ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

6 და 7 თებერვალს, ავთანდილ ასათიანის გუნდი რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითმაშებს. მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

მოახლოებული შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრებმა მზადება 16 ფეხბურთელით დაიწყო. მათ შორის ორი დებიუტანტია - ოთარ ბერეჩიკიძე და ჯანო კვარაცხელია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ ტერუნაშვილი (არმია, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ბექა ბექაური (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ
ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ლევან სვანიძე (პსპ), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), ჯანო გიორგაია (თსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია (სიბირიაკი, ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ლუკა ფარცვანია (კსუ), რონინიო (ნიუ ვიჟენი, თბილისი)

მედია აკრედიტაცია
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოსა და რუმინეთის ამხანაგურ მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 4 თებერვლის ჩათვლით, მითითებული ბმულის გამოყენებით.

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება.

5 დეკემბერს, სპორტკომპლექს არენა 2-ში საქართველოს ფუტსალის ნაკრების ვარჯიში გაიმართება. საწვრთნელი პროცესი 16:30 საათზე დაიწყება და აკრედიტებული მედიისთვის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. 

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგიონერების დამთვლელის ვაკანსია არ აქვს კობიაშვილს ფედერაციაში?
დააT
21:34 02-02-2024
1

სიახლეები პოპულარული