გორის "დილა" "აპოელს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებს

AutoSharing Option
გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალის საშინაო მატჩს "აპოელის" წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"იქიდან გამომდინარე, რომ Tengiz Burjanadze Stadium - გახლავთ მეორე კატეგორიის, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, მე-3 და შემდგომი ეტაპების მასპინძლობის უფლება არ აქვს. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, ,,აპოელთან" UEFA conference league მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს Dinamo Arena-ზე ჩავატარებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "დილა" "აპოელის" წინააღმდეგ პირველ მატჩს 10 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

altუკრაინელი მწვრთნელის ლოგიკური შედეგი, საგოლე პასები დაცვიდან,

ძლიერი ლეგიონერები - გორის "დილას" წარმატება

alt"დილას" მეტოქე მესამე ეტაპზე დვალისა და ქვილითაიას "აპოელია" [VIDEO]

altეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
გორის დილას და ვორსკლას თამაშს,ამ საიტზე ვუყურე,უკრაინელი კომენტატორის წამყვანობით.მადლობა საქართველოს ტელევიზიებს,ძალიან თბილად მოვუკითხავ ახლობლებს,ყველას, ვისაც ასე მაგრად ჰკიდია,ქართული ფეხბურთი.სპორტალს კი,მართლა მადლობას ვუხდი,თუნდაც ამ ფორმით,მაგრამ მაინც რომ მომცა,ამ მატჩის ნახვის საშუალება.ომში ჩაბმულ,მიწასთან გასწორებულ უკრაინას აქვს საშუალება,რეპორტაჟი გააკეთოს და მშვიდობიან საქართველოს არ აქვს,გორიდან მატჩის გადმოცემის?არ ვიცი,შესაძლოა,სადმე იყო კიდეც ქართული რეპორტაჟი და მე არ ვიცოდი,მაგრამ ვისაც ევალებოდა და არ გააკეთა,მათ არ უნდა მოეკითხოთ?ეროვნულ არხებს ვგულისხმობ!
სოსო
14:29 04-08-2023
2
იმედია გამგეობა გაუკეთებს ხალხის წაყვანის ორგანიზებას და ტრანსპორტს გამოყოფს... მთელი გორი დინამოზე ათშიი
Dilaio
15:04 04-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული