იტალიურ გრანდში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ - ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე სეზონის ბოლოს იმერულ კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს:

"ტრანსფერში 2 დაწინაურებული გუნდი "მილანი" და "იუვენტუსია". 19 წლის ცენტრალური მცველის დამატების სურვილს "უდინეზე" და "ვერონაც" გამოხატავენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, "მილანი" მზადაა ქართველი მცველი დაიმატოს და იჯარით სხვა იტალიურ კლუბში გაუშვას. "იუვენტუსი" მინიმუმ 2024 წლის ზაფხულამდე ამ იჯარის წინააღმდეგია.

შევიტყვე, რომ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე ლევან მჭედლიძე მუშაობს. შეთანხმების დახურვის სავარაუდო პერიოდი 10 დეკემბრამდეა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოკლედ, იტალია მომართულია ჩვენი საფეხბურთო ბაზრისკენ. მადლობთ, ხვიჩა.
გიორგი
01 დეკემბერი 2023 15:40
2
ბიჭი ჯერ არ გადასულა და აქაური ხელმოცარულები უკვე თარსავენ. ))) წარმატებები საბა! მოინდომე, ივარჯიშე და ყველაფერი კარგად იქნება.
მამუკა
01 დეკემბერი 2023 15:36
2
რომ აცალონ ამ ბიჭს ეროვნულ ლიგაში კიდრვ ერთი-ორი სეზონი არაა?? მოღონიერდეს, უფრო დაიხვეწოს,სატრასფერო ფასი მოემატოს, მეტ-ნაკლებად გაიცნოს საფეხბურთო სამყარომ და.....უფრო ადვილი იქნება მისთვის,ევროპულ ტოპ ლიგაში თავის დამკვიდრება, ამით ეროვნული ლიგაც იხეირებს და ტორპედოც. თუ არა და კვერნაძის მაგალითი ხომ გვაქვს,იტალიი ერთ-ერთ მაჩანჩალა გუნდში,რომ მოაწყვეს და მერე რა?? ვინ ათამაშებს როო?? ისე როგორც ბათუმის დინამო-ში არავინ ათამაშებდა, თითქმის 21 წლის თავდამსხმელს ფაქტიურად არ უწევს თამაში და ორ წელზე მეტია გოლი არ გაუტანია, თუმცა პარადოქსია, პარადოქსია მაგრამ ამ უთამაშებელ ბიჭს ნაკრებში რეგულარურად იძახებენ და სასტარტოში ათამაშებენ- ნული შედეგიანობით. ხოდა მგონია ამ ასაკში საბასთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა და არ მგონია იტალიის დაბალ ლიგებში თამაში ჯობდეს ეროვნულ ლიგაში თამაშს, თავის გამოჩენა აქაც შეიძლება-მამარდა ლა ლიგაში ეროვნულიდან მოხვდა, ისე როგორც კვარა-თუმცა ხვიჩა სხვა დონეა და სხვა მოვლენებმაც ხელი შეუწყო...
Jora-giorgi
01 დეკემბერი 2023 10:10
13
მამარდაა მეკარეაა ეს ბიჭი მინდვრის მოთამაშე ანუ მაშინ უნდა წავიდეს როცა ეძახიან
ამსონა
05 დეკემბერი 2023 03:55
0
ყველამ ვიცით კვერნაძე ზედმეტად გააპიარეს. მონაცემები კი აქვს, მაგრამ იქ სხვა ფეხბურთია. მამარდას მაგრად გაუმართლა, ნუ თვითონაც გაამართლა. თან მეკარე სხვაა და მინდვრის მოთამაშე სხვა. კვარა მანამდე რუსეთში იყო. როგორია ისეთ უხეშ და უზრდელ ფეხბურთელებში თამაში. თურმე დრიბლინგის მერე 19 წლის ბიჭი ბურთს რომ დაკარგავდა, ეს გველები უყვიროდნენ, წადი და ბურთი შენვე დაიბრუნეო. მაგარ "ტრუბაში" გამოძვრა. თან კვარა აშკარად ჭკვიანია, მოხერხებული. ტრენერსაც უჯერებს. ამ ბიჭს თუ აქვს ჭკუა, ხასიათი, მაშინ უნდა წავიდეს. ოღონდ ამის "ტრუბაში" გატარება იქნება, იქაური ქართველებიდან თავის დაცვა. უამრავ ე.წ. "ახლობელს", რომლებიც მიმიკრიასავით არიან. ამათ თუ მოიშორებს, მაგარი მომავალი ელოდება.
მწარე
01 დეკემბერი 2023 11:22
3
თუ წაიყვანენ მინიმუმ ორი წელი სერია ბ ში იქნება და თუ გაქაჩა დაიბრუნებენ თუ არა და ...
რიო
30 ნოემბერი 2023 21:45
6
გოგლიჩიძის და პარკაძის მაგალითის შედარება არასწორია, პარკაძისგან განსხვავებით გოგლიჩიძე მეორე სეზონს ატარებს ეროვნულ ლიგაში და უკვე პროფესიონალურ დონეს შეჩვეულია. სტადიონიდან გოგლიჩიძის რამდენიმე შეხვედრა ვნახე და ფაქტია რომ ძალიან კარგი მონაცემები აქვს. მისი დიდი აღნაგობის მიუხედავად საკმაოდ სწრაფი და მოქნილია, ასევე ბურთთანაც მშვენივრად არის, პრესინგისას დამფრთხალი არ იშორებს ბურთს. ერთი ისაა, რომ ცოტა დაბალ, სწრაფ ფეხბურთელებთან უჭირს, და მაგ მხრივ თუ მოუმატებს, დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის მცველი გახდება.
კრიტიკოსი
30 ნოემბერი 2023 21:33
2
ამ ასაკში, ერივნული ლიგიდან იტალიურ გრანდში ტრანსფერი არის მხოლოდ ავანსი როგორსაც მილანი და იუვე ასობით გასცემენ ყოველ წელს რადგან აქვთ იმდენი ფინანსური შესაძლებლობა რომ დაიბევონ პერსპექტიული ფეხბურთელები. ამ ასობით მოთანაშეს გრანდები უშვებენ ძირითადად სერია ბ-ს კლუბებში და შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში აკვირდებიან მათ იმ იმედით რომ მათგან ერთი ორმა მაინც გასმართლოს და გაისროლოს. ზუსტად ის სიტუაციაა რაც ლუკა პარკაძის გარშემოა. ამიტომ დასკვნები ამ ტრანსფერზე ჯერ ძალიან ნაადრევია.
Zaza
30 ნოემბერი 2023 20:34
0
ეგ ხომ ისედაც ეგრეა, მილანის და იუვეს ძირითადის ილუზია არავის აქვს
grisha
30 ნოემბერი 2023 22:28
2
რაც მეტი მით უკეთესი!!! მაგრამ ჯობს იქ წავიდეს სადაც თამაშის და რაც მთავარია გაზრდის მეტი შანსი იქნება, წარმატებები!!!
Givi
30 ნოემბერი 2023 20:33
0
კაით რა რით არ მოგბეზრდათ სკამების ხეხვა.
ტტტ
30 ნოემბერი 2023 19:40
32
გთხოოვ მილანშიი
ბათუმელი ექსპერტი
30 ნოემბერი 2023 19:25
3

სიახლეები პოპულარული