Geo Team: კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომიტივის" ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან თანხმობას მიიღებს, ვილი სანიოლს სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე მარადიშვილის გამოძახების შესაძლებლობა ექნება.

ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მარადიშვილს რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აქვს მიღებული. მსგავსი თანხმობა კი საჭირო გახდა გიორგი წიტაიშვილის საკითხშიც, რადგან მას უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

გასულ სეზონში კონსტანტინე მარადიშვილმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
1 საგოლე გადაცემა გააკეთა, თასზე კი 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

altმარადიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია - ის "ურალში" გადადის

altმარადიშვილმა "ლოკომოტივი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
Cccr
Gela
13 აგვისტო 2023 22:11
2
დავანებოთ "ურა პატრიოტიზმს" თავი და ვიცხოვროთ პრაგმატულად თუ ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა. მერე აგინეთ სანიოლს რატომ ვერ იგებსო.
ამის პოზიცია, ნაკრების ყველაზე სუსტი წერტილია. ეს ქართველია და გერმენია და ჰოლანდია უცხოელების ნატურალიზებაზე "ჩალიჩობენ". ასე აგინებდით საზონოვს და აგერ როგორი ბიჭია. სანქციები რომ არა, ისიც რუსეთის ნაკრებში ითამაშებდა. მხარი დავუჭიროთ იმას, რაც ნაკრებს და შესაბამისად ქართულ ფეხბურთს სჭირდება! ემოციები გვერდზე და პრაგმატულად მივყვეთ საქმეს თუ არ გვინდა კუდში ვიჩანჩალოთ.
ჯარჯი
13 აგვისტო 2023 21:19
15
შენ თუ გგონია ამის მოსვლით ნაკრები გაიბრწყინებს ძაან შემცდარხარ. უბრალოდ საქართველოს ნაკრებს გამოიყენებს ნორმალურ გუნდში ტრანსფერისთვის ისე როგორც საზანოვი ეჩალიჩება ლიონს. რო არა ეს ახალგაზრდული ჩემპიონატი საერთოდ არ გაახსენდებოდათ საზანოვი.ასე რომ ყველა თავის თავზე ფიქრობს ვინც ესე ეტენება ახლა საქართველოს ნაკრებს, რომ არა ეს სანქციები დარწმუნებული ვარ დედა რუსეთის ნაკრებში ითამაშებდა. ჯიქიას არ შეუძლია ჩვენთან თამაში თორე ეგეც დიდი სიამოვნებით შემოგვიერთდებოდა ისე მიდის ღრასიას საქმე ))
ზურიკო
13 აგვისტო 2023 23:07
2
საზანოვის ინტერვიუები თუ გაქ წაკითხული?იძახის ჩემი სამშობლო რუსეთიაო,ჰუდა საზანოვის მსგავსი ღრუსები არ ჭირდება ნაკრებს
ჯარჯი-ს
13 აგვისტო 2023 21:27
4
რაღა გვიჭირს აწი
სხვა
13 აგვისტო 2023 20:41
5
ვინ არის ეს რუსი?
geo
13 აგვისტო 2023 20:36
4
რა იყო რუსეთის ნაკრებში არ მიგიღეს და შეაფარეთ თავი საქართველოს? ფუი თქვენი გამყიდველები ხართ. აბა ათქვათ რუსეთში ითამაშებ თუ საქართველოს ნაკრებში არჩევანი შენზეაო რომელს აირჩევდი რა თქმა უნდა რუსეთს მაგრამ ახლა გადმოგდებული ძაღლი თავშესაფარს ეძებს. მოუნდა ბიჭს ნაკრებში თამაში
ასეა ეს
13 აგვისტო 2023 19:35
28
მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას. კი, შეიძლება უკვე რუსული, ტერორისტული პროპაგანდით აქვს გამორეცხილი ტვინი, მაგრამ აქ რომ ჩამოვა, ხალხში გაერევა, იავნანასავით აეხილება თვალი.. სად იყო რუსეთი მაშინ საქართველო რომ მსოფლიო დონის დამპყრობლებს იგერიებდა? ჩვენ რომ არა, არც რუსეთი იარსებებდა და არც უკრაინა.. მუსლიმანების იქნებოდა დღევანდელი აღმოსავლეთ ევროპა !
ilar10N YouTube
13 აგვისტო 2023 19:24
11
კონსტანტინე კეთილი იყოს თქვენი მოსვლა საქართველოს ნაკრებში.
თემო
13 აგვისტო 2023 19:14
13
ტვინი ნუ გაბურღეთ ერთი სხვა ქვეყანაში მაგალითს არ მოვიყვან გაზრდილ ქართველზე ამდენს არ შეწუხდებოდით უნდა თამაში? თუ იმსახურებს ათამეშეთ ჩვენც ასარჩევად არ გვყავდეს კარგი ფეხბურთელები
თტ
13 აგვისტო 2023 19:02
9
წავა ეხლა ინტერვიუები რუსულად.
საზონოვი აქ მაინც არის გაზრდილი(ზაფხულობით) და ბებია ბაბუის და ქვეყნის სიყვარული აქვს და ენას ფლობს რაც მთავარია
MARGALONA
13 აგვისტო 2023 18:41
7
ამას თუ ნაკრებში დაუძახეს,აშკარად გამოჩნდება რომ მამიკომ ფული ჩაახუტა ფედერაციას,ისე კი არაფრით გამორჩეული არაა და თუ მალავს და აქ გაიფურჩქნება მისი "ტალანტი",რაღაც არ მჯერა და ვისაც გჯერათ,გაგატარებთ ბატონო!
Mr.Kostaia
13 აგვისტო 2023 17:54
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული