"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა "კვარა" რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა.

რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ შორისაა ბოლო დროის გახმაურებული ამბები - ჯუღელსა და ოსიმენს შორის არსებული დაძაბულობა თუ ის გამოხმაურება, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებასთან დაკავშირებით გურამ კაშიას გადაწყვეტილებას მოჰყვა.
აქვე დავაფიქსირებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს პასუხის გაცემის საშუალება ექნება და მზად ვართ, მასთან ვრცელი ინტერვიუც დავგეგმოთ...

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საუბარი ბლოკებად დავყავით და მონოლოგის სახით გთავაზობთ.

ხვიჩა უფრო გაზრდილია...

ზედმეტი ახსნა არ სჭირდება, თუ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი რა დონეზე ჩაატარა. მას ახლაც აქვს 5 გოლი, საგოლე პასები, მოპოვებული პენალტები, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ძველებურად არაა, ასე ვთქვათ, ხვიჩა აღარ "დაქრის".

გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს - გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, თანაც უკვე ორჯერ; არადა, ლუჩანო სპალეტიმ "კვარას" ზუსტი გასაღები მოუძებნა და ცდილობდა, მისთვის კომფორტული პოზიცია შეერჩია; გარდა ამისა, "ნაპოლი" ძველებურად ვერ თამაშობს და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ ყველაფრის გამოძახილი შეიძლება იყოს კვარაცხელიას მომატებული გაფრთხილებებიც...

მგონია, რომ ხვიჩა გუნდურად უფრო გაზრდილია. გვახსოვს, სპალეტის ამ მიმართულებით ბევრი შენიშვნის მიცემა უწევდა. როცა კვარაცხელიას ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, სხვაა, როცა გუნდი ანგარიშს ხსნის და შემდეგ შემტევებს მეტი სივრცე რჩებათ და განსხვავებულია, როცა ზრუნვა გათანაბრებაზე გიწევს.

ნეაპოლელები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ძველებურ ფორმაში არც ზელინსკი და ნახევარდაცვაა, რომელიც დაკარგულ ბურთს იოლად იბრუნებდა; წინა სეზონში ოსიმენი, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შანსს იყენებდა, რასაც მას თანაგუნდელები და ყველაზე მეტად, 77-ე ნომერი უქმნიდნენ, ახლა ასე არც ესაა...

საკუთარ თაზე მუშაობა...

დამაინც, ერთი გარდამტეხი თამაშია საჭირო, რაც "კვარას" რწმენას სრულად დაუბრუნებს და მას კიდევ უფრო კარგს ვიხილავთ. ხვიჩა საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. თუ ახლა რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა, ვარჯიშებზე ამას აუცილებლად დიდ ყურადღებას დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან მშვენიერი გოლები გაიტანა...

ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს, ის ყველაფერს საქმით ამტკიცებს. მას ახლა არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი არ აქვს. ამხელა აღიარების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ეს ბუნებრივია... ზოგიერთი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე რომ მიანიშნებს, შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოს. ის უფრო მოწადინებულია, გოლებს მეუღლეს უძღვნის...

საუბრობენ პირობებსა და სხვა გუნდში გადასვლაზეც - ფაქტია, კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ყველა ვისურვებდით და კარგი იქნება, ეს მის ხელფასზე  თუ აისახება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩასთვის გასამრჯელო მთავარი არაა და ეს მის სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. რაც შეეხება ტრანსფერს - აუცილებლად გამოჩნდებიან გრანდები, რომლებიც მისით დაინტერესდებიან და საკუთარ პირობებსაც წამოაყენებენ...

"მადლობას ვუხდი ზეცას, რომ შენ შეგხვდი, ნეაპოლო!" - ფოტო "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდიდან"

Sportall.Ge

მამუკა ჯუღელი

კვარაცხელია ახლა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, უფრო რთული კი აქამდე მოსვლა იყო, რაც მასთან ერთად მამუკა ჯუღელმა ბრწყინვალედ განახორციელა. ის ახლაც ბევრს გააკეთებს, ხვიჩას კარიერა იდეალურად რომ წარიმართოს. ჩვენი ფეხბურთელები, იტალიის გარდა, საფრანგეთში (დავითაშვილი), უკრაინაში (აზაროვი) და სხვა ქვეყნებშიც არიან...

რაც შეეხება ოსიმენთან დაკავშირებულ ამბავს, მიმაჩნია, მამუკას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს იმით, რომ შესაძლოა, ნიგერიელი ფორვარდი ისეთ ჩემპიონატში წავიდეს, სადაც ვარსკვლავები გამოდიან.

ხვიჩა და ვიქტორი მეგობრები არიან. კვარაცხელიას, არა მგონია, გაუხარდეს ის, რაც ოსიმენმა საკუთარი ოჯახის წევრსა და უახლოეს ადამიანზე თქვა. მაინც გამოვრიცხავ, ფეხბურთელებს შორის ამან ურთიერთობა დაძაბოს...

კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა...

ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.

გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა,  ქართველი ფეხბურთელის პირველობა - ამ შემთხვევაში კვარაცხელიას - ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა...

წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე...

სხვადასხვა

ივა გელაშვილი სერია "ბ"-ში შესანიშნავად თამაშობს და თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდებს ბევრი შანსი არ ეძლევათ...

"ფროზინონეში" ცდილობენ, გიორგი კვერნაძე სერია "ა"-ს მეტად შეეგუოს, ფიზიკურად გაძლიერდეს და ამის შემდეგ მეტი დრო მიეცემა. მინდა წარმატება ვუსურვო საბა გოგლიჩიძეს, რომელიც "ემპოლიში" ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა...

როგორც იცით, მამუკა ჯუღელის დიდი სურვილია, სამეგრელოში მეტი საფეხბურთო აკადემია და კლუბი არსებობდეს. კარგია, რომ ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გირჩევთ, დააკვირდეთ - "კოლხეთში" "გაგრადან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, 19 წლის საბა ზოიძე გადავიდა, სწრაფია, მებრძოლია, "საბურთალოს" შესანიშნავი გოლი გაუტანა... ლადო ჩიხლაძე, რომელიც "სამგურალიდან" გვახსოვს, ასევე ფოთში ითამაშებს.

საინტერესო ჩემპიონატის იმედი მაქვს!..

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

altსოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 136 /
აქ კაშიას ის ხალხი იცავს ვინც ინტერნეტი აიკლო თავის დროზე NBAVote Zaza Pachulia, ყველამ კარგად ვიცოდით რომ ზაზა ფაჩულიაზე ბევრად უკეთესი კალათბურთელები თამაშობდნენ,მაგრამ მთელი ერი გავერთიანდით და გვერდში ვედექით,რათქმაუნდა ესეც უნდა იყოს, ისევე როგორც კვარას შემთხვევაშ ერთად უნდა ვიდგეთ,მაგრამ რატომღაც გუნდის კაპიტნის არჩევანს ვიწონებთ რომ კვარას არ მისცა ხმა, ყველგან ეს ორმაგი სტანდარტი გვხვდება უკვე.როგორც გვაწყობს ისეა სწორი ხომ?! მე ვფიქრობ რომ კაშიას არასწორი გადაწყვეტილება მიიღო,თუმცა ამის გამო იმასაც არ ვაკადრებ რასაც ზოგიერთები კადრულობენ მის მიმართ.
საქართველო
22 იანვარი 2024 23:22
12
იმასაც ვერ ხედავს ზოგიერთი, რომ მაგ "მხარდაჭერით" ზაზას ცუდი სამსახური გაუწია- ამის გამო წესი შეცვალეს და ისტორიაში ცუდად შევიდა ზაზას სახელი , ფაჩულიას შემთხვევად იხსენიებენ, ანუ კაცისა რომელსაც არ ეკუთვნოდა ოლ სტარი და კუნაღამ მოხვდა იქ. დათვური სამსახური ქვია მაგას!
)))
23 იანვარი 2024 01:20
8
შენ გაგიმარჯოს ძმაო ღმერთმა. ეგ რომ ვთქვი აქ მხოლოდ 2023 წლის შეფასებაა და მაგ სეზონში ბევრი სჯობდა მესის მათ შორის კვარაც, რომელიც ტოპ ხუთი ლიგიდან ერთ-ერთის საუკეთესოდ დაასახელესთქო, ვიღაცეებმა ღლიცინი დაიწყეს. იიი კვარა სჯობს თურმე მესისო. ის კი ვერ გაიაზრეს რა მეწერა.
:-)-ს
23 იანვარი 2024 19:44
0
ყველა გამოხმაურება
ვიღაც ზაზა ამბობს რომ რატო უნდა მიეცა ხმა კაშიას კვარაცხელიასთვისო. იმიტომ უნდა მიეცა რომ ნაკრებში ერთად თამაშობენ, საქართველოს ნაკრებში. ერთი "ჩესნად" მითხარი აბა ერთი გენიოსო, ოქროს ბურთის გამარჯვებული ფიფას საიტზე გამოკითხვით რომ ვლინდებოდეს ანუ ყველას დედამიწაზე რომ შეეძლოს ერთი აიპით ერთი ხმა და ქართველებს რომ მესისთვის და მბაპესთვის მიეცა ხმა არ იქნებოდა მაგარი გასატეხი და სამარცხვინო? ელემენტარულად იაზროვნეთ თუ გაქვთ ამის უნარი. ისტორიულიც იყო მისი ათეულში მოხვედრა კი, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს არის მნიშვნელოვანი.
ვიღაც ზაზას
22 იანვარი 2024 20:03
29
მოკლედ - კაშია წადი!!!!
Pepelu
22 იანვარი 2024 18:50
29
კაშიასგან ლგბტ სამკლაურის მერე არაფერია გასაკვირი, ქეცბაიასგან კი ნაღდად არ მოველოდი!
ზურა
22 იანვარი 2024 11:02
31
ჯანაშია , რევიშვილი, შემდეგი ვინაა ვისი აზრებს უნდა ვუსმინოთ? იგორ გიორგაძე? რუსეთუმეებო ყველა ქვეყნისა შეერთდით sportal- ზე? ამას აწვებით? რეიზა???
ან
24 იანვარი 2024 00:34
11
რა ძალიან მოგხვდა კაკალი გულში, შენც მაგ კამანდიდან ხარ ეტყობა, იგორ გიოგაძემაგვარების. ღეჭვას რაც შეეხება და რაღაცეების კოვზით მირთმევასაც, ეგ თქვენი , რუსმდიდებლების , საყვარელი საქმიანობა იყო და არის..რისსკი კარაბლ...
ან-ს-ს ქოცს
24 იანვარი 2024 21:57
1
ან რაო შენმა ბელადმა მიხომ? ნაცებს კი გასწავლათ ისე პირით ღეჭვა..
ან-ს
24 იანვარი 2024 10:09
2
ყველა გამოხმაურება
გოიმობაა ამისთვის კაშიაზე მიწოლა. ნუკრი. და არა მხოლოდ ;)
ვვვ
22 იანვარი 2024 13:10
1
ხშირად მიფიქრია ამაზე, ქართველებს რატომ გვეძინა მაშინ, როცა უფალი ერებს პატრიოტულ გრძნობას ურიგებდა. ჩვენ ისე არაპატრიოტები ვართ, რომ ხშირად საქმე დიდ დოყლაპიობამდე მიგვყავს. გახსოვს ალბათ ამ სამი წლის წინ თბილისში ევროვიზიის კონკურსი ჩატარდა ბავშვებში, სადაც ერთი ქულით რუსეთის წარმომადგენელმა მოუგო საქართველოს წარმომადგენელს, იცით ვინ მოაგებინა ამ რუსის ბავშვს კონკურსი? ქართველმა შემფასებელმა, რომელმაც რუსს მისცა პირველი ადგილი, მაშინ როცა რუსმა შემფასებელმა რუსს პირველი ადგილი მისცა, ხოლო ქართველს მესამე. კაშიას დიდი ხანია საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური, ლგბტ პრაედის მხარდამჭერის მკლავსახვევი ჰგონია და ის იმ მკლავსახევის შემდეგ ნაკრების კაპიტნად აღარ უნდა ეკურთხებიათ, მით უმეტეს დღეს, როცა საკუთარ თანაგუნდელს არგენტინელი ამჯობინა. ამ კაცმა დღემდის ვერ გაიგი, რომ სპორტი მსოფლიოში აღარ არსებობს, არსებობს დიდი პოლიტიკა, სადაც სპორტს მიჩენილი აქვს ერთი პატარა კუთხე. მე ვერ გავიგე, რატომ გონია კაშიას, რომ რუსები ხვიჩას მართლა მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად თვლიან? არა არ თვლიან, მაგრამ მათ პოლიტიკას ასე სჭირდება. მე კი ის მაკვირვებს, რატომ ქართულ პოლიტიკას არ სჭირდება ასე? აქედან გამომდინარე კაშიას აღარ აქვს მორალური უფლება საქართველოს ნაკრებს უკაპიტნოს.
ჟორა გაბრიჭიძე
22 იანვარი 2024 11:02
22
თქვენ ეგ ზღაპრები დაიჯერეთ, მიწების გაყოფაზე და ქართველების დაგვიანებაზე. ქვეყანაც აშენდება :)
ციციკორე
22 იანვარი 2024 13:16
3
... ფიქრობთ რეალურად ხალხის მიერ მიცემული ხმების მიხედვით გამოცხადდა/ცხადდება ქულები ?!
პოლიტიკა, ბატონო ჩემო, პოლიტიკა!
:)))
23 იანვარი 2024 00:47
0
ამ საცოდავ კორბენას თუ შმორბენას გონია კაშიას იმიტომ დაუწუნეს საქციელი რომ ადრე ლგბტ სამკლაური გაიკეთა. მაგრამ იმის მიხვედრა სად აქვს, რომ მისი ეს ბოლო არჩევანი უბრალოდ იყო დამატებითი ლგბტ-ური საქციელი მისი მხრიდან. კანკავა რომ ყოფილიყო და ხმა არ მიეცა ხვიჩასთვის იგივენაირად გააკრიტიკებდნენ, უბრალოდ კაშიასგან სხვა არა მართებული საქციელიც ახსოვს ხალხს და ამაშია საქმე. მარა ლიბერასტმა თავი ხო უნდა დაისაწყლოს და ჩაგრულის მანტია მოირგოს, ყველა გნიდური საქციელის მერე. ხოლო რატო უნდა მიეცა ხმა კაშიას კვარაცხელიასთვის, მიუხედავად მისი ბოლო ავარდნებისა, ამაზე ბევრი და სწორი დაიწერა აქ. კვარაცხელიამ რომ პატრიარქზე კარგად ილაპარაკა ლიბერასტებმა მას გადაუარეს ან თუ არ გადაუარეს ღადაობდნენ, მარა ნუ კაშიას ეს ლგბტ-ური საქციელი ნორმალურია და გასაკრიტიკებელი არაფერი აქვს თურმე. ძალიან არა სწორი ხალხი ხართ, ძალიან და დაწრმუნებული ვარ გულის სიღრმეში იცით კიდეც.
შვედუნა
23 იანვარი 2024 11:32
4
ეეხ გურამ, გურამ... რა კარგი შანსი გქონდა რომ ხვიჩას პირველზე დასახელებით იმ პროვინციალთა ჯოგის გული მოგეგო, რომლებიც სამკლავურის ამბების შემდეგ შენზე ჩასაფრებულები არიან და კიდევ ვერ მოუნელებიათ ბოდიშიც რომ არ მოუხადე ))
ცოტათი მაინც მოლბებოდნენ და თავიან უბადრუკ ეგოს დაიკმაყოფილებდნენ.
ეხლა არა თქვა, ობიექტურობა უპირველეს ყოვლისაო. მესი რომ დაასახელე ხო რას ამბობ, ობიექტურობის პიკი იყო )))
კორბენა
23 იანვარი 2024 10:53
10
კორბენ, მესი იმავე მიზეზით დაასახელა, რა მიზეზითაც დაასახელეს მესი კეინმა,სალახმა, მოდრიჩმა, ვანდეიკმა, ფალკაომ, ფედე ვალვერდემ, ლუკაკუმ.. გავაგრძელო? ამ ფეხბურთის არმციდნეებმა, მიკერძოებულებმა ან კორუმპირებულებმა არა, შენი აზრით? და იქნებ უბრალოდ იმიტომ, რომ ჰალანდის ტეპ ინ გოლების (რაც ასევე დასაფასებელია და ვინც ამას აფასებს ყველაზე მეტად, მისი ნებაა)
მესის პერფორმანსი არჩიეს, რომელსაც ლამის ყოველ თამაშში დგამს? მაგრები ხართ ეს მესის ჰეიტერები...)))
)))
23 იანვარი 2024 11:26
4
თურმე მოდრიჩს პირველ ადგილზე ბროზოვიჩი დაუწერია ხორვატულ ჯიგრულ პონტში. სულ ოთხი მილიონიც კი არ ვართ ხორვატები და ამიტომ ასე უნდა მოვიქცეთო! უი არა? ეგ ერის გამყიდველი ეგა...
...
23 იანვარი 2024 02:05
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული