"თუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფინანსებია საჭირო, მზად ვარ, პირადი ფინანსები გავიღო" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი 1913"-ის პრეზიდენტმა და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ჩემპიონატის შესახებ გულშემატკივრებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ და ამ კუთხით გადაცემები მომზადდეს.

"მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ დღეს ნაკრები წარმატების გზაზეა, თუმცა, როგორც გუნდის მფლობელი, უკმაყოფილო ვარ მსაჯობით. ხალხი ვერ იღებს ინფორმაციას, როგორ ზარალდებიან კლუბები საქართველოში მსაჯების კვალიფიკაციით.

მზად ვარ, გუნდებმა დავამატოთ საწევრო და საქართველოს ჩემპიონატის შესახებ მეტი დეტალური გადაცემა ვიხილოთ, ყველა მომენტის პროფესიონალური განხილვით.
ნაკრების წარმატების შემდეგ შიდა ჩემპიონატის მიმართ
დიდი ყურადღება ჩნდება. ჩემი სურვილი იქნება, ფედერაციის მხრიდან ყურადღება მიექცეს უფრო მეტ გაშუქებას. დღეს საქართველოს ჩემპიონატი ჩაკეტილია, ხალხს არ აქვს საშუალება, თავად გამოიტანონ დასკვნა პროცესებზე. ვფიქრობ, ჩემს სიტყვებს ყველა ქართული კლუბი დაუჭერს მხარს. ეს ჩემი თხოვნაა და იმედია, მოისმენენ. არ ვფიქრობ, რთულ საკითხზე ვსაუბრობდე. გამიჭირდება ისეთი საფეხბურთო ქვეყნის დასახელება, სადაც მსგავსი გადაცემები არ არის.
თუ პრობლემა ფინანსური დაბრკოლებაა, მზად ვარ, პირადი ფინანსები გავიღო ამ ყველაფრის შესაქმნელად.

დიდი მადლობა ლევან კობიაშვილს იმ სიხარულისთვის, რაც საქართველოს მიანიჭა. მას ბავშვობიდან ვიცნობ, როგორც ფეხბურთელს და პიროვნებას. ასეთი პატიოსანი ადამიანები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელები არიან. იმედი მაქვს, ლევანი ამასაც გაითვალისწინებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ჩემპიონატის გაშუქებას უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ." - განუცხადა ჯუღელმა Geo Team-ს.

alt"მისი ტრანსფერის საკითხზე უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
დიდი პატივისცემა ბატონ მამუკას, ვისურვებდი ბევრი გვყავდეს ასეთი საფეხბურთო მოღვაწე ჩვენს ჩემპიოანტში! თუმცა ერთი კითხვა არ მასვენებს - დათა სიჭინავა რატო გაუშვით, კაცი გუნდის აშკარა ლიდერი იყო და ვფიქრობ დიდ ძალასთან ერთად, უსამართლოც იყო კაცმა გუნდი უმაღლესში გადმოიყვანა და ....
შოთა
23 მაისი 2024 19:00
2
ეს, ყველაფერთან ერთად მაგარი პადხალიმიც ყოფილა. და ბიძინა არ იმსახურებს მადლობას, ჯუღელო? მთავარი დაგავიწყდა?))))
აუუ რას ეფერება და ეტენება
23 მაისი 2024 17:07
22
ბანდიტი და მაფიოზი ამის აზრი საერთოდ მიუღებელია ნორმალურ საზოგადოებაში.
დევკალიონი
23 მაისი 2024 16:25
19
სწორია-ცოტა ტუნინგი სჭირდება ჩემპიონატს.
Levani
23 მაისი 2024 15:52
1
მომკალით და ამ კაცის ატანა არ მაქვს.. თვალები სულის სარკეაო და ასეთი ცბიერთვალება ადამიანი არ მგონია კაი სულის.. ნუ, გასაგებია რუსეთში მოღვაწეობდა და .. იქ რაც ხდებოდა.. იმასაც ვაფასებ რომ ფულს ისევ ქართულ ფეხბურთს ახარჯავს, უბრალოდ.. ჰაბიტუსი ყველაფერზე მეტყველებს, იმენა ზოგს ეგრევე გასცემს თავის იერი, აღნაგობა, მზერა. ეჰ, რა ვქნათ, საბჭოთა კავშირმა დაგვიხვრიტა ყველა ჭკვიანი და ერუდირებული ადამიანი, ვისაც ცოდნა მოეკითხებოდა.. ახლა ვის ხელშიც ვართ მაგას უნდა დავჯერდეთ. მაინც ახალი თაობის იმედად ვარ
ilar10N YouTube
23 მაისი 2024 15:40
17
კაცმა "კოლხეთი" ჭაობიდან ამოათრია,ფოთელ ფეხბურთის მოყვარულყ და, არა მხოლოდ მათ,სიხარული და იმედი დაუბრუნა,ახლაც რამდენს აკეთებს გუნდისთვის.
ამ დადებით ფონზე,რეიზა ლანძღავთ,ვინც ლანძღავთ,თქვე "კაისაქმე რათ გაგიკეთებია შე მამაძაღლოო" ასეთ ნაძირალათა "შთამომავლებო"?
ფუი შეგირცხვათ ნამუსი შურ-ბოღმა-ზიზღიანო უღმერთოებო!!!
ბრაზი
23 მაისი 2024 12:35
15
შენ და ჯუღელმა მოძოვეთ ერთად
უფრო მეტი ბრაზი
23 მაისი 2024 15:14
15
ბათუმს მაგარი გოიმი ქაჯი პრეზიდენტი ყავს!! რაც შეეხება გადაცემას მომხრევარ სპორტული არხი სადაც საქ ჩემპიონატზე და ნაკრებზე იქნება მხოლოდ.. უბრალოდ
თანამედროვე ჭკვიანი ექსპერტები არაგყვყავს და ზოგადად მასეთ გადაცემას აზრი არექნება თუ განსხვავებული ან კრიტიკული არიქნება აქ კიდე ყველა ერთმანეთს ულოკავს!!
bd
23 მაისი 2024 12:08
4
ბათუმს ყავს ვოზდუხი პრეზიდენტი რომელმაც ფულის კეთების გარდა არაფერი იცის... ერთადერთი ვისაც საქართვრლოში კარგი პრეზიდენტი ყავს არის ტორპედო!!! არ ბაქი ბუქობს და თუ ვინმე შევა ჯგუფში ეს გუნდი იქნება პირველი დაიმახსოვერეთ ყველამ ეს კომენტარი.. ბათუმში ვინმე ძლიერი ინვესტორი თუ არ გამ9ჩნდა ევრო თასებზე აზრი არაქვს ხელი ჩაიქნიეთ...
ბათუმს ქათქათას
24 მაისი 2024 01:22
0
ოჰ, როგორი გამჭოლი, მოცულობითი და მრავლისმეტყველია ეს მზერა! შენ კი დაგენაცვლე პრედლაჟენიაჯან! შენ იმედადაა ქართული ფეხბურთი! :D:D:D
ხამი
23 მაისი 2024 11:48
13
ნაღდად ხამი ხარ
gpi
24 მაისი 2024 02:59
1
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო...
მწარე
23 მაისი 2024 11:44
12
და მერე იმ გადაცემებში შენნაირი წერაკითხვის უცოდინრები მოიწვიონ თვალაბეიშვილებმა და იმას უყუროთ?. . .
ნაპოლეონი
23 მაისი 2024 11:22
19
კომენტარის პირველ ნაწილს - პრინციპში, ვეთანხმები...
აი, გიორგი თვალაბეიშვილთან დაკავშირებით აშკარაა - მხოლოდ მის მიერ არაერთხელ გამოვლენილი არარუსეთუმეობისა და არაპუტინისტობის გამო გამოიდე თავი ნაპო და კიდევ ერთხელ დააფიქსირე შენი პუტინოიდობა ! :(
ჰოდა, "რაის" ნაოლეონი , ვალოდია ხარ შენ, ვალოდია, ან ვანია უფრო შეგეფერება ! :(
ლაიქი დაგიწერე ნაპოლეონ, მაგრამ
23 მაისი 2024 11:44
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული