"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გაიოზ დარსაძემ "ჯორჯიან თაიმსზე" სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, არ შეიძლება ეროვნული ნაკრები მხოლოდ ორ ფეხბურთელზე იყოს დამოკიდებული.

"იმისთვის, რომ მოუგო წარმატებულ გუნდს, შენი ეროვნული ნაკრები უნდა იყოს ძლიერი. ამისთვის კარგი ფეხბურთელები არიან საჭირო. შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს, თუ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები: მარტინ ოდეგორი, ლეო ოსტიგორი, ერლინ ჰოლანი... თუ ჩვენ არსებულ გუნდზე ვისაუბრებთ, ნორვეგიის ნაკრებთან თამაშის დროს დავინახეთ, რომ მათი ფეხბურთელები ტოპ-5 გუნდში თამაშობენ. ესე იგი, ისინი საუკეთესოები არიან. როცა ასეთ გუნდს ეთამაშები და
გინდოდა მათი მოგება, 2 ფეხბურთელით ამის გაკეთება შეუძლებელია.

კარგ ფეხბურთელებს ხე ვერ მოისხამს და არსაიდან არ ჩნდებიან. თუ ვამბობთ, რომ მაღალხარისხიანი ფეხბურთელებით უნდა დავაკომპლექტოთ ჩვენი გუნდი, გვჭირდება ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ინტეგრირება ეროვნულ ნაკრებებში", - განაცხადა დარსაძემ.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ისეთი ფასებია ხალხს ბავშვები ვერ დაყავს ფეხბურთზე. რამდენი ტალანტი იკარგება. უნდა ჩატარდეს სკოლებში კლასების და სკოლების ჩემპიონატები და გამორჩეული ბავშვები, უფასოდ ატარონ ფეხბურთზე.
სუხია
10:09 04-01-2024
0
შენი გამოზრდილი მწვრთნელები სინაზე გაბმული ძაღლებივით არბენიებენ ბავშვებს. მეტოქის მოტყუებას უკრძალავენ და 6წლიდან შედეგზე ათამაშებენ. ვინც შენ შეგეწინააღმდეგა ყველა ახალგაზრდა ჩაძირე. შენ კისერზეა დღეს რომ ბავშვრბშიც კი მწვრთნელი არგვყავს და რა ნამუსით იღებ ხმას. ალეკოს სიტყვების არიყოს დაბლოკეთ ეს კომენტარი თორე ლუქსემბურგთან წაგებაზე მე მომიწევს პასუხისმგებლობისაღება
Lasha
01:07 04-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული