გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

AutoSharing Option
"ჰამრუნ სპარტანსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ისაუბრეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვფიქრობ, "ასტანასთან" ორი მატჩის ჯამში მარცხი საფეხბურთო უიღბლობა იყო. დამსახურებულად დამარცხებისას, არ გაქვს სანერვიულო, გაჯობა მეტოქემ და ეგუები შედეგს. ამ შემთხვევაში კი ცოტა რთულია განწყობა შეინარჩუნო, რადგან ჩვენთვის "ასტანას" ბარიერის დაძლევა პრიორიტეტი იყო. ამიტომ მარცხის შემდეგ ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშია, იდეალური განწყობა არავის გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უიღბლობა გადავლახოთ...

"ჰამრუნთან" პირველი თამაში
ცუდი იყო, ვაღიარებ, მაგრამ არის მომენტები, როცა არ გიმართლებს. თასის თამაშის გადადების შანსი იყო, "ლოკომოტივიც" თანახმა იყო, მაგრამ არ მინდოდა ტონუსიდან ამოვარდნა, ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა გვეთამაშა.

წინა თამაშზე ბევრი ვერ მიხვდა, რომ მაისურაძე და ტაბიძე ტრავმების გამო შევცვალე. ასეთ დროს, დაცვაში ორი შეცვლა არ კეთდება, თუ იძულებითი არ არის. აღიარება არ მერიდება, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ჩანაფიქრი. ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ...

დღეს "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს. ერთი ვიცით, რომ მუშაობით, სწორი მიდგომით, ამ გუნდს მომავალი აქვს. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალას: საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირებზე ჩანს, რომ ძლიერი არ ვართ. ეს არ არის კარგი რეალობა, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. არ ვართ ისეთი გუნდი, რომ ასეთ დონეზე რაღაც წინასწარ დავგეგმოთ.

ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან მათ შეუძლიათ დიდი მუხტის მოცემა, შეუძლებელი შეგვაძლებინონ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქომაგი იყოს სტადიონზე".

ზორან მარუშიჩი: "გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ხვალ იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მთელი გუნდი ვემზადებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ".

მომზადებულია თბილისის "დინამოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 55 /
კაროჩე თამაშამდე დაწვნენ რა
Dbd
03 აგვისტო 2023 00:34
0
თამაშის წინ გუნდის მწვრთნელი ასეთ სისულელეს (სათაურში გამოტანილ ციტატას) რომ იტყვის ის მინიმუმ გუნდიდან უნდა წავიდეს!!! ჩვენ კი ვხედავთ რა საცოდავ დღეშია დინამო, მაგრამ მატჩის წინ საკუთარი ფეხბურთელების ასე დაკნინება საერთოდ როგორ ჯდება სამწვრთნელი ლოგიკაში?! თევზი თავიდან ყარსო, ხოდა დინამოს მთავარი პრობლემა=ფიფია+ჭიაბრიშვილი!!! მართლა ბოლომდე გაგვიბანძეთ საყვარელი გუნდი, ვერ გამიგია დინამოს ვეტერანები საერთოდ როგორ იტანთ ამ მდგიმარეობას??? ხმა ამოიღეთ თუ ასე დაკნინდით და გათითოკაცდით რიმ გროშების გამო პირში წყალი ჩაგიგუბებიათ?! ამათი მარაზმის ყურებით დაგვაწყდა ნერვები!!!
პაატა
03 აგვისტო 2023 17:27
2
ამას.. ბიჯო ბიჯოც აღარ უშველის ღრმათ აქვს ძალიან ძალიან ..... დაკარგული გუნდის რწმენა
თემო
02 აგვისტო 2023 23:04
1
Dinamo ro ar aris zlieri da farchaki roa vin ar icis. Tqva axali ambavi.
Levani
03 აგვისტო 2023 00:23
0
არავინ არ უნდა მივედეს თამაშზე და იარონ ( სირბილი მაინც არ შეუძლიათ და არც დარბიან) ცარიელი ტრიბუნების წინ!!! დაინახოს ყველამ რო ფეღბურთი ხალხის არის!!! დაიმსახურონ ხალხის პატივისცემა!!!!
ნ.კ
02 აგვისტო 2023 23:01
3
აი შენ ფეღბურთი რომ გგონია სპორტის სახეობა და პროფესორობ, ეგაა ტრაგედია, როგორც ქართული იცი, ისე იცი ფეხბურთიც
ნ.კ.-ს
03 აგვისტო 2023 09:11
0
დაანებეთ აქ წერას თავი და თუ არ მოგწონთ ნუ კითხულობთ საერთოდ!!! ვინ ხართ თქვენ რას საქმიანობთ ასეთს ერთი თქვენი საქმე დაწერეთ სადაც სხვებზე წინ ხართ!!! ტრ....შია ქვეყანა და ოქაა ფებურთიც, თუ გგონიათ რომ ბევრად წინ ხართ თქვენს საქმეში ვიდრე დინამოა ფეხბურთში ძალიან ცდებით! მიხედეთ თქვენს საქ.ეს და თუ არ მოგწონთ გაეშვით საერთოდ ნურაფერს იტყვით. ამდენი ნეგატივით დაიღალა ყველა!!! ან ამ საიტის ადმინის თავში ჩამახედა, რაში გჭირდებათ ეს კომენტარები ისედაც დაძაბულია ყველა და ცეცხლზე ნავთს რატო ასხამთ?! ქართველი კაცის მოსაწონი ხო არაფერი ხდება ქვეყანაზე, ჩვენ მარტო წარმატებულებზე მიწებება გვიყვარს, პორტუგალიასთან 20 000 კაცი იყო, რომ მოიგეს მერე ატყდა წყვეტა ბილეთებზე! თუ მასე გიყვართ და გულშემატკივრობთ პორტუგალიასთან რატო არ გაა სეთ სტადიონი. ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო ყ ელა ვინც დაუნდობლად და დაუფიქრებლად ზიანს ვაყენებთ ამ ქვეყანას, დინამოა, ფეხბურთია თუ პოლიტიკაა. დამშვიდდით და გაიაზრწთ თქვენი პასუხისმგებლობა და ქვეყანა ააშენეთ ჯერ და მერე მოითხოვეთ ფეხბურთი
დინამოს ჰეითერებო!!!!!
02 აგვისტო 2023 23:23
28
რეებს ბოდავ თუ იცი მაინც. კაცი რო მალტასთანაც არ თვლის თავს ფავორიტად აღარც უნდა შეიცხადო?!
Gio
03 აგვისტო 2023 03:25
2
დინამო კი არ გვეზიზღება დინამო მოგვენატრა სტადიონიდან გამარჯვებულს და კმაყოფილს წამოსვლა მოგვენატრა გვინდა იბლისში კი არ რჩებოდეს ჩვენთვის ევრო თასები არამედ სტადიონზე დეკემბრამდე ვიაროთ ზუსტად თქვენ ასეთი მიდგომით ახალისებთ დღევანდელ დინამოს ბოსებს და მწვრთნელს იმისკენ დაიკიდეთ ბიჭებო არაფერი გამოგივათ მაინც ყველამ თავის საქმეს მიხედოსო ვიტყვით
anta
03 აგვისტო 2023 10:00
0
რაც მეტს ილაპარაკებ , მეტ სიიულელეს იტყვი.რაებს ბოდავ ?! მორჩი უაზრო თავისმართლებას.ფსიქოლოგიურად სპობ გუნდს შენი თავის პასუხისმგებლობისაგან გამოძრომის მიზნით . ვინ დაგაბრალა მწვრთნელობა არ ვიცი . დინამოდან იძულებული იქნება ფიფია მალე აგახვევინოს ( იძულებული, თორემ მტერი არაა , მაგას მაინც ესმოდეს რაიმე ) , მაგრამ ლაპარაკი რომ ისწავლო ( მწვრთნელობის რა მოგახსენო ) ერთს გეტყვი : ,, ლომების პრაიდს , რომელსაც სათავეში ყავთ კურდღელი , ამარცხებს კურდღლების ჯოგი , რომელთაც სათავეში ყავთ ლომი "- შენი საუბრიდან კურდღლად მოსჩანხარ , საკუთარ თავს მაინც გაუფრთხილდი .
gpi
03 აგვისტო 2023 18:18
2
დილას თამაში აჩვენეთ ფეხბურთს მაინც ვუყურებ. ამათი მოგებაც და წაგებაც ერთნაირი საცოდაობა იქნება დღეს. შეიძლება ვაი ვაგლახით გაცდნენ და წავა მერე ტრაბახი სანამ ფერენცვაროში გაგვხევს.
რაბუ
03 აგვისტო 2023 11:24
0
ჭიაბერაშვილიდან ჭიაყელაშვილამდე გზა გაიარა ტიპმა
ოლივიე ჟიღუუ
03 აგვისტო 2023 15:01
2
ფარერის კუნძულების გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა ძლიერიააა?!!!! დაამარცხა რა ფერენცვაროში უნგრეთის ჩემპიონი და შვედეთის ჩემპიონი! როგორ არის ეს მწვრთნელი?!
.
03 აგვისტო 2023 12:36
2
კი ძლიერია, საქმის ხალხი მუშაობს იქ და პროფესიონალები როგორც ჩანს... მუშაობას როცა ვისწავლით მერე შედეგიც მოვა, ფეხბურთელებსაც ვგულისხმობ, მმწვრთლელსაც, მასაჟისტსაც და მენეჯერსაც...
დათო
03 აგვისტო 2023 16:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული