HITC: 16 წლის ქართველი ვუნდერკინდით ევროგრანდები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
ბრიტანული HITC-ის ცნობით, თბილისის "დინამოს" 16 წლის თავდამსხმელით, ვახტანგ სალიათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევა, "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდნენ და მის შეძენას განიხილავენ.

აღნიშნულია, რომ ქართველ ვუნდერკინდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და მას აგრეთვე "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", პსჟ, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" აკვირდებიან.

გამოცემა წერს, რომ არ არის გამორიცხული, სალია ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების განაცხადში მოხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მაგალითი მამარდაშვილი რომელიც დაიწუნა დინამომ გაუშვა ლოკომოტივში და მამარდამ ჯერ საქართველოს ჩემპიონატში და შემდეგ ევროტურნირებზე დამტკიცა თავისი თამაშით რასაც წარმოადგენდა უდავოდ ნიჭიერი ბიჭია მაგრამ მოდი ჯერ ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატში აქ დამტკიცოს ევროტურნირებზე და ასაკობრივ ნაკრებებში დამტკიცოს და მერე 2-3 წელში თავისი თამაშით თუ დაიმსახურებს და უფრო პროგრესი და წინსვლა ექნება განვითარდება და გამოცდილებასაც დააგროვებს კარგ ჩემპიონატში და კარგ გუნდში ტრანსფერიც თავის თავად შედეგება ნამდვილად არ მინდა რომ ამ ბიჭსაც იგივე დაემრთოს რაც დაემართა ნინუა პარკაძეს აბუაშვილს და თუნდაც კვერნაძეს რომლებიც ადრე წავიდნენ არასწორ კლუბებში.
giorgi
04 აპრილი 2024 23:45
1
Jer ra echqareba eri 2weli.aq davashkacdes.aqedan me5 ligas hi rato unda wavides. Evroturnirebze gamocdilebas miigebs.evropis chempionatis mere sxvanairad shegvxedaven evropelebi.
Gia
04 აპრილი 2024 22:25
1
ფიფია ეს სალია მაინც არ გაყიდო ჭუკის ფასად ცოტა დაფიქრდი სანამ გაყიდიი აცალეე მილიონებს მოგიტანს ეს ბიჭიიი ცოტახანში და აშენდებიი
სიმართლე
04 აპრილი 2024 22:09
6
ეგრევე პირველ ნაკრებს ნუ დაუკავშირებთ, აგერ 17 და 19 წლამდელები რომ ასტრონომიული ანგარიშებით მარცხდებიან, იქ უფრო გვიჭირს...
დდდ
04 აპრილი 2024 20:52
3
და ეს HITC ვიღაა, ასე ოპერატიულად რომ გადმოთარგმნეთ?
კოლა
04 აპრილი 2024 20:52
4
დინამოს აკადემია მაგრად მუშაობს, მაგრამ რაგაც გარანტიების საჭირო, თორემ აბუაშვილს პორტუმ აურია გზაკვალი, პარკაძეს ბაიერნმა და არ მინდა ამასაც მასე დაემართოს, გასაგებია მთავარ გუნდში ჯერ ვინ ათამაშებს, მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალურ გუნდში განათხოვრება?! ავსტრიის მეორე ლიგა რა უბედურებაა???
Givi
04 აპრილი 2024 20:27
4
ხუმრობ? რაღა მარტო ქართველებს ურევენ ტვინს?
ჰაჰა
04 აპრილი 2024 21:14
2
აბა თქვენ იცით აუბნიეთ ამ ბიჭს თავგზა! ერთადერთი რაზეც ახლა უნდა იფიქროს, მეტი მუშაობა და თამაშის დახვეწაა და არა იმაზე ფიქრი და იმის ლოდინი, აბა როდის დამიკავშირდებიან არსენალიდან ან სიტიდანო. აცალეთ ფეხბურთის მშვიდად თამაში და განვითარება!
არტ
04 აპრილი 2024 19:54
2
პარკაძეც კი წაიყვანა ბაიერნმა, მარა სადაა ახლა? ტვინი თუ აქ თავში ეგაა მთავარი და არა ტალანტი.
ლაშა
04 აპრილი 2024 19:50
2
ტყუილი ბაზარია, ფიფია მაგას გაუშვებს, ან გენტში, ან ბაზელში, არევასება ფიფოს გრანდები არ გახსოვს ჩაკვე ბაიერნის ნაცვლად გენტში გაუშვა, აქაოდა სიტყვა მივეცი ბელგიელებსო.დდდ
tobo
04 აპრილი 2024 19:49
6
რეებს მიაცვ მოაცვამთ! არ აურიოთ ამ ნიჭიერ ბავშვს ტვინი! ახლა მოლოდინი რომ გაუჩნდეს ევროზე წასვლის და არ წაიყვანენ რაც სამართლიანიც იქნება, მერე ამ ბიჭს თუ გული დაწყდა და თამაში გაუფუჭდა ვინ იქნება დამნაშავე?!
კოტე
04 აპრილი 2024 19:30
5
გამორიცხული არაა კი არა გამორიცხულია. ერთი პროცენტიც კი არ არის მაგის.
ჰჰჰ
04 აპრილი 2024 21:26
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული