"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
რამსები აგრევია ქურთო
ქურდი
30 იანვარი 2024 21:44
16
სოსო აღარ ჩამოდის მოსკოვიდან?! გი-ხა-რო-დენ.
საბა
30 იანვარი 2024 21:18
7
თენგომ რაო, არაოო?)))
თქვენი მომავალი კომკავშირელი პრემიერი
30 იანვარი 2024 20:51
8
უჰ, შენ გენაცვალე სიტყვა-პასუხში ბიძია-ბაბუა!!!
სციპიონ აფრიკელ-ს
30 იანვარი 2024 20:47
5
ტრაწიან რუს ჟურნალისტზე კლიზმა არსება არ არსებობს მთელ პლანეტაზე
FF
30 იანვარი 2024 20:36
9
ნაცებზე სქელკანიანი და შუბლისძარღვგაწყვეტილი არსებები ნეტავი თუ არსებობენ სადმე ? დემეტრაძეს და სხვებს ლანძღავენ რუსებს ინტერვიუ რატომ მიეცითო და დღე არ გავა მაგათი რომელიმე ლიდერი რუსულ ტელევიზიებში გაზეთებში და საიტებზე რომ არ გამოჩდეს ! რომ კითხო პირველი არნტირუსები არიან და ომის მერე იმ რუსებს რომ აჩუქეს კაპიკებში ენერგეტიკის 80% და უამრავი საწარმო (კაპიკები კი უწერიათ საბუთებში და სინამდვილესი იმ კაპიკების გარდა რა ფულიც მისცეს რუსებმა ის რომ ჯიბეში ჩაიდეს)რუსეთიდან ფინასდებითო სხვა პარტიებს აბრალებენ და თვიტონ აფინანსებენ რუსი ბიზნესმენები(ნაყოფია ყარალაშვილები და სხვები)პრორუსობას სხვებს აბრალებენ და თვითონ მშვენივრად იღებენ რუსულ ფულებს(ხოშტარიები კუტა წერეთელები ჭყონიები და სხვები)არჩევნებზე სხვა პარტიებს აბრალებდნენ რუსეთიდან იღებთ დახმარებასო და მაგათი "პრეზიდენტობის კანდიდატი" იძახდა და იძახის მე და ჩემი ცოლი რუსული სულის და კულტურის ხალხი ვართო და არჩევნებზე თვითონ ყავდათ ჩამოყვანილი კრემლთან და კაგებესთან დაახლოებული პიარშიკები! ერისიონი მიწაში ჩადეს რუსეთში რატომ წახვედით გასტროლებზეო და თვითონ 2008 წლის ომის მერე ეხვეწებოდნენ რუსებს კულტურული პროგრამები გავცვალოთ და გასტროლებზე ერთმანეთთან გავუშვათ ანსამბლებიო ! რუს ტურისტებს "ებრძვიან" და მაგათი პრეზიდენტი" ომის მერე რუსებს საზღვარზსე ხვდებოდა ყვავილებით და ორკესტრებით და ეხვეწებოდა უფრო ბევრი ჩამოდითო ! დიდ პოლიტიკას რაც შეეხება ვინ ჩამოვიდა ვარდების რევოლუციის" დროს საქართველოში და ვინ დასვა ტახტზე მაგათი დებილი ატამანი ? შემთხვევით რუსეთის მინისტრმა ხომ არა ?? და რატომ დასვა ? იმიტომ რომ მერე ეჩუქებინა ტერიტორიები რუსებისთვის და იმ ტერიტორიებისთვის "ქვების გროვა" ეწოდებინა @@ და იმისთვის რომ რაც ნაცებმა სიკეთეები გაუკეტეს რუსებს იმას შევარდნაძის დროს სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ--კავკასიაში მყარად დაჯდომა ახალი სამხედრო ბაზები და სტრატეგიულად არნახული კარგი მდგომარეობა ! აი ასე გადაუხადა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ რუსებს მადლობა იმისთვის რომ ისინი დაეხმარნენ ხელისუფლებაში მოსვლაში ! და ამ ყველაფერს ვინც ვერ ხედავს ის ან იდიოტია ან ნაცების სალაფავით იკვებება !@@
zura222
30 იანვარი 2024 20:22
60
ნებისმიერი სიტუაციაში გასარკვევად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაინახო მ თ ა ვ ა რ ი და ამ შემთხვევაში (თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გვაქვს) ეს არის ის, რომ:

1. 10-12 წელიწადია ქვეყანა ქართველებისაგან ი ც ლ ე ბ ა და მათ ადგილს რა ჯურის ხალხი აღარ იკავებს!
2. რაღაც 20-25 წელიწადში ქართველები უმცირესობაში აღვმოჩნდებით და ...
3. დაბოლოს, ბოლო 100 წლის ჩვენში მანძილზე რაც ხდებოდა, ხდება და მოხდება, აიხსნება საქმეში ფრიად გარკვეული ადამიანის - ბერიას ერთ-ერთი მოადგილის, შინსახკომის გენერლის სერგო დავლიანიძის ნათქვამი-დანაბარებით მომავალი თაობებისათვის!
zura222 - იანების "კოჰორტას"
31 იანვარი 2024 16:15
1
Zura222-ს! არავინ არ აქებს რუსებს და ნაცებს,გამონაკლისების გარდა. ძირითადად მოსახლეობის უმრავლესობა არც ერთს არ უჭერს მხარს. ეს ხომ 100%-იანი სიმართლეა. შენი ბოლო ფრაზა შენივე მოსაზრებებს ეწინააღმდეგება. გამოდის რომ რუსებმა მოიყვაეს ნაცები ხელისუფლებაში და მერე მათ გადააგდეს. არ უნდა გადაეგდოთ? ასე არ ამბობ ასე დაუფასესო? გამოდის რომ კარგი უქნიათ. რუსეთის პოლიტიკა რომ ტერორისტულია და მავნებლური ამაში 80% თანხმდება, მაგრამ შენ არ შედიხარ მათში. არავისთვისაა საიდუმლო რომ რუსეთს გავლენა ჰქონდა საქართველოზე და ეხლა მითუმეტეს. არცერთი მინისტრი, განსაკუთრებით ძალოვნები ყველა შეთანხმებული იყო რუსეთთან. (ზვიადის პერიოდია მარტო გამონაკლისი. )რა ამით ამერიკა აღმოაჩინე? საქმე იმაშია რომ ეს მონსტრი ქვეყანა უნდა მოვაშოროთ საქართველოს, ევროპის ქვეყნების დახმარებით, რაც თქვენ არ გინდათ. ქვეყანას სჭირდება განვითარება და თქვენ ხელს უშლით ქოციანობით.
რაც შეეხება დემეტრაძეს ის იყო დასაჭერი და დაიჭირეს კიდეც. კანონი ხომ დაარღვია. მე არ ვლაპარაკობ ეხლა ეს კანონი ( ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა) კარგია თუ ცუდი. ეს ხომ ყველამ ვნახეთ ვიდეოკადრებში. მერე ეს ხელზე მაზავშიკობა ,რა უბედურებაა.
დავით 67
31 იანვარი 2024 00:20
6
მართალი კია მაგრამ მარტო მიშას გულში არა იყო შენი ტალახში ამოსვრა, ბირჟის ნაციონალი ახვარი კაცი ყველა კორპუსში ცხოვრობს ეგრევე ნარკომანიას და კრიმინალობას რომ აბრალებენ ადამიანებს
ჟორა
30 იანვარი 2024 20:17
35
მაინც არ გადავდგები. აბა ომი გინდათ?))))
ტარიელოვიჩი
30 იანვარი 2024 20:12
7
არაკაცობაა ეს...

ასე იქცევიან, მოროშკინა, ინაშვილი და სხვა გამყიდველები, დადიან და რუსულ მედიაში ილანძღებიან...

მიშას ვერ ვიტან იმისთვის რაც გააკეთა, სამუდამოდ ამოვშლიდი საქართველოს ისტორიიდან...

მაგრამ არცერთ რუსთან არ ვიჭორავებ მასზე და არ გავალანძღინებ, იმიტომ კი არა რომ გასალანძღი არაა, არამედ იმიტომ რომ არცერთი ქართველი არაა რუსების გასალანძღი და მაგათი ერთი ადგილის საქმე საერთოდ არაა იმის გარჩევა საქართველოში ვინ კარგია და ვინ ცუდი...

ვისთან ჭორაობ შენ ქალივით და ვისთან არჩევ შენ შენი ქვეყნის საშინაო საქმეებს? მტერთან?

რითიც დავიწყებ იმით დავასრულებ, არაკაცობაა ეს! პატარა კაცობა! გამყიდველობა!

სციპიონ აფრიკელი
30 იანვარი 2024 20:05
15
და შენ რატომ არ შეგეხო ეგ ციხის საზიზღრობები?!...
დდდ
30 იანვარი 2024 20:00
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული