რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ შორისაა ბოლო დროის გახმაურებული ამბები - ჯუღელსა და ოსიმენს შორის არსებული დაძაბულობა თუ ის გამოხმაურება, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებასთან დაკავშირებით გურამ კაშიას გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საუბარი ბლოკებად დავყავით და მონოლოგის სახით გთავაზობთ.
ხვიჩა უფრო გაზრდილია...
გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს - გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, თანაც უკვე ორჯერ; არადა, ლუჩანო სპალეტიმ "კვარას" ზუსტი გასაღები მოუძებნა და ცდილობდა, მისთვის კომფორტული პოზიცია შეერჩია; გარდა ამისა, "ნაპოლი" ძველებურად ვერ თამაშობს და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ ყველაფრის გამოძახილი შეიძლება იყოს კვარაცხელიას მომატებული გაფრთხილებებიც...
მგონია, რომ ხვიჩა გუნდურად უფრო გაზრდილია. გვახსოვს, სპალეტის ამ მიმართულებით ბევრი შენიშვნის მიცემა უწევდა. როცა კვარაცხელიას ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, სხვაა, როცა გუნდი ანგარიშს ხსნის და შემდეგ შემტევებს მეტი სივრცე რჩებათ და განსხვავებულია, როცა ზრუნვა გათანაბრებაზე გიწევს.
ნეაპოლელები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ძველებურ ფორმაში არც ზელინსკი და ნახევარდაცვაა, რომელიც დაკარგულ ბურთს იოლად იბრუნებდა; წინა სეზონში ოსიმენი, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შანსს იყენებდა, რასაც მას თანაგუნდელები და ყველაზე მეტად, 77-ე ნომერი უქმნიდნენ, ახლა ასე არც ესაა...
საკუთარ თაზე მუშაობა...
ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს, ის ყველაფერს საქმით ამტკიცებს. მას ახლა არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი არ აქვს. ამხელა აღიარების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ეს ბუნებრივია... ზოგიერთი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე რომ მიანიშნებს, შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოს. ის უფრო მოწადინებულია, გოლებს მეუღლეს უძღვნის...
საუბრობენ პირობებსა და სხვა გუნდში გადასვლაზეც - ფაქტია, კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ყველა ვისურვებდით და კარგი იქნება, ეს მის ხელფასზე თუ აისახება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩასთვის გასამრჯელო მთავარი არაა და ეს მის სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. რაც შეეხება ტრანსფერს - აუცილებლად გამოჩნდებიან გრანდები, რომლებიც მისით დაინტერესდებიან და საკუთარ პირობებსაც წამოაყენებენ...
"მადლობას ვუხდი ზეცას, რომ შენ შეგხვდი, ნეაპოლო!" - ფოტო "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდიდან"
მამუკა ჯუღელი
რაც შეეხება ოსიმენთან დაკავშირებულ ამბავს, მიმაჩნია, მამუკას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს იმით, რომ შესაძლოა, ნიგერიელი ფორვარდი ისეთ ჩემპიონატში წავიდეს, სადაც ვარსკვლავები გამოდიან.
ხვიჩა და ვიქტორი მეგობრები არიან. კვარაცხელიას, არა მგონია, გაუხარდეს ის, რაც ოსიმენმა საკუთარი ოჯახის წევრსა და უახლოეს ადამიანზე თქვა. მაინც გამოვრიცხავ, ფეხბურთელებს შორის ამან ურთიერთობა დაძაბოს...
კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა...
ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.
გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა, ქართველი ფეხბურთელის პირველობა - ამ შემთხვევაში კვარაცხელიას - ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა...
წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე...
სხვადასხვა
ივა გელაშვილი სერია "ბ"-ში შესანიშნავად თამაშობს და თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდებს ბევრი შანსი არ ეძლევათ...
"ფროზინონეში" ცდილობენ, გიორგი კვერნაძე სერია "ა"-ს მეტად შეეგუოს, ფიზიკურად გაძლიერდეს და ამის შემდეგ მეტი დრო მიეცემა. მინდა წარმატება ვუსურვო საბა გოგლიჩიძეს, რომელიც "ემპოლიში" ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა...
როგორც იცით, მამუკა ჯუღელის დიდი სურვილია, სამეგრელოში მეტი საფეხბურთო აკადემია და კლუბი არსებობდეს. კარგია, რომ ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გირჩევთ, დააკვირდეთ - "კოლხეთში" "გაგრადან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, 19 წლის საბა ზოიძე გადავიდა, სწრაფია, მებრძოლია, "საბურთალოს" შესანიშნავი გოლი გაუტანა... ლადო ჩიხლაძე, რომელიც "სამგურალიდან" გვახსოვს, ასევე ფოთში ითამაშებს.
საინტერესო ჩემპიონატის იმედი მაქვს!..
"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
სოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]
ნუკრი, არ იცი რომ;
,,ასეთი უგულო ვინმეა ეროსი, იგი მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა და უსაზმნო ლოთობას შეაჩვევს, ხოლო დიდოსტატებს, რომელნიც მტკიცე ხელით აქანდაკებდნენ თეძამის ქვაზე როზეტებსა და ყურძნის მტევნებს, მეჯადაგე ოსტატებს დაამსგავსებს და გაახელებს. ბოლოს მინდვრებზე სახეტიალოდ წარგზავნის, რათა საყვარლისათვის აკრეფინოს წარმავალი ყაყაჩოები ველისა. . ."