"სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ Secelo XIX-თან ინტერვიუში დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ყველაზე მეტად თამაში ალესანდრო დელ პიეროსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უჭირდა.

ყველაზე რთული მეტოქე? დელ პიერო, ერთ ადგილას არასდროს ჩერდებოდა, მუდამ მოძრაობდა და არც მცველის მოტყუებას ერიდებოდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში სერია A-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან შემაწუხებელი იყო.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძე "მილანში" 2001/2010 წლებში ასპარეზობდა, სადაც სერია A-ს, კოპა იტალიას, იტალიის სუპერთასის,
უეფას ჩემპიონთა ლიგის (2-ჯერ, 2003, 2007 წლებში), უეფას სუპერთასის (2-ჯერ, 2003, 2007 წლებში) და ფიფას საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ჯენოას" შეუერთდა და 2012 წელს კარიერა სწორედ გენუელთა რიგებში დაასრულა.

alt"ფეხბურთი ამიტომაა საინტერესო თამაში" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა

alt"კალაძეს, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს, დიდ პატივს ვცემ; საზონოვზე გეტყვით, რომ..." - არიედო ბრაიდა ქართულ-იტალიურ ტრანსფერებზე

altკალაძე, კობიაშვილი და სხვა - უკრაინელებმა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს

მკითხველის კომენტარები / 24 /
იმ ქვეყანას და ხალხს რა ვუთხარი, კალაძისნაირი რომ არის სათაყვანებელი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი !
ოფიციალურად მოსულ(ი)ა აშკარა
მაყუთის კეთება და უზრდელურ-გოიმური ე.წ. ხუმრობები !
თფუუ...
მიდით ჰე !
ა, ბატონო: მიეცი ნიჭს და განათლებას გზა ფართო ...
----------
გილოცავთ !
ბედნიერი 2024 წელი საქართველოს !
"ბრავო" კალაძე !
02 იანვარი 2024 15:36
11
სამწუხაროდ თვითონ კახისაც და მის თაყვანისმცემლებსაც გონიათ, რომ რადგან მილანში ითამაშა და ფული იშოვა, ეს საქართველოს მოქალაქეებთან არაფერშუაშია. ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობის აზრი რა არის: მოწალაქეების ჯობიდან ფინანსდება სხვადასხვა სფეროები, მათ შორის სპორტი, სპორტში ჩართული ადამიანები იღებენ მომსახურეობას, ბავშვები ვარჯიშობენ ჩვენი ფულით, ინფრასტრუქტურა იქმნება (ავად თუ კარგად) და მოკლედ სისტემა მუშაობს. ყველა ბავშვი რათქმაუნდა ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთს და ყველა კალაძე ან ყოფიანი ვერ გახდება ეს საზოგადოებას და სახელმწიფოს ესმის რათქმაუნდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვიღებთ ფულს ჯიბიდან და ვდებთ სპორტში, რომ კალაძის, ხვიჩას, კობიაშვილის დონის ერთეული ფეხბურთელები გაიზარდნონ. თუმცა თუ ეს ჩვენი ფულით დაზრდილი ბიჭები ცოტა ხანში მოგვიტრიალდნენ და თქვენ რა შუაში ხართ ჩემით ვიშოვე ფული და მკიდიხართ კიდე უნდა გავაგრძელოო, მაშინ რა აზრი. აქვს ფეხბურთში ფულის ჩადებას?
sul2
02 იანვარი 2024 13:33
1
ვიერიზე რაო ავტოგოლამ?))
Imereli27
02 იანვარი 2024 10:29
1
მივხვდი! დელპიერო მოელანდა მაშინ 2 გოლი რომ გაგვიტანა :))!
gzp
01 იანვარი 2024 22:59
10
"არა და"-ს და "რაო"-ს , არც კალაძის ბიძაშვილი ვარ და არც მის ადვოკატობას ვაპირებ, მაგრამ რომ იძახით ფული იშოვაო, კალაძეს მანამდე ჰქონდა ფული ნაშოვნი და არაერთი ბიზნესი ჰქონდა სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, ვინმეს თუ მისი სოც ქსელებში აქტივობა აღიზიანებს ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა, ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს და ჭორიკნობას და სხვის ჯიბეებში ძრომიალს თავი დაანებოს იქნებ ეშველოს კიდეც საქართველოს
მამუკა
01 იანვარი 2024 22:05
12
კალაძემ რო წაიკითხოს ეს კომენტარი მაგრად დაგცინებს))
ირაკლიი
02 იანვარი 2024 03:42
0
მორალის კითხვას და "სიბრნეების ფრქვევას", აჯობებდა თავი ასე ძალიან არ გამოგედო და თუ მაინცადამაინც აგრძელებ, ბარემ კონკრეტული პასუხი გაგეცა შეკითხვაზე : რა და რომელი (არ) არის სიმართლე :
- ფულს არ აკეთებს და არ გააკეთა?
- წილებში და "ატკატებში" არ ზის ?
- გაჭირვებულების სახლებს არ ანგრევს და ბობოლებს არ "უგორებს კოჭს";
- ცალკე საკითხია: ხალხი სტადიონზე რომ არ შეუშვეს და,ეს თავის შვილთან(!- როცა ათასობით სხვა ბავშვს არ უშვებ...) ერთად არ ესწრებოდა "დახურულ" თამაშს ?
და ა.შ. და ა.შ.

და,რაც შეეხება "ფული ადრე ჰქონდა ნაშოვი" და ა.შ. და მათ შორის კიევში და ა.შ.
როგორ ფიქრობ, კიევში არ იციან რა და როგორ ჰქონდა ?! :))) პრაქტიკულად მხოლოდ ქონება,შემოსავლის გარეშე ...
მოკლედ, ახალ წელს გილოცავთ და აჯობებს, ყველამ საკუთარ თავზე აგოს პასუხი !
წარმატებები !
მამუკა -ს
01 იანვარი 2024 22:58
5
ყველა გამოხმაურება
ვინც ილაძღებით,რომელს რა წაგართვათ და დაგიშავათ,თქვე არაკაცებო?!
ბრაზი
01 იანვარი 2024 21:07
10
"ვის რა წაგართვათ" არის ყველაზე ბრიყვული გამონათქვამი, რაც შეიძლება კალაძეზე, როგორც მერის მიმართ შეიძლება ითქვას. თუ ოტკატებს ჩაილიჩობს ტენდერებში, ეს უკვე შენი, როგორც თბილისის მოქალაქის, ჯიბეში ხელის ჩაყოფაა. თუ ქალაქის ბიუჯეტის ფულებს იპარავს (არა აქვს მნიშვნელობა რა გზით), მაშინ შენც გპარავს. სანამ ეს შეგნება არ იქნება, მანამ ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა, ასე ვიქნებით მუდმივი სპირიდონ სულანჯიები.
?
02 იანვარი 2024 01:31
0
1.ბიუჯეტი "ობშაკია", "ხალხის საერთოა"!
2. ზოგს შეულია დედაქალაქშის ცენტრს გაერიდოს და/ან საერთოდაც უცხოეთში იცხოვროს...
3. "ჩემიანის" და "დიდის" უკანონო მშენებლობა ხელშეუხებელია, უპატრონოა და გაჭირვებულის (თავზე)დანგრევა "მოსულა"...
4. ; 5; ...
--------
ხალხს კრიტიკის უფლება(!) აქვს (!)
და იქნებ დააკონკრეტოთ, ტყუილი და არასწორი რა "აღმოაჩინეთ" კომენტარებში ?
"მაყუთს" არ აკეთებს, წილები და,"ატკატები" და ა.შ. მოგონილია ?..
ბიუჯეტი !
01 იანვარი 2024 21:32
6
რა ღვარძლს ანთხევთ ამ ახალ წელს კომენტარებში, სპორტული გვერდია თუ პოლიტიკური? რომელმა ფეხბურთელმა მიაღწია ამხელა წარმატებას, რაც კალაძემ?
მამუკა
01 იანვარი 2024 17:32
15
რა ქვია იმას, პოლიტიკოსი რომ დიდ ფულს შოულობს ?!
კაი გამოთქმა გვაქვს ქართველებს,
"ფული იშოვა" !
კიდევ უფრო კარგია:"დიდი ფული იშოვა " !
და,საერთოდ დაგლიჯა : პოლიტიკოსმა პოლიტიკაში ყოფნისა, დიი..დი ფული იშოვა !
არა და
01 იანვარი 2024 19:49
4
სპორტული გვერდია...პოლიტიკოსზე!
ჰოდა, ბატონო ჩემო, როგირც იტყვიან, "ყველამ უველაფერი იცის" და ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ოჯახების ზედმეტი (!) კეკლუციც ხალხს აღიზიანებს !!!
რაო ?
01 იანვარი 2024 19:42
1
ყველა გამოხმაურება
გაფიცებთ კარლოევიჩ, ზლატანიზა რამდენჯერ გაქვენ ნათქვამი გარაშენდი აქედანო ))))))
დინამოელი
01 იანვარი 2024 16:58
22
ქართული ქურდობის ლეგენდა! მწვერვალი!
დანარჩენი ბლეფია
01 იანვარი 2024 16:50
18
კახა არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა!!!!! დანარჩენი არის ნაცების, გნაცების და ბოღმიანი ხალხის კლავიატურის ლომობა:)))))))))))))
Lebron
01 იანვარი 2024 16:31
22
როგორც ამბობენ,
ლეგენდა =/= რეალობას !
-------------------------
ნამდვილად ყველაზე მეტი ტიტული და ... ფული აქვს.
"ეს უკანასკნელი", ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ერთად აღებული პირლო +მალდინი+ზეედერფი+ ინძაგი+...დელ პიერო + იბრაგიმოვიჩს. :)))
მაიკლი
01 იანვარი 2024 16:49
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული