წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან თანხმობას მიიღებს, ვილი სანიოლს სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე მარადიშვილის გამოძახების შესაძლებლობა ექნება.
ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მარადიშვილს რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აქვს მიღებული. მსგავსი თანხმობა კი საჭირო გახდა გიორგი წიტაიშვილის საკითხშიც, რადგან მას უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.
გასულ სეზონში კონსტანტინე მარადიშვილმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
მარადიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია - ის "ურალში" გადადის
სანამ რუსეთის ნაკრები არ გაიჭედა (და სანამ კარგად არ გაიჭედა) გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი?
ვინცა ეხლა ამ მარადიშვილის ლობირებთ, პირდაპირ თქვით მიკიბ-მოკიბვის გარეშე - მაშინ გამთქვა სურვილი? გამოთქვა თუ არა მაშინ? მაშინ და არა ახლა?
ჯერ ამაზე გაეცით პასუხი და მერე იმაზე - რა განსაკუთრებული ნიშით არის დაჯილდევებული გარდა ფორმალური გვარისა? და თუ დაჯილდოვებულია განსაკუთრებული ნიშით, სათადარიგოს სკამს რატომ ხეხავს კლუბში?
მარადიშვილი ქართველია, საზონოვიც ქართველია და ყველა ის ადამიანია ქართველი, ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული!