კლუბების მფლობელები, საფეხბურთო მენეჯერები, მწვრთნელები, არბიტრები, ბავშვობიდანვე სწორად განვითარებული ფეხბურთელები აშკარად დეფიციტურია და მეტი გვსურს. ამავდროულად, საქმე მხოლოდ რაოდენობაში ხომ არაა, თაობათა შორის ცოდნის სწორად გადაცემა მნიშვნელოვანი ამბავია. როცა ამა თუ იმ დარგში სპეციალისტების დეფიციტია, ამ დროს მომდევნო წლებსაც კარგავ.
ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ თბილისის "დინამოს"
რაც შეეხება მწვრთნელების საკითხს, მათი გადამზადების მიუხედავად, ეს პრობლემა დგას და ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. ამის მიუხედავად, კლუბებმა უკვე წლებია შეგვაჩვიეს, ერთსა და იმავე დამრიგებელს სხვადასხვა გუნდში ადგილს რომ შეუცვლიან. არსებობს კარგი და ცუდი ფორმა, მათ შორის, მწვრთნელებთან მიმართებით და ბოლო სამუშაოზე მკვეთრად უარყოფითი შედეგების შემდეგ ამა თუ იმ მწვრთნელის მაშინვე შენს გუნდში განხილვა რას უნდა ნიშნავდეს?! თუ მაინც ექსპერიმენტებს მივმართავთ, შანსი სიახლეებს, ახალ კადრებს მივცეთ. მეორე ამბავია, როცა ფინანსურად უფრო ძლიერი კლუბი მცირებიუჯეტიანიდან მწვრთნელებისა და ფეხბურთელების გადაყვანის გზით მიდის და სხვა ხსნა ვერ წარმოუდგენია.
დიდი ინტერესი რომ ვახსენეთ, ეგ უპირველესად და დიდი დოზით ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. ჰოდა, გავზარდოთ უფრო მეტი ხვიჩა, ამის რესურსი არის; მიიღეთ უფრო მეტი თანხები, როგორც ამა თუ იმ ფეხბურთელის აღმზრდელებმა; გამოიჩინეთ უფრო დიდი ინტერესი ქართული ფეხბურთის მიმართ. ყველაზე პოპულარულის სტატუსი იმაშიც გეხმარებათ, უფრო მეტი საკადრო არჩევანი გქონდეთ.
ვინმეს ქმედებას თუ უწუნებ, გამოსავალიც შესთავაზეო. ეს ისევ სხვების გამოცდილების გაზიარებაში, უფრო მეტის დაკვირვებაშია. შეგიძლია ეს საქმე ისე გააკეთო, საკუთარი თავიც კმაყოფილი გყავდეს და სხვებიც. თუ მხოლოდ გარე დაკვირვებით რთულია, მაშინ ადგილზე ჩავრთოთ გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები, მართლა საქმიანად განწყობილნი, შორს მოფიქრალნი და არა რაღაც ლოკალური წარმატების გასაპიარებლად გამოსაყენებელი. თუ ასე არაა, მაშინ ვთქვათ, რომ ჩვენი საქმე ეს არ ყოფილა და სხვა დარგებს მოვკიდოთ ხელი!..
"დილა" ისევ დამარცხდა - ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]