტაქტიკა აირჩია მწვრთნელმა. ბოლოს ფიზიკური კონდიციები არ გვეყო. ამიტომ გავუშვით ორი გოლი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემპინატში მთელი 2 წლის მანძილზე სათადარიგო სკამზე რო 4-5 ფეხბურთელზე მეტი არ გეყოლება ძნელია გუნდის დალაგება , თანაც ევროტურნირებამდე ერთი კვირით ადრე მიიყვანეს 4 ახალი ფეხბურთელი , ასე მალე გუნდს ვერ შეეწყობოდნენ , ეგ მფლობელების ბრალია ...
დათო
29 ივლისი 2023 14:50
0
კარგი რა. ჩაწოდებული ბურთი მეკარემ და დაცვამ რამდენი მოიგერია, იმდენი უკრაინელებს მიუვიდათ, თან როგორც წესი ჩვენი საჯარიმოს წინ, დასარტყამ პოზიციაში და ყველაზე ცუდი რაც იყო, წინ არავინ ედგათ. ერთი კაცისთვის მაინც დაგევალებია, ამ დროს საჯარიმოს ხაზთან იდექი და მოგერიებული ბურთი ან გადააგდე ან ხელი შეუშალე, რომ არ დაარტყანო. გოლიც ეგრე გაგვივიდა.
პ.ს. აქ დაცვაში ჩადგებიან და კონტრშეტევაზე ითამაშებენ. ეს საერთოდ უკრაინული ფეხბურთის დამახასიათებელია. თან კარგადაც გამოსდით. ჰოდა, თუ ხარ ტრენერი მოიფიქრე რამე.
ჰაჰა
29 ივლისი 2023 10:45
0
რა გახდა ეს ფიზიკური მომზადება. პროფესიონალი ათლეტები ხართ, ეგაა მთელი თქვენი სამსახური, ვარჯიში და ფორმაში ყოფნა, 2023 წელს ისევ ამ თემაზე რანაირად ვლაპარაკობთ. რა უბედურებაა ეს რა არის. თამაშობთ თუ ქეიფობთ, ვერ გავიგე?
karoche
29 ივლისი 2023 03:06
0
მაინც მგონია,რომ ხშირად მოკლე სკამი ღუპავს,გორელებს.
სოსო
29 ივლისი 2023 01:37
0
აქ რო მოდიოდი უნდა გცოდნოდა ეგ პრობლემა სულ რო აქვთ და რამე მოგეფიქრებინა
1.2.3.4.5.6.
28 ივლისი 2023 22:50
8
თუ პროფესიონალი ხარ და გინდა წარმატება, რატომ არ უნდა იყო ფიზიკურად მზად ორივე ტაიმის თამაშისთვის?!
დო მაჟორი
28 ივლისი 2023 22:20
4

სიახლეები პოპულარული