"თუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფინანსებია საჭირო, მზად ვარ, პირადი ფინანსები გავიღო" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი 1913"-ის პრეზიდენტმა და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ჩემპიონატის შესახებ გულშემატკივრებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ და ამ კუთხით გადაცემები მომზადდეს.

"მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ დღეს ნაკრები წარმატების გზაზეა, თუმცა, როგორც გუნდის მფლობელი, უკმაყოფილო ვარ მსაჯობით. ხალხი ვერ იღებს ინფორმაციას, როგორ ზარალდებიან კლუბები საქართველოში მსაჯების კვალიფიკაციით.

მზად ვარ, გუნდებმა დავამატოთ საწევრო და საქართველოს ჩემპიონატის შესახებ მეტი დეტალური გადაცემა ვიხილოთ, ყველა მომენტის პროფესიონალური განხილვით.
ნაკრების წარმატების შემდეგ შიდა ჩემპიონატის მიმართ
დიდი ყურადღება ჩნდება. ჩემი სურვილი იქნება, ფედერაციის მხრიდან ყურადღება მიექცეს უფრო მეტ გაშუქებას. დღეს საქართველოს ჩემპიონატი ჩაკეტილია, ხალხს არ აქვს საშუალება, თავად გამოიტანონ დასკვნა პროცესებზე. ვფიქრობ, ჩემს სიტყვებს ყველა ქართული კლუბი დაუჭერს მხარს. ეს ჩემი თხოვნაა და იმედია, მოისმენენ. არ ვფიქრობ, რთულ საკითხზე ვსაუბრობდე. გამიჭირდება ისეთი საფეხბურთო ქვეყნის დასახელება, სადაც მსგავსი გადაცემები არ არის.
თუ პრობლემა ფინანსური დაბრკოლებაა, მზად ვარ, პირადი ფინანსები გავიღო ამ ყველაფრის შესაქმნელად.

დიდი მადლობა ლევან კობიაშვილს იმ სიხარულისთვის, რაც საქართველოს მიანიჭა. მას ბავშვობიდან ვიცნობ, როგორც ფეხბურთელს და პიროვნებას. ასეთი პატიოსანი ადამიანები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელები არიან. იმედი მაქვს, ლევანი ამასაც გაითვალისწინებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ჩემპიონატის გაშუქებას უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ." - განუცხადა ჯუღელმა Geo Team-ს.

alt"მისი ტრანსფერის საკითხზე უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
კაცმა "კოლხეთი" ჭაობიდან ამოათრია,ფოთელ ფეხბურთის მოყვარულყ და, არა მხოლოდ მათ,სიხარული და იმედი დაუბრუნა,ახლაც რამდენს აკეთებს გუნდისთვის.
ამ დადებით ფონზე,რეიზა ლანძღავთ,ვინც ლანძღავთ,თქვე "კაისაქმე რათ გაგიკეთებია შე მამაძაღლოო" ასეთ ნაძირალათა "შთამომავლებო"?
ფუი შეგირცხვათ ნამუსი შურ-ბოღმა-ზიზღიანო უღმერთოებო!!!
ბრაზი
12:35 23-05-2024
15
ოჰ, როგორი გამჭოლი, მოცულობითი და მრავლისმეტყველია ეს მზერა! შენ კი დაგენაცვლე პრედლაჟენიაჯან! შენ იმედადაა ქართული ფეხბურთი! :D:D:D
ხამი
11:48 23-05-2024
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული