Geo Team: კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომიტივის" ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან თანხმობას მიიღებს, ვილი სანიოლს სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე მარადიშვილის გამოძახების შესაძლებლობა ექნება.

ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მარადიშვილს რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აქვს მიღებული. მსგავსი თანხმობა კი საჭირო გახდა გიორგი წიტაიშვილის საკითხშიც, რადგან მას უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

გასულ სეზონში კონსტანტინე მარადიშვილმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
1 საგოლე გადაცემა გააკეთა, თასზე კი 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

altმარადიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია - ის "ურალში" გადადის

altმარადიშვილმა "ლოკომოტივი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
ტედ მაკფადენი,გუშინდელი გამარჯვების ერთერთი გმირი რომ იყო და მასთან ერთად,საქართველოს ნაკრების ბოლო მიღწევების ერთერთი შემოქმედი,ამერიკელია,კონტრაქტით თამაშობს და რა,არ გვადგება თუ მონდომებას აკლებს?საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები,მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც რომ გააღწია,სანახევროდ,ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.არ გადადეს თავები?გიორგი,იგივე გოშა შკინინი,საქართველოში დავაჟკაცებული რუსული გვარის ბიჭია,რომელმაც საქართველოს რაგბის ნაკრების ისტორიაში პირველი ლელო დადო,მსოფლიოს ჩემპიონატებზე.წარმოშობით რუსია,მაგრამ ისეთი ქართველი პატრიოტია,ნებისმიერმა ჩვენთაგანმა რომ უნდა ინატროს.არ შეიძლება ადამიანებზე ეროვნების მიხედვით მსჯელობა,რადგან ეს არის ყველაზე მოკლე გზა,მტრების გამრავლებისა.ან მარადიშვილზე რას აილესეთ?ბიჭი რუსეთშია გაზრდილი და სამშობლო რომ უყვარდეს,ეგ ვისთვისაა დანაშაული?მისთვის,საქართველოც,მეორე სამშობლოა და რატომ არ უნდა უყვარდეს?სამშობლოს და მშობლებს,არ ირჩევენ,მას ღმერთი თუ იღბალი გაძლევს და ვერავინ შეგიცვლის.დაინახეს,რომ რუსეთის ნაკრებში ვერ ითამაშებს?საქართველოს ნაკრებში,სხვებზე ძლიერი თუ არ იქნება,მაინც ათამაშებენ?რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ვიცი,ვინც საქართველოს ნაკრებში თამაში ინდომა,მოქალაქეობა მიიღო და ამით,იქაური კარიერა დაინგრია,მაგრამ ნაკრებში ვერ ითამაშა.დღეს,გიორგი წიტაიშვილიც,ამის გამო არ ზარალდება?კარგი ბატონო და მარადიშვილი,საერთოდაც არ იყოს ფეხბურთელი,საქართველოს მოქალაქეობა რომ დაიბრუნოს ქართული წარმოშობის ბიჭმა,ამის გამო უნდა აგინოთ?!ვისი ტელევიზიების პროპაგანდასაც ხართ აყოლილი,იმათმა ბატონმა,თავისი პრეზიდენტობის ბოლო თვეში,20 000-ზე მეტ,ნებისმიერ უცხოელს,თურქს,არაბს თუ აფრიკელს,განურჩევლად,შეუფერხებლად რომ მისცა საქართველოს მოქალაქეობა,იმათზე ნაკლები ქართველია,კოტე მარადიშვილი?!რაღაცას რომ ჩაგჩიჩინებენ,შენც ხომ უნდა დაფიქრდე,საითკენ მივყავარო?!ყველას საკუთარი თავი აქვს და თუ არ უნდა,მე ვერ გადავრწმუნებ,მაგრამ ვცდილობ იმაში მაინც დაგარწმუნოთ,რომ კრიტიკულად მიუდგეთ,სხვების,მათ შორის ჩემს ქადაგებასაც.
სოსო
14 აგვისტო 2023 17:28
4
კარგი. დავუშვათ, არ იკლავს თავს ქართველობაზე და ეს არის რეალობა. თუ სურვილი გამოთქვა, სულ ცოტა ის მაინც აქვს შეგნებული, რომ დასამტკიცებელი თავად აქვს და ეს მისი ტვირთია. როცა ინდომებს და შენ აქ ლანძღვა- გინებით ხვდები, საქმეს შენ არ აფუჭებ? მიეცი შანსი, დაამტკიცოს რა შეუძლია, თუ არა და ვერ ითამაშებს. გიორგი სიჭინავას და სლავა მეტრეველის ქართველობას ბევრი ვერ დავიჯერებთ - ქართულის გაგებაში არ იყო არცერთი, მაგრამ ვერ ითამაშეს დიდი ფეხბურთი? საშა დოროხოვი რუსი იყო და ბრწყინვალე მეკარე გამოდგა. კი , აქ საქმე ნაკრებს ეხება, მაგრამ თუ ივარგებს, ისევ შენთვის უკეთესი არ არის? მორაგბე იურინი, ნიკოლაენკო, შკინინზე აღარ ვიძახი, ეგ ყველანაირად ქართველი კაცია. ვიქტორ სანეევი უკრაინელი იყო და თავს ჩვენებურად თვლიდა, რუსეთში არ წავიდა და ჩვენი სახელით გამოვიდა . იმდენი ფაქტია, შორს წაგვიყვანს მაგაზე საუბარი
: )))))))
15 აგვისტო 2023 17:55
0
სოსოია, აქ ლექციების კითხვის ადგილი არ არის. ადმინ, შენც კაი ტიპი ხარ. მოგვაშორე ეს ვაი ლექტორები აქედან.
ზაალი
14 აგვისტო 2023 21:48
2
ყველა გამოხმაურება
კონკურენცია წარმოშობს ხარისხს რაც მეტი მით უკეთესი . ჩამოვიდეს ითამაშოს გულშემატკივრებმა შეაფასოს შეიძლება იმაზე მეტი პატრიოტი აღმოჩნდეს ვიდრე საქართველოში მაცხოვრებელი.
jorj
14 აგვისტო 2023 10:52
1
ზუსტად. ჩამოვიდეს, დაამტკიცოს , რომ ეკუთვნის. ვერა და ხვეწნას არავინ დაუწყებს. ეგრე სლავა მეტრეველს მარტო გვარი ჰქონდა ქართული და ისე მოკვდა, ორ სიტყვას ძლივს ამბობდა. სამაგიეროდ თბილისის დინამო იყო მისთვის მზეც და მთვარეც
: )))))))
15 აგვისტო 2023 17:45
0
Ეს ბიჭი იმათ მაინც ხო სჯობია მეგრული გვარები რო აქვთ და აფხაზეთში ქართველი საჯიშე ბიჭების ზღვა სისხლი აქვთ დაქცეული.საერთოდ ხმას როგორ იღებ?
margalona-ს
14 აგვისტო 2023 06:16
4
არ გინდა მოინახულო შენი სამშობლო მისი დედაქალაქი ერევანი?
gurji
14 აგვისტო 2023 11:03
0
სადაც რუსი მოგყავთ იქვე შეგიძლიათ ბრაზილიელი ან აფრიკელი ლეგიონერიც დაიმატოთ, თავის ნაკრებში რომ ვერ ხვდება ეგეთი. პრაგმატულობას თუ აწვებით ბოლომდე მიაწექით, რაღა რუსი მოგყავთ :)
დემეტრე
14 აგვისტო 2023 03:08
8
ეუუუჰ, იყივლა ქართულმა გენმა, იქუხა წინაპართა სისხლმა, აინთი მოძმეთა ღვიძლი და გაიღვიძა ჯიშმა-ჯილაგმა!
დიახ, დიახ
14 აგვისტო 2023 01:37
0
არ გვჭირდება ეგეთი უსამშობლო არსებები. თუნდაც მესი ან რონალდო იყოს.
ჩელენგერი
14 აგვისტო 2023 00:55
1
ბევრჯერ დაიწერა მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ---ეხლა გაახსენდა "ქართველი" რომაა ? @@
zura222
14 აგვისტო 2023 00:38
7
დიახ ახლა გაახსენდა, რუსეთის ნაკრებს საბოლოოდ, რომ ჩაეკეტა პერსპექტივა და ამის ფონზე კარგად, რომ "გაასალაშინა" თუ "გაშკურკა" სათკარგოთა სკამი რუსულ კლუბში.
პასუხი
14 აგვისტო 2023 01:16
0
საქართველოს ნაკრები არ არის რეპატრიაციის ორგანო.
სანამ რუსეთის ნაკრები არ გაიჭედა (და სანამ კარგად არ გაიჭედა) გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი?

ვინცა ეხლა ამ მარადიშვილის ლობირებთ, პირდაპირ თქვით მიკიბ-მოკიბვის გარეშე - მაშინ გამთქვა სურვილი? გამოთქვა თუ არა მაშინ? მაშინ და არა ახლა?

ჯერ ამაზე გაეცით პასუხი და მერე იმაზე - რა განსაკუთრებული ნიშით არის დაჯილდევებული გარდა ფორმალური გვარისა? და თუ დაჯილდოვებულია განსაკუთრებული ნიშით, სათადარიგოს სკამს რატომ ხეხავს კლუბში?
ქვიზი
13 აგვისტო 2023 23:59
4
ამიტომ არ არის ურაპატრიოტი არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს ღირსი. მათი უღირსობის გამოა ჩვენი საქართველო ამ დღეში!
მარადიშვილი ქართველია, საზონოვიც ქართველია და ყველა ის ადამიანია ქართველი, ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული!
ლაშა
13 აგვისტო 2023 22:24
6
ზუსტად რუსული გვარის მქონე საზონოვია ნაღდი ქართველი და ეს კი რუსია ყველაფრით !
zura222
14 აგვისტო 2023 00:36
6
არ გადამრიო თუ ძმა ხარ,ამას უძგერს საქართველოსთვის გული? ქართულიც კი არ იცის,თუ ხაჭაპური ჩებურეკს მირჩევნიაო და ხინკალი პელმენს?
Mr.kostaia
13 აგვისტო 2023 23:54
2
ჩოგბურთელი ძალამიძე გამახსენდა 20022 წლის 22 ტებერვლის მერე ქართული პასპორტი რომ მიიღო რუსეთის ნაკრებს რა პესპექტივა აქ? არაფერი ჰოდა სანამ ესეტი სიტუაცია იქნება აქ იქნება მერე თუ შეიცვალა რამე უკან დაბრუნდება დედა რუსეტში
ნოდო
13 აგვისტო 2023 22:23
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული