"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა "კვარა" რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა.

რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ შორისაა ბოლო დროის გახმაურებული ამბები - ჯუღელსა და ოსიმენს შორის არსებული დაძაბულობა თუ ის გამოხმაურება, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებასთან დაკავშირებით გურამ კაშიას გადაწყვეტილებას მოჰყვა.
აქვე დავაფიქსირებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს პასუხის გაცემის საშუალება ექნება და მზად ვართ, მასთან ვრცელი ინტერვიუც დავგეგმოთ...

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საუბარი ბლოკებად დავყავით და მონოლოგის სახით გთავაზობთ.

ხვიჩა უფრო გაზრდილია...

ზედმეტი ახსნა არ სჭირდება, თუ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი რა დონეზე ჩაატარა. მას ახლაც აქვს 5 გოლი, საგოლე პასები, მოპოვებული პენალტები, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ძველებურად არაა, ასე ვთქვათ, ხვიჩა აღარ "დაქრის".

გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს - გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, თანაც უკვე ორჯერ; არადა, ლუჩანო სპალეტიმ "კვარას" ზუსტი გასაღები მოუძებნა და ცდილობდა, მისთვის კომფორტული პოზიცია შეერჩია; გარდა ამისა, "ნაპოლი" ძველებურად ვერ თამაშობს და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ ყველაფრის გამოძახილი შეიძლება იყოს კვარაცხელიას მომატებული გაფრთხილებებიც...

მგონია, რომ ხვიჩა გუნდურად უფრო გაზრდილია. გვახსოვს, სპალეტის ამ მიმართულებით ბევრი შენიშვნის მიცემა უწევდა. როცა კვარაცხელიას ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, სხვაა, როცა გუნდი ანგარიშს ხსნის და შემდეგ შემტევებს მეტი სივრცე რჩებათ და განსხვავებულია, როცა ზრუნვა გათანაბრებაზე გიწევს.

ნეაპოლელები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ძველებურ ფორმაში არც ზელინსკი და ნახევარდაცვაა, რომელიც დაკარგულ ბურთს იოლად იბრუნებდა; წინა სეზონში ოსიმენი, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შანსს იყენებდა, რასაც მას თანაგუნდელები და ყველაზე მეტად, 77-ე ნომერი უქმნიდნენ, ახლა ასე არც ესაა...

საკუთარ თაზე მუშაობა...

დამაინც, ერთი გარდამტეხი თამაშია საჭირო, რაც "კვარას" რწმენას სრულად დაუბრუნებს და მას კიდევ უფრო კარგს ვიხილავთ. ხვიჩა საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. თუ ახლა რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა, ვარჯიშებზე ამას აუცილებლად დიდ ყურადღებას დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან მშვენიერი გოლები გაიტანა...

ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს, ის ყველაფერს საქმით ამტკიცებს. მას ახლა არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი არ აქვს. ამხელა აღიარების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ეს ბუნებრივია... ზოგიერთი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე რომ მიანიშნებს, შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოს. ის უფრო მოწადინებულია, გოლებს მეუღლეს უძღვნის...

საუბრობენ პირობებსა და სხვა გუნდში გადასვლაზეც - ფაქტია, კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ყველა ვისურვებდით და კარგი იქნება, ეს მის ხელფასზე  თუ აისახება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩასთვის გასამრჯელო მთავარი არაა და ეს მის სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. რაც შეეხება ტრანსფერს - აუცილებლად გამოჩნდებიან გრანდები, რომლებიც მისით დაინტერესდებიან და საკუთარ პირობებსაც წამოაყენებენ...

"მადლობას ვუხდი ზეცას, რომ შენ შეგხვდი, ნეაპოლო!" - ფოტო "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდიდან"

Sportall.Ge

მამუკა ჯუღელი

კვარაცხელია ახლა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, უფრო რთული კი აქამდე მოსვლა იყო, რაც მასთან ერთად მამუკა ჯუღელმა ბრწყინვალედ განახორციელა. ის ახლაც ბევრს გააკეთებს, ხვიჩას კარიერა იდეალურად რომ წარიმართოს. ჩვენი ფეხბურთელები, იტალიის გარდა, საფრანგეთში (დავითაშვილი), უკრაინაში (აზაროვი) და სხვა ქვეყნებშიც არიან...

რაც შეეხება ოსიმენთან დაკავშირებულ ამბავს, მიმაჩნია, მამუკას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს იმით, რომ შესაძლოა, ნიგერიელი ფორვარდი ისეთ ჩემპიონატში წავიდეს, სადაც ვარსკვლავები გამოდიან.

ხვიჩა და ვიქტორი მეგობრები არიან. კვარაცხელიას, არა მგონია, გაუხარდეს ის, რაც ოსიმენმა საკუთარი ოჯახის წევრსა და უახლოეს ადამიანზე თქვა. მაინც გამოვრიცხავ, ფეხბურთელებს შორის ამან ურთიერთობა დაძაბოს...

კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა...

ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.

გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა,  ქართველი ფეხბურთელის პირველობა - ამ შემთხვევაში კვარაცხელიას - ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა...

წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე...

სხვადასხვა

ივა გელაშვილი სერია "ბ"-ში შესანიშნავად თამაშობს და თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდებს ბევრი შანსი არ ეძლევათ...

"ფროზინონეში" ცდილობენ, გიორგი კვერნაძე სერია "ა"-ს მეტად შეეგუოს, ფიზიკურად გაძლიერდეს და ამის შემდეგ მეტი დრო მიეცემა. მინდა წარმატება ვუსურვო საბა გოგლიჩიძეს, რომელიც "ემპოლიში" ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა...

როგორც იცით, მამუკა ჯუღელის დიდი სურვილია, სამეგრელოში მეტი საფეხბურთო აკადემია და კლუბი არსებობდეს. კარგია, რომ ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გირჩევთ, დააკვირდეთ - "კოლხეთში" "გაგრადან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, 19 წლის საბა ზოიძე გადავიდა, სწრაფია, მებრძოლია, "საბურთალოს" შესანიშნავი გოლი გაუტანა... ლადო ჩიხლაძე, რომელიც "სამგურალიდან" გვახსოვს, ასევე ფოთში ითამაშებს.

საინტერესო ჩემპიონატის იმედი მაქვს!..

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

altსოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 136 /
რუსეთუმე რევიშვილს სხვის პატრიოტობაზე სიტყვაც არ აქვს სათქმელი,წადი რუს ჟურნალისტებს ეჭუკჭუკე ყავაზე!!!!
ქართველი ვაჟკაცი
23 იანვარი 2024 01:38
17
ქოცები ყველა წინა ხაზზე იდექით :) ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არა?!
ციციკორე
23 იანვარი 2024 11:28
1
რა უკვე დაგავიწყდა ნაცები ომის დროს კაბაჩაცმული რომ გარბოდით 2008-ში? რომელ ვაჟკაცობაზე საუბრობ ნაცებს ზოგს მოკლე კაბა გექცვათ ზოგს გრძელი
ქართველ ვაჟკაც-ს
23 იანვარი 2024 09:07
6
კაშია სულით მდაბიოა. რაც იკადრა იმის შემდეგ უფლება არ აქვს ნაკრებში ყოფნის..
!!
22 იანვარი 2024 23:53
35
ნაკრებიდან მოკვეთა და მსგავსი რამ არ მიმაჩნია სწორად. ზოგადად არ ვემხრობი ასაკის გამო თუნდაც გუნდიდან გაშვებას ასე ხელაღებით. პირიქით გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ახალგაზრდისთვისაც სტიმულია. კანკავას წასვლამ როგორ დაგვაზარალა ვხედავთ. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველანაირი საქციელი მოვუწონოთ. ფეხბურთის მთავარი შემადგენელი ნაწილი გულშემატკივარია. მითუმეტეს როდესაც ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხარ პასუხისმგებლობა ერის წინაშე გაკისრია. ერის სახელით გამოდიხარ საერთაშორისო დონეზე და ბევრი დაფიქრებაა საჭირო. ობიექტურწდ რომ შეეფასებინა კი ბატონო გასაგები იქნებოდა მაში კოდევ. რომელ ობიექტურობაზე საუბრობთ სტატისტიკას მაინც გადახედეთ, ათეულის რომელ ფეხბურთელს სჯობდა 2023 წელს მესი? ხოლო თუ სუბიექტურად აფასებ(და ფაქტია ეგრე შეაფასა) მაშინ შენი თანამემამულე რომელიც მაგ წელს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გახდა სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და ა.შ რომ დაასახელო არავინ დაგზრახავს. მეტიც შენი გუნდისთვის კარგი ჟესტი იქნება რომ კაპიტანი ყველგან მის გვერდით დგახარ. მაგრამ სანამ ყველაფერს საკუთარ სახელს არ დავარქმევთ მუდამ ასე ვიქნებით.
სიმართლე უნდა ითქვას
23 იანვარი 2024 09:06
2
Სულით მდაბიო და ბანძი იქნებოდა პირველზე რომ გაეყვანა კვარა, მეორეზე მიქაუტაძე და მესამეზე გელა ნუგზარაშვილი .კაი დაივიწყე შენ მაინც ვერ გაიგებ ...
გასტარბაიტერო
23 იანვარი 2024 01:23
8
ეს ის პატრიოტი რევიშვილი არ არის, გული რომ ეთუთქება - პოლიტიკა და ფეხბურთი რატომ დააკავშირეს ერთმანეთთან და რუსული გუნდები როგორ მოკვეთესო?! ამის პატრიოტიზმი არ გაიშვა... დიდი ხანია უნდა გამოეპანღურებინათ რუსები და ძლივს სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ამას კი გული ეთუთქება... და კიდევ, ძალიან საეჭვოა ეს აჟიოტაჟი და გუნდში დაპირისპირების შეტანა ნაკრების თამაშების წინ. რაღაც სხვა მიზეზს ემსახურება, თორემ ამხელა ამბავი გაცილებით უარესი და გაცილებით მნიშვნელოვანი ამბების მერე არ ატეხილა!
კაი ერთი
22 იანვარი 2024 23:22
15
აქ კაშიას ის ხალხი იცავს ვინც ინტერნეტი აიკლო თავის დროზე NBAVote Zaza Pachulia, ყველამ კარგად ვიცოდით რომ ზაზა ფაჩულიაზე ბევრად უკეთესი კალათბურთელები თამაშობდნენ,მაგრამ მთელი ერი გავერთიანდით და გვერდში ვედექით,რათქმაუნდა ესეც უნდა იყოს, ისევე როგორც კვარას შემთხვევაშ ერთად უნდა ვიდგეთ,მაგრამ რატომღაც გუნდის კაპიტნის არჩევანს ვიწონებთ რომ კვარას არ მისცა ხმა, ყველგან ეს ორმაგი სტანდარტი გვხვდება უკვე.როგორც გვაწყობს ისეა სწორი ხომ?! მე ვფიქრობ რომ კაშიას არასწორი გადაწყვეტილება მიიღო,თუმცა ამის გამო იმასაც არ ვაკადრებ რასაც ზოგიერთები კადრულობენ მის მიმართ.
საქართველო
22 იანვარი 2024 23:22
12
შენ გაგიმარჯოს ძმაო ღმერთმა. ეგ რომ ვთქვი აქ მხოლოდ 2023 წლის შეფასებაა და მაგ სეზონში ბევრი სჯობდა მესის მათ შორის კვარაც, რომელიც ტოპ ხუთი ლიგიდან ერთ-ერთის საუკეთესოდ დაასახელესთქო, ვიღაცეებმა ღლიცინი დაიწყეს. იიი კვარა სჯობს თურმე მესისო. ის კი ვერ გაიაზრეს რა მეწერა.
:-)-ს
23 იანვარი 2024 19:44
0
ანუ ცუდად მოვიქეცით მთელი ქვეყანა ზაზას რომ მხარი დავუჭირეთ?! ზუსტად შენზე დამიწერია,როგორც გაწყობს ისე გესმის. ვის აქვს ცუდი სახელი? ზაზას აქვს ცუდი სახელი NBA-ში?! საიდან მოიტანე?! წესის შეცვლას რაც შეეხება,ზუსტად ეგ იყო ჩვენი ერთიანობის შედეგი და მაგაში ცუდს რატომ ხედავ ვერ ვიგებ, არჩევნებში როდესაც იღებ მონაწილეობას,ობიექტურად აძლევ საუკეთესოს ხმას,თუ შენ სუბიექტურ აზრს აფიქსირებ?! ყველა არჩევანი სუბიექტურია და ქართველმა რომ ქართველს მხარი დაუჭიროს,რატომ არის სირცხვილი ვერ გავიგე,მაშინ როდესაც ქართველი უცხოელზე უკეთესია მითუმეტეს, ეხლა არ თქვა კვარას მესიზე უარესი სეზონი ჰქონდა 2023 წელს.
:-)
23 იანვარი 2024 08:08
2
ყველა გამოხმაურება
ნუკრი შენი აზრით სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ ხო და რუსები ევროტურნირებზე უნდა დაუშვან ხო?
David
22 იანვარი 2024 22:20
5
გურამ კაშიას შენგან და შენნაირებისგან განსხვავებით ვლადიკავკაზში თამაში მაინც არ უკადრია
ოეეე
22 იანვარი 2024 22:11
15
ისე ქეცბაიაზე რატო არ ამბობთ იგივეს ?ეს ურა პატრიოტიზმი რა უბედურება. იმედია მოვა დრო და გახდება საუკეთესო ფეღბურთელი მაგრამ ობიექტურორად თუ შეხედავ სწორედ შეაფასა კაშიამ . როცა მიაღწევს მესის , მბამპეს, ჰალანდის დონეს და იმედია მალე ,მერე მოთხოვეთ თუ არ მიცემს ხმას.
ლუკა
22 იანვარი 2024 21:58
10
ა, რუსეთის გულშემატკივარი "ქართველი პატრიოტი" !
შენი ლოგიკა ...
22 იანვარი 2024 21:49
10
ურა პატრიოტიზმი არაფერ შუაშია, წარდგენილია შენი ქვეყნიდან ფეხბურთელი, რომელსაც ქონდა ძალიან კარგი პრესა და ერთი პერიოდი ევროპა მასზე ლაპარაკობდა სულ, მასთნ ერთად როცა თამაშობ გუნდში უნდა და გაქვს უფლება მიიღო არჩევნებში მონაწილეობა დაუფიქრებლად უნდა მისცე მას ხმა, შემოხაზო თუ რაც არის. ეს ყველაფრის "გაპუსტიაკება" ნუ გიყვართ, რატო უნდა მიეცა ხმაო რომ იძახით დარწმუნებული ვარ მესივით რომ ეთამაშა იგივეს იტყოდით, კაშიამ თავისი არჩევანი გააკეთა ამის გამო არ უნდა გავკიცხოთო. უნდა მისცე ხმა შენიანს, აქ პასუხს არავინ მოთხოვდა იქ კვარაცხელია ჰალანდზე უკეთესია თუ რატო მიეცი ხმაო? ეს იქნებოდა ელემენტარული მხარდაჭერა თანაგუნდელის და მსოფლიოში ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის, რომელსაც მიუხედავად იმისა რომ ჩავარდნა აქვს ჯერ-ჯერობით ის პოტენციალი არ დაუკარგავს როგორიც ჰქონდა. ასე რომ ნუ ამართლებთ კაშიან ძალიან არასწორ საქციელს სირცხვილია
კიდევ
22 იანვარი 2024 21:40
19
ქეცბაიზე რატო არ ამბობთ იგივეს და არ ჩაქოლეთ მე 3 დაასახელა, თუ ქართველი არ არის ? ბევრ ქართველზე მეტად პტატრიოტია. რეალობას შეხედეთ რა
გიო
22 იანვარი 2024 23:03
5
თქვენ რომ არჩევანის წინაშე დაგაყენონ და გითხრან; ან ცოლი ან ბურთიო, რომელს აირჩევთ? ხოო შენ გეკითხები, შეენ?!!
. აი ამაშია საქმე.
კ ო მ ბ ლ ე
22 იანვარი 2024 21:37
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული