უკრაინელი ჟურნალისტი: წიტაიშვილი კიევის "დინამოში" დაბრუნდება, მაგრამ...

AutoSharing Option
უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გიორგი წიტაიშვილის მომავლის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" თამაშობს.

"წიტაიშვილი კიევის "დინამოს" ეკუთვნის და იძულებული იქნება დაბრუნდეს, რათა კიევურ კლუბთან კონკრეტული ვალდებულებები შეათანხმოს, რადგან მოქმედი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება, მაგრამ თუ ფიფას წესი გაგრძელდა, რომლის მიხედვით, უცხოელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება აქვთ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნდეს.

წიტაიშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გავიდა, ჩემპიონატის შემდეგ კიევის "დინამოში" დაბრუნდება, მერე კი საკითხი
გადაწყდება", - განაცხადა ციგანიკმა თავისი საავტორო პროგრამის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მომწონს წიტას თამაში. კარგი ტექნიკა აქვს. ბერძნებთან მისი გარღვევა, ერთ რამედ ღირდა. მიხედეთ მაგ ბიჭს, არ შეიძლება მისი მარტოდ დატოვება ვიღაც გუნდების საჯიჯგნად.
გულშემატკივარი
07 აპრილი 2024 05:32
1
წარმოვიდგინოთ რომ უკრაინის მაგივრად რუსეთი რომ ყოფილიყო და ისე მოქცეოდა ამ ბიჭს როგორც ის ჩვენი "მეგობარი" უკრაინელები ექცევიან რა ამბავი ატყდებოდა აქაურ ლიბერალურ ბოსელში !კაცმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოუპოვა იმ უმადურ ღორებს და როგორ გადაუხადეს მადლობა @ ეროვნებით უკრაინელი რომ ყოფილიყო კიდევ ხო მაგრამ ქართველია და საქართველოში უნდა თამაში და ამის გამო როგორ მოიძულეს @@ საზონოვი რუსია (ყოველ შემთხვევაში გვარით) მაგრამ ერთი მაგალითი მოიყვანოს ვინმემ ან ბულინგის ან ასეთი ქცევის როგორც უკრაინელები ექცევიან წიტაიშვილს ! ვერავინ ვერ მოიყვანს მაგალითს იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში ! აი ესეც თქვენი რუსეთი და "მეგობარი" უკრაინა @@
zura222
03 აპრილი 2024 13:51
9
Რაც საზონოვს აგინეს რუსმა ჩინოვნიკებმა და ბლოგერებმა საქართველოს ნაკრების არჩევისთვის, მეტი რა უნდა ექნათ?! Ერთი ხელწერის ხალხია ორივე მხარეს!
zura222-ს
17 აპრილი 2024 02:42
0
რათქმაუნდა უკრაინელები მტრები არიან. საშინელება ჩაიდინეს, საშინელებათა საშინელება- წიტაიშვილს კიევის დინამო არ ათამაშებს. არავინ უკრძალავს სხვაგან თამაშს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს!!! აი რუსები, საყვარელი, თბილი რუსები საზონოვს არ ავიწროებენ, მართალია რუსეთში არ თამაშობს და ვერ შეავიწროვებენ მაგრამ მაინც!!! )) თანაც უკრაინელებმა ტერიტორიები წაგვართვეს და უამრავი ქართველი დახოცეს. უიმე არა? ეგ რუსებმა გააკეთეს? მართლა? კაი ერთი...
კაი ერთი
03 აპრილი 2024 20:08
1
კიევის დინამო მას არ გამოადგება არაფერში, იქ ომია და თანაც უმადური კლუბია მის მიმართ, ასე რომ უნდა წავიდეს ევროპაში.
ფეხბურთი
03 აპრილი 2024 10:37
1
ჯერ ერთი კივის დინამო მაინცა და მაინც თავს არ იკლავს, და მეორე აბა გიორგის ჰკითხეთ უნდა უმადური კლუბი, თეთნულდი სადაც ვერა და ვერ გამონახა წუთები რომ განვითარებულიყო?
გრიხო
02 აპრილი 2024 23:31
5
თეთნულდი რა შუაშია? ოღონდ, შუაში კი არა თავშიაო არ მიპასუხო თუ ძმა ხარ.
უშბა
03 აპრილი 2024 01:55
1
სასწრაფოდ უნდა წავიდეს ბათუმიდან,დღეს საბურთალოსთან თამაშს ვუყურე და ერთადერთი ფეხბურთელი იყო ვინც წინააღმდეგობას უწევდა საბურთალოს,ფაქტობრივად ბურთს ვერ ართმევდნენ,უბრალოდ 1 ფეხბურთელიც არ აღმოჩნდა გუნდში ვინც მხარს აუბამდა. ნაკრებისთვის საჭირო კაცია და ევროპაზე ძალიან გამოგვადგება და საწყენია რომ ესეთი დაბალი დონის ჩემპიონატში უწევს თამაში
საქართველო
02 აპრილი 2024 23:28
1
და ეგ გუნდი გავა ევროთასებზე?რას ფოქრობს ბათუმის ხელმძღვანელობა!?ფინანსები თუ აღარ გააჩნიათ თქვან მაინც ბატონო და აღარ შევიქმნით ილუზიებს.
შახრუდინი
03 აპრილი 2024 01:36
0
მაგრამ მას იქ არ უნდა!
ლაშა
02 აპრილი 2024 18:26
0

სიახლეები პოპულარული