რა ითქვა საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა. მიხიელ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა თეონა ბაქრაძემ და თათია გაბუნიამ გააკეთეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „რთული თამაში იყო. კარგად დავიწყეთ, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო პირველ ტაიმში. ბევრი შანსი გვქონდა. ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. სამწუხაროდ, ორი შეცდომის შედეგად გოლები გავუშვით. ნამდვილად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. თამაშის შემდეგ იმედგაცრუებულები იყვნენ და ეს ბევრს ნიშნავს. პირველი წუთებიდან ბევრი
იშრომეს და სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები. დღეს, 12 ფეხბურთელით ვითამაშეთ. გულშემატკივრებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და ძალიან დაგვეხმარნენ. ბელარუსთან რთული თამაში გველის და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

თეონა ბაქრაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „მოსაგები თამაში იყო, თუმცა 2:2 არ არის ცუდი შედეგი. მადლობა გოგონებს. ვეცდებით, რომ მომდევნო თამაშებისთვის დადებითი მუხტი შევინარჩუნოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის“

თათია გაბუნია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა და ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი დღისთვის. ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს დღევანდელ თამაშში. საინტერესო შეხვედრა იყო. დიდი მოლოდინები გვქონდა, მოსამზადებელი ეტაპიც საინტერესო იყო, რამაც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანა. მადლობა გოგონებს, რომ თამაში დადებითი შედეგით დავასრულეთ.

ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ტრიბუნებიდან შენი სახელი ისმის. ძალიან სასიამოვნოა და უფრო მეტის გაკეთების სურვილს განიჭებს. გინდა, რომ იმაზე უფრო მაგარი იყო, ვიდრე დღეს ხარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გვერდით იდგა“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა სპორტცმენი ვინც პოლიტიკაში ერევა,ჩემთვის უვარგისები არიან ვის მხარესაც არ უნდა იყვნენ,შეეშვიტ პოლიტიკას და მიხედეთ სპორტს.
daviti
01 მაისი 2024 13:05
2
რა უნდა ქალს მოედანზე?ქალი უნდა კუხნაში.ჩემი თუ არ გჯერათ ქოცებს კითხეთ.მაჭარაშვილს,ოდიშარიას,პაპუაშვილს და ა.შ.
555
06 აპრილი 2024 11:11
23
საქმე არ გაქვთ?როგორ უნდა გქონდეს ტვინი მოწყობილი რომ ქალთა ეროვნული ნაკრები პოლიტიკას დაუკავშირო.მძიმე მდგომარეობაა.
საქართველო
07 აპრილი 2024 06:50
0
მიდით,გოგოებო!შრომა არ მოაკლოთ და თანდათან ყველაფერი გამოვა!
სოსო
06 აპრილი 2024 07:41
1

სიახლეები პოპულარული