გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

AutoSharing Option
"ჰამრუნ სპარტანსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ისაუბრეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვფიქრობ, "ასტანასთან" ორი მატჩის ჯამში მარცხი საფეხბურთო უიღბლობა იყო. დამსახურებულად დამარცხებისას, არ გაქვს სანერვიულო, გაჯობა მეტოქემ და ეგუები შედეგს. ამ შემთხვევაში კი ცოტა რთულია განწყობა შეინარჩუნო, რადგან ჩვენთვის "ასტანას" ბარიერის დაძლევა პრიორიტეტი იყო. ამიტომ მარცხის შემდეგ ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშია, იდეალური განწყობა არავის გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უიღბლობა გადავლახოთ...

"ჰამრუნთან" პირველი თამაში
ცუდი იყო, ვაღიარებ, მაგრამ არის მომენტები, როცა არ გიმართლებს. თასის თამაშის გადადების შანსი იყო, "ლოკომოტივიც" თანახმა იყო, მაგრამ არ მინდოდა ტონუსიდან ამოვარდნა, ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა გვეთამაშა.

წინა თამაშზე ბევრი ვერ მიხვდა, რომ მაისურაძე და ტაბიძე ტრავმების გამო შევცვალე. ასეთ დროს, დაცვაში ორი შეცვლა არ კეთდება, თუ იძულებითი არ არის. აღიარება არ მერიდება, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ჩანაფიქრი. ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ...

დღეს "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს. ერთი ვიცით, რომ მუშაობით, სწორი მიდგომით, ამ გუნდს მომავალი აქვს. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალას: საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირებზე ჩანს, რომ ძლიერი არ ვართ. ეს არ არის კარგი რეალობა, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. არ ვართ ისეთი გუნდი, რომ ასეთ დონეზე რაღაც წინასწარ დავგეგმოთ.

ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან მათ შეუძლიათ დიდი მუხტის მოცემა, შეუძლებელი შეგვაძლებინონ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქომაგი იყოს სტადიონზე".

ზორან მარუშიჩი: "გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ხვალ იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მთელი გუნდი ვემზადებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ".

მომზადებულია თბილისის "დინამოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 55 /
ასეთი მწვრთნელები საერთოდ უმუშევრები უნდა იყვნენ
simartle
03 აგვისტო 2023 11:20
0
ვიᲦაცა სოსიაᲨვილზე "ხუმრობდა",უᲩა მარᲗლაც დიდი მწვრᲗნელი და Ღირსეული ადამიანია
Avto
03 აგვისტო 2023 16:43
1
აგერა ძმაო ფარერების გუნდმა კიდევ მოიგო ლიგაზე და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ეხლა ისინი არიან მეხანძრეები, პედაგოგები, მეცხვარეები, ბარმენები და თქვენ ხართ ფეხბურთელები? მანამ არაგიდგათ გვერდები, თავმოყვარეობა რომ გქონდეთ მოედანზე არ გახვიდოდით და ჩვენც ნერვებს არ დაგვაგლიჯავდით.
feola
03 აგვისტო 2023 08:41
0
თუ ასეთი პრინციპულია, მაშინ წავიდეს! გასდის ფიფიასაც რამდენი წელია! კიდევ რას ველოდოთ?
მერაბი
03 აგვისტო 2023 14:21
0
ეს არის სამარცხვინო და დამამცირებელი განცხადება მწვრთნელისგან,მაგრამ რა გასაკვირია ჭიაბრიშვილი და დოლიძე შეთანხმებულად ანგრევენ დინამოს
Gia
03 აგვისტო 2023 21:54
0
Klavsikshic didi fuli chaido tu chempionati uketesia aq tu xelfasebi tqvenze meti?metevze moyvarulebma rogor gajobes
Gia
03 აგვისტო 2023 10:49
1
ამ კაცს წინასწარ წაგებულის მენტალიტეტი რატო აქვს?ან ესეთი მწვრთნელი რათ უნდა გუნდს რომლის მწვრთნელიც ესეთ განცხადებებს აკეთებს თამაშის წინ.
თემო
03 აგვისტო 2023 10:06
1
ნაკრების არცერთ თამაშს არ ვაცდენ,ახალგაზრდულის ინერციით წავედი დინამო ასტანაზეც, ჩემდათავად კიდევ დინამოს თამაშზე წამსვლელს სანამ ფიფია გუნდში იქნება ... გულშემატკივარი ვერ დასვეს ტრიბუნაზე ნორმალურად(დროშა ვერ დაკიდენ),ფეხბურთზე და ტაქტიკაზე რა უნდა ვილაპარაკო. 3 -ჯერ მომიწია გადაჯდომა,სამივეჯერ მეც მართალი ვიყავი და ისინიც ვისაც მოსაწევები ჰქონდათ.
საქართველო
03 აგვისტო 2023 07:42
0
ალბათ, დინამოს მოუხდება მწვრთნელად სოსო უჩიაშვილი. არ ვიცი, ამჟამად რომელი გუნდის ტრენერია, კარბურატორის თუ სტარტერის.
ბ. დილანიშვილი
03 აგვისტო 2023 14:19
5
რას ერჩით ამ კაცს,მშვენივრათ იცნობს და იგებს ჰანდიკაპებს.იქედან, არარატიდან მოყოლებული.
chabuka
03 აგვისტო 2023 08:41
0
არ შეიძლება რომ ამ ფიფიამ დაანებოს თავი დინამოს და ვინმე სხვა პატიოსანმა შეიძინოს?
Gio
03 აგვისტო 2023 23:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული