Geo Team: კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომიტივის" ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან თანხმობას მიიღებს, ვილი სანიოლს სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე მარადიშვილის გამოძახების შესაძლებლობა ექნება.

ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მარადიშვილს რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აქვს მიღებული. მსგავსი თანხმობა კი საჭირო გახდა გიორგი წიტაიშვილის საკითხშიც, რადგან მას უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

გასულ სეზონში კონსტანტინე მარადიშვილმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
1 საგოლე გადაცემა გააკეთა, თასზე კი 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

altმარადიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია - ის "ურალში" გადადის

altმარადიშვილმა "ლოკომოტივი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
ტედ მაკფადენი,გუშინდელი გამარჯვების ერთერთი გმირი რომ იყო და მასთან ერთად,საქართველოს ნაკრების ბოლო მიღწევების ერთერთი შემოქმედი,ამერიკელია,კონტრაქტით თამაშობს და რა,არ გვადგება თუ მონდომებას აკლებს?საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები,მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც რომ გააღწია,სანახევროდ,ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.არ გადადეს თავები?გიორგი,იგივე გოშა შკინინი,საქართველოში დავაჟკაცებული რუსული გვარის ბიჭია,რომელმაც საქართველოს რაგბის ნაკრების ისტორიაში პირველი ლელო დადო,მსოფლიოს ჩემპიონატებზე.წარმოშობით რუსია,მაგრამ ისეთი ქართველი პატრიოტია,ნებისმიერმა ჩვენთაგანმა რომ უნდა ინატროს.არ შეიძლება ადამიანებზე ეროვნების მიხედვით მსჯელობა,რადგან ეს არის ყველაზე მოკლე გზა,მტრების გამრავლებისა.ან მარადიშვილზე რას აილესეთ?ბიჭი რუსეთშია გაზრდილი და სამშობლო რომ უყვარდეს,ეგ ვისთვისაა დანაშაული?მისთვის,საქართველოც,მეორე სამშობლოა და რატომ არ უნდა უყვარდეს?სამშობლოს და მშობლებს,არ ირჩევენ,მას ღმერთი თუ იღბალი გაძლევს და ვერავინ შეგიცვლის.დაინახეს,რომ რუსეთის ნაკრებში ვერ ითამაშებს?საქართველოს ნაკრებში,სხვებზე ძლიერი თუ არ იქნება,მაინც ათამაშებენ?რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ვიცი,ვინც საქართველოს ნაკრებში თამაში ინდომა,მოქალაქეობა მიიღო და ამით,იქაური კარიერა დაინგრია,მაგრამ ნაკრებში ვერ ითამაშა.დღეს,გიორგი წიტაიშვილიც,ამის გამო არ ზარალდება?კარგი ბატონო და მარადიშვილი,საერთოდაც არ იყოს ფეხბურთელი,საქართველოს მოქალაქეობა რომ დაიბრუნოს ქართული წარმოშობის ბიჭმა,ამის გამო უნდა აგინოთ?!ვისი ტელევიზიების პროპაგანდასაც ხართ აყოლილი,იმათმა ბატონმა,თავისი პრეზიდენტობის ბოლო თვეში,20 000-ზე მეტ,ნებისმიერ უცხოელს,თურქს,არაბს თუ აფრიკელს,განურჩევლად,შეუფერხებლად რომ მისცა საქართველოს მოქალაქეობა,იმათზე ნაკლები ქართველია,კოტე მარადიშვილი?!რაღაცას რომ ჩაგჩიჩინებენ,შენც ხომ უნდა დაფიქრდე,საითკენ მივყავარო?!ყველას საკუთარი თავი აქვს და თუ არ უნდა,მე ვერ გადავრწმუნებ,მაგრამ ვცდილობ იმაში მაინც დაგარწმუნოთ,რომ კრიტიკულად მიუდგეთ,სხვების,მათ შორის ჩემს ქადაგებასაც.
სოსო
17:28 14-08-2023
4
კონკურენცია წარმოშობს ხარისხს რაც მეტი მით უკეთესი . ჩამოვიდეს ითამაშოს გულშემატკივრებმა შეაფასოს შეიძლება იმაზე მეტი პატრიოტი აღმოჩნდეს ვიდრე საქართველოში მაცხოვრებელი.
jorj
10:52 14-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული