Exclusive. საფრანგეთის ნაკრებისა და "ლივერპულის" ექსმცველი ქუთაისშია, ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედო" ევროტურნირების წინ ცნობილი ცენტრალური მცველით, 34 წლის მამადუ სახოთი გაძლიერდება. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ იმერული კლუბის შეხვედრას დაესწრო.

ფრანგი უკანახაზელი, რომლის სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევროა, ამჟამად უკლუბოდაა, ბოლოს კი "მონპელიეში" გამოდიოდა. 187 სმ სიმაღლის სახო ყველაზე კარგად "ლივერპულიდან" გვახსოვს, სადაც 2013-დან 2016 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი "კრისტალ პალასს" შეუერთდა. მამადუს კარიერა პსჟ-ში დაიწყო.

სახოს საფრანგეთის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. "მამლების" რიგებში 29 მატჩში 2 გოლის ავტორია.

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს",
ისინი ეროვნულ ლიგაში მეოთხე პოზიციაზე არიან, მომავალ სეზონში კი კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

altსახომ მწვრთნელს სცემა და გუნდიდან გააგდეს

მკითხველის კომენტარები / 26 /
ლუქსემბურგელ როდრიგესის გადმოყვანაზეც მიდის მუშაობა და იმედია გაიჩარხება ტრანსფერი
ქუთაისელი
23:43 16-05-2024
0
სახო-მონტეირო კარგი ცენტრი იქნება.კიდევ აანონსებენ ტრანსფერებს ტორპედოში და კარგია.დინამო ბათუმი ვის იმედზე აპირებს გამოსვლას ევროტურნირებზე,მამუჩაშვილის?იმედია ისინიც გაძლიერდებიან.
მეზღვაური
19:15 16-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული